ვალენტინობა ბექჰემების ოჯახში

ჰარპერის ინსტაგრამ პოსტი ძმებისთვის 

14 წლის ჰარპერ ბექჰემმა ვალენტინობის დღეს სოციალური ქსელში ძმებს მილოცვა გაუგზავნა. 

ბექჰემების ოჯახის უმცროსი წევრის ამ გზავნილებმა ყურადღება მიიქცია ოჯახური დაპირისპირების ფონზე.

ჰარპერმა შავ-თეთრი, ძველი ფოტოსურათი გააზიარა, სადაც ოთხივე და-ძმა ერთად არიან და წარწერაც გაუკეთა “ყველანი ძალიან მიყვარხართ, სიტყვები ვერ აღწერს ამას.” 

მეორე პოსტში ჰარპერმა კიდევ ერთი თბილი მოგონება გააზიარა, და-ძმების ფოტო ნავსადგურზე. „გილოცავთ ვალენტინობას საუკეთესო უფროს ძმებს მთელ მსოფლიოში.” ეს ფოტო მოგვიანებით დედამ,  ვიქტორია ბექჰემმა საკუთარ ინსტაგრამ სთორიში გააზიარა და გულის ემოჟი დაუმატა.  

შეგახსენებთ, ბექჰემის ოჯახში არსებულ განხეთქილებაზე საჯაროდ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, რაც უფროსმა შვილმა ბრუკლინმა 19 იანვარს ინსტაგრამ სთორი გამოაქვეყნა. სადაც აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა და ცდილობდა საკითხები პირადად მოეგვარებინა. მშობლები და მათი გუნდი პრესასთან ურთიერთობით სიტუაციას ამწვავებდნენ, რის გამოც იძულებული გახდა საკუთარი პოზიცია გაესაჯაროებინა.

ბრუკლინის პოსტში ასევე ეწერა, რომ ამ ეტაპზე ოჯახთან შერიგებას არ გეგმავს და უარყო ინფორმაცია, თითქოს ვინმეს გავლენის ქვეშაა. 

დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უკვე დიდი ხანია ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას უფროს შვილთან და მის მეუღლესთან ნიკოლა პელც ბექჰემთან, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით,  წყვილს არაერთხელ უცდია შეხვედრა და გულწრფელი საუბარი, თუმცა ბრუკლინი და ნიკოლა კომუნიკაციას მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით ამჯობინებენ.

გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინმა ოჯახის წევრები საკუთარი ინსტაგრამიდან დაბლოკა. მოგვიანებით კრუზ ბექჰემმა საჯაროდ უარყო ინფორმაცია, თითქოს დევიდმა და ვიქტორიამ ბრუკლინს “unfollow” გაუკეთეს.  მისი თქმით, მშობლებმა თავად აღმოაჩინეს, რომ ბრუკლინმა ისინი დაბლოკა.

წყვილის მიერ ოჯახური ღონისძიებების გამოტოვება, სოციალური ქსელების ბლოკირება, ბრუკლინ და ნიკოლასგან  ქორწინების შემდეგ დაიწყო.

ბექჰემების ოჯახში მიმდინარე მოვლენები პრესაში კვლავაც აქტუალური განხილვის თემაა, თუმცა ჰარპერის ვალენტინობის პოსტი ბევრისთვის ერთგვარ მშვიდობის გზავნილად იქცა — სიყვარულისა და ოჯახის ერთიანობის დემონსტრაციად, მიუხედავად არსებული უთანხმოებისა.

ასევე წაიკითხეთ

vertical horizontal