Milan Design Week 2026 Reportage by Matassi Tsertsvadze

მილანის დიზაინის კვირეული 2026 - მატასი ცერცვაძის რეპორტაჟი

მილანის დიზაინის კვირეული მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ავეჯისა და დიზაინის ღონისძიებაა. ყოველწლიურად აპრილის თვეში მილანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საინტერესო გამოფენებს მასპინძლობს.  

Milan Design Week-ი ასევე ცნობილია სახელწოდებით “Salone del Mobile”  და “Fuori Salone”. მილანის პრესტიჟულ უბნებში მიმოფანტულია უამრავი გამოფენა, ინსტალაცია თუ ივენთი. კვირეულის მანძილზე აუცილებლად მოსანახულებელი დიზაინ რაიონებია: ბრერა, ტორტონა, იზოლა და 5ვიე. ასევე მილანის გარეუბანში “როფიერა მილანო”, რომელიც თავის მხრივ უამრავ გამოფენას აერთიანებს უდიდეს საგამოფენო პავილიონში.  თანამდედროვე ხელოვანების ნიმუშების და პროექტების მრავალფეროვნებას გვთავაზობს “ალკოვა მილანო”. კვირეულის ფარგლებში არქიტექტურული, ავეჯისა და ინდუსტრიული დიზაინის ბრენდებთან ერთად განრიგში ცნობილი მოდის სახლებიც ჭარბად არიან : Hermes, Fendi,  Marni, LV, Issey Miyake, Missoni, D&G, Prada, Miu Miu, Dior, Bottega Veneta … რომელთა პრეზენტაციები ჩემთვის ყოველთვის გამორჩეულია. მოდის წარმომადგენელი ბრენდების უმეტესობას ინტერიერის ხაზი აქვს. ესეთებია Fendi Casa, Dolce & Gabbana Casa, LV Objects Nomades და ა.შ რომლებიც ბრენდის  სახელობის ჭურჭლით დაწყებული სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ავეჯს სთავაზობენ საკუთარ მომხმარებლებს და უახლესი კოლექციების წარდგენას სწორედ დიზაინ კვირეულის დროს ახდენენ.

Salone Del Mobile-ის ძირითადი თემა დიზაინი, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ობიექტების წარმოდგენაა, რომელიც აერთიანებს არტიზანულ, ხელნაკეთ და კრეატიულ ნამუშევრებს ათასობით გმოფენისა, ინსტალაციის თუ ივენთის სახით. მილანის დიზაინის კვირეულის გადატვირთული გრაფიკი მოიცავს კოლაბორაციებს, ლაივ-საუბრებს, სოლო ივენთებს…

Casa Ornella არის ერთ-ერთი უპირველესი, რასაც ვსტუმრობ კვირეულის დასაწყისშივე. ეს არის პრივატული სახლი Maria Vittoria Paggini-ის, რომლის დიზაინიც ტოტალურად იცვლება ყოველ სეზონზე. წლევანდელ პროექტს სახელწოდებით „Animali Sociali“, განსხვავებულ ინტერიერთან ერთად სივრცეში დამხვდნენ ცხოველების საკარნავალო ნიღბებით შემოსილი პერსონაჟები.

 ვესტუმრე არტისტს Natalia Criado-ს, რომელმაც დიალოგი გამართა მეტალსა და კერამიკას შორის Laboratorio Paravicini-თან კოლაბორაციის სახით.

ჩემთვის ერთ-ერთ საყვარელ ბრენდ So-Le Studio-მ, რომელიც დაფუძნებულია Maria Sole Ferragamo-ს მიერ. ამ სეზონზე მან ხელოვან Bottega Ghianda-სთან ერთად კოლაბორაციის სახით შექმნილი ექსკლუზიური განათებები მილანის ყველაზე პოპულარულ  „პორტრეტ მილანოს“ სივრცეში არსებული ბრენდის გასაოცარ მაღაზიაში წარმიდგინეს.

ამ სეზონზეც ერთმანეთისგან განსხვავებულ და იმდენად საინტერესო ივენთებსა თუ პერფორმანსს დავესწარი, გამიჭირდება ერთი კონკრეტული ფავორიტის გამორჩევა.

მიყვარს Antonio Marras-ის კონცეპტუალური სივრცე – NonostanteMarras-ი, რომლის სტუმრობასაც ყოველთვის სხვა სამყაროში გადავყავარ. დიზაინერმა ამჯერად პერფორმანსი დაგვახვედრა იდეით „Morning Club“ , სადაც მოდელები აუზში ნებივრობდნენ დჯ-ს მიერ შესრულებულ მუსიკის თანხლებით.

ასევე ცნობილი იტალიური სამკაურების ბრენდი  Buccellati-ის ექსპოზიცია,რომელიც წარმოდგენილი იყო თემით „Aqcua Mirabile“.  რენესანსული ტიპის ვერცხლის ნაკეთობები ბრენდმა ცნობილ ინგლისელ ილუსტრატორთან Luke Edward Hall-თან კოლაბორაციით შექმნილ ულამაზეს სივრცეში წარგვიდგინა მისულ სტუმრებს. 

გამორჩეულად საყვარელი ბრენდია ჩემთვის ასევე Missoni, რომლისთვის დამახასიათებელი ფერადოვანი ნაქსოვი ტექსტილი უნიკალურია, წინა წლების მსგავსად ახლაც გასაოცარი ობიექტების ინსტალაცია შემოგვთავაზა Alberto Carili-იმ.

Loro Piana-მ გამოფენის სახით წარგვიდგინა ტექსტილი. გავეცანი მაღალი ხარისხის ნაქარგობებსა და ნაქსოვ ტილოებს. ბრენდის მთავარი იდეა იყო პლედის ინტერიერის ცენტრალურ ელემენტად გადაქცევა.

Arket-მა კოლაბორაცია შემოგვთავაზა Laila Cooks-თან და ერთობლივი ბოექტით ბავშვობაში დამაბრუნა, ზღაპრულად მორთული კარუსელი და სხვა აქტივობები დამხვდა „ჯარდინო დელე არტში“ მისულს.

La Double J-ს ფერადოვნებით და პრინტების სიუხვით ცნობილმა ბრენდმა ამ სეზონზე თემით „Size Matters“ – Giulio Michelucci-ის ხელმძღვანელობით უზარმაზარი ზომის ჭურჭელი შექმნა და განათავსა მონტენაპოლეონეს ქუჩებსა და საკუთარი მაღაზიის სივრცეში. 

იტალიურმა ცნობილმა სამოსის ბრენდმა Marina Rinald-იმ ითანამშრომლა არტისტ Fluuido -სთან. დავესწარი ლაივ პერფორმანს თუ როგორ ქმნიდა ხელოვანი თიხისგან ნამუშევრებს და ასევე გავეცანი ბრენდის ტანსაცმლის უახლეს კოლექციას.

Miu Miu Literary Club წელსაც მსგავსი განრიგით წარდგა, კვირეულის განმავლობაში გააერთიანა სხვადასხვა არტისტი და „ჩირკოლო ფილოლოჯიკო მილანეზე“-ს სივრცეში უმასპინძლა სხვადასხვა მუსიკოსსა და მწერალს. სტუმრებს შორის „მიუ მიუს გოგოები“ – Alexa Chung, Emma Corrin და Lena Mahfouf იყვნენ.

არ გადავაჭარბებ თუ ავღნიშნავ, რომ ყველაზე დიდი რაოდენობით მნახველი მოდის ბრენდებიდან Gucci, Hermes და Louis Vuitton -ს ყავდათ, ხოლო ინტერიერის მხრივ Artemest, Interni Venosta და მილანის ცათამბრჯენ „ტორე ველესკა“-ში Visteria Foundation-ის მიერ გამართულ გამოფენას Etel Design-თან თანამშრომლობით. მთელი კვირეულის განმავლობაში მათი გამოფენის ლოკაციაზე არ წყდებოდა დაუსრულებელი რიგები.

Gucci-ის ინსტალაცია მოეწყო ულამაზეს ბაღში-ცნობილ „კიოსტრი დი სან სიმპლიჩიანო“-ს სივრცეში სახელწოდებით „Gucci Memoria”-Demna Gvasalia-ს კურატორობით. ფარდაგებზე წარმოდგენილმა ნამუშევრებმა გადმოგვცა მოდის სახლის 105 წლიანი ისტორია.

Artemest აუცილებლად სანახავი გამოფენაა, რომელიც მრავალი ხელოვანის ნამუშევარს აერთიანებს. „პალაცო დონიძეტის“ სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრები იტალიის სხვადასხვა რეგიონით ინსპირირებული იყო.

Dior-მა ფრანგი დიზაინერის Noe Duchaufour-Lawrance-ის მიერ შექმნილი „ყვავილის გვირგვინის“ ფორმის სანათების გამოფენა გვიჩვენა.

LV- Objects Nomades არის ბრენდის დიზაინის კოლექცია, რომელიც აერთიანებს უნიკალური დეკორის ნივთებს და თანამედროვე ავეჯს.

Hermes-მა წარმოგვიდგინა ხარისხსა და დეტალებზე დაფუძნებული სახლის კოლექცია: პლედები, ჭურჭელი და სხვადასხვა დეკორაციის ნივთები მინიმალისტურ სივრცეში.

Dolce&Gabbana-მ კი მისთვის დამახასიათებელი სიჭრელით და მაქსიმალისტური ტექსტურებით სავსე ნაწარმს გაუსვა აქცენტები.

Interni Venosta – ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი მოსანახულებელი გამოფენაა, რომელიც აერთიანებს არქიტექტურას, დიზაინს და ხელოვნებას ერთ სივრცეში.

კოლექციების ჩვენება ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ გარემოში ტარდება რაც ერთგვარ ხიბლს მატებს დიზაინ კვირეულს. ლოკაციები არის ისევე როგორც ძველებული ვილები (მაგ;Alcova) ასევე ისტორიული შენობები ე.წ პალაცოები. ასევე ბრენდების მაღაზიები, რომლებიც არჩევენ თავისივე სივრცეში წარადგინონ კოლაბორაციები. მილანის ქუჩებში ადვილია მიაგნო “სალონე დელ მობაილ”-ის ფარგლებში მონაწილეებს, რადგან სივრცის წინ ყველას Milan Design Week-ის მიმანიშნებელი აბრა უდგას ამ დღეებთან დაკავშირებით. ვინაიდან ამ დროს უსაზღვრო რაოდენობის დამთვალიერებელია ქალაქში თავმოყრილი და დიზაინ ვიქის მანიშნებელის ქონა პრიორიტეტია, რაც მნახველების გარანტიას იძლევა.

Photo & Text- Matassi Tsertsvadze

ასევე წაიკითხეთ