0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Cheers by Armand de Brignac

ახალი წელი იქნება? აუცილებლად იქნება, რადგან, ჯერ ერთი, სხვაგვარად წარმოუდგენელია და მეორეც, ამ უცნაური 2020-ის გასაცილებლად, კოვიდისა და “ლოქდაუნების” ჯინაზე, რომლებმაც მთელი მსოფლიოს გეგმები თავდაყირა დააყენა, საგანგებოდ უნდა მოვემზადოთ, რაც შეიძლება განსაკუთრებული განწყობით. განწყობა ბევრ რამეს მოაქვს, მოაქვთ შენს საყვარელ ადამიანებს, მოაქვს მეათასედ ჩართულ საყვარელ მუსიკას, ცოტა ქაოტურ დაგეგმარებას ….. ათას წვრილმანს. დიახ, მოაქვს ლამაზ კაბებს, სამკაულებს და წინასაახალწლო განწყობის უცვლელ ატრიბუტს – შამპანურს.

ჩვენი ფოტოსესიის მთავარი ინსპირაცია განსაკუთრებული შამპანური გახდა.

Armand de Brignac-ი, ცნობილი ფრანგული ლაქშერი შამპანური. მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ ის საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სულ რომ არაფერი იცოდეთ ამ ბრენდის შესახებ, მისი ბოთლის დანახვისთანავე ხვდებით, რომ თქვენ წინ ნამდვილი ვარსკვლავია. ხან, სწორედ საახალწლო ოქროსფერ ტონალობაში გამოწყობილი, ხან, ჟოლოსფერში და ხანაც, მოლივლივე მბრწყინავ მწვანეში. ფერთა პალიტრა ისეთივე გამორჩეულია, როგორც თავად ეს სასმელი.

თიკო დიდავა

Armand de Brignac-ი, მსოფლიოს გამორჩეული ღონისძიებების და დღესასწაულების განუყოფელი ნაწილია. 2020 წელი მისთვის ნამდვილად განსაკუთრებული გახდა Armand de Brignac-ის Blanc De Blancs-ი მსოფლიოს 2020 წლის საუკეთესო ღვინის გამოსავლენ შეჯიბრში ნომერ 1 შამპანურად დაასახელეს. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, “პრემიერ ჯგუფია”, რომელიც პრემიალური ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციითაა დაკავებული. კომპანიის დამფუძნებელი, ჩვენი წინასაახალწლო ფოტოსესიის გმირი, თიკო დიდავაა. ფოტოსესიაში სწორედ ის წარადგენს მისი კომპანიის პორტფელის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ბრენდს.

წინასაახალწლო ფოტოსესია “თბილისი მარიოტის” საპრეზიდენტო ნომერში შედგა. ეს გახლავთ ლაქშერი შამპანურის Armand de Brignac-ისა და მაღაზია “ქრონოგრაფის” ერთგვარი კოლაბორაცია, სადაც “არმან დე ბრინიაკის” ულამაზესი ბოთლების ფონზე, მშვენიერი თიკო დიდავა CASATO GIOELLI, CHOPARD, MESSIKA-ს ულამაზეს სამკაულებთან და BREGUET-ს საათთან ერთად, ხან დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექციის მშვენიერ სამოსშია გამოწყობილი, ხანაც ELOSHI-ს ტანსაცმელში და ხანაც, სამოსში მისი პირადი კოლექციიდან. ბრენდი განსაკუთრებულია და ის არათუ განსაკუთრებულ სტილიზებას, არამედ განსაკუთრებულ ხედვასაც ითვალისწინებს, რის შედეგსაც თქვენ ამ ფოტოსესიაში ხედავთ.

ფოტოსესიის მთავარმა გმირმა და წარმდგენმა ბრენდის შესახებ, ცხადია, ყველაფერი იცის. აღნიშნავს, რომ ის მისი კომპანიის პორტფელის მართლაც დიდი სიამაყეა. ისტორია Armand de Brignac-ისა მე-18 საუკუნიდან მოდის. შამპანურის წარმოება 1763 წელს საფრანგეთში, Chigny-les-Roses-ში, Cattier-ის სახლის მიერ იწყება.

ბრენდმა სახელწოდება Armand de Briniac-ი მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მიიღო, ოფიციალურად დარეგისტრირებისას. სახელი ამ საოცარი სითხისთვის Jean-Jacques Cattier-ის დედამ ერთ-ერთი ნოველის კითხვის დროს შეარჩია. ნოველის მთავარ გმირს de Brignac-ი ერქვა…

თავიდან ბრენდი საკმაოდ ვიწრო წრისთვის იყო განკუთვნილი და ხელმისაწვდომიც. გადის დრო და 2006 წლიდან Armand de Briniac-ისთვის, ახალ ჯგუფთან ერთად, სრულიად განსხვავებული და საინტერესო ეტაპი იწყება: ფრანგული ინდუსტრიული ჯგუფი “შამპანურის საერთაშორისო ასოციაცია” (CIVC), გასცემს უფლებას აღნიშნული ღვინო / სითხე შამპანურად ჩაითვალოს.

ეს რეალურად ახალი ბიძგი იყო ბრენდისთვის. სწორედ ამ დროიდან Cattier იწყებს კოლაბორაციას დამოუკიდებელ ბრენდებთან და ბაზარზე ცალკე გააქვს de Brignac-ის სახელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ბრენდის ისტორიაში: შამპანურის პირველი ლანჩი Armand de Brignac Brut Gold-ით გაიმართა. ოქროსფერმა მეტალის ბოთლმა, ყვავის ტუზის გამოსახულებით, მსოფლიო აღიარება ძალიან მცირე დროში მოიპოვა.

დიდავა თიკო

არნახული ცნობადობა და მსოფლიო აღიარება ბრენდს 2006 წლის ოქტომბერში გამოსულმა რეპერ ჯეი ზის ვიდეორგოლმა Me what you got, სადაც Armand de Brignac თითქმის მთავარი როლის შემსრულებელია. იქამდეც და მას მერეც, ცნობილი შამპანური მსოფლიოს მეგა ვარსკვლავების საყვარელი სასმელია. ის ხუთი სახეობითაა წარმოდგენილი და თითოეული მათგანი მართლაც გამორჩეულია. აი მათი დასახელებაც: Armand de Brignac Brut Gold, Armand de Brignac Rosé, Armand de Brignac Demi Sec, Armand de Brignac Blanc de Blancs, Armand de Brignac Blanc de Noirs.

დრო რთულია და წინ, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ეტაპის გადალახვა მოგვიწვევს ჩვენც და მთელ მსოფლიოსაც. არსებობს უამრავი რჩევა, გაიდლაინი, გამოცდილება, როგორ უნდა გადავლახოთ ეს რთული დროება. ყველა მათგანს ერთი აქვს საწყისი – განწყობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაფრის საწინდარი თქვენი განწყობაა, რომლის ერთი პატარა ნაწილი ეს წინასაახალწლო ფოტოსესია გვინდა რომ იყოს.

HAIR AND MAKE UP: EKATERINE CHANCHIBADZE

DATUNA SULIKASHVILI

CHRONOGRAPH GEORGIA

TBILISI MARRIOTT HOTEL

ასევე წაიკითხეთ