სკოლა „მერმისი“- დიდი ტრადიციებიდან ახალი გამოწვევებისკენ

32 წლიანი ტრადიცია, ინოვაცია და ზრუნვა მომავალ თაობაზე

სკოლა „მერმისზე“ ადრეც მოგვიყოლია. ბევრი სიახლე დაგროვდა. თუმცა, მიუხედავად სიახლეებისა და ცვლილებებისა, სკოლის მთავარი განმასხვავებელი და გზავნილი  თქვენთვის იგივე რჩება — გამოცდილებისა და ინოვაციის ჰარმონიული სინთეზია „მერმისი“.

წარმოიდგინეთ სკოლა, რომელიც არც თუ ისე დიდია და სადაც თითოეულ მოსწავლეს ლამის ოჯახის წევრივით იცნობს სკოლის დირექტორატი თუ მასწავლებელთა გუნდი. 32 წლის წინ დაფუძნდა.  დღეს ის მთელი ისტორიაა ჩვენი  — ჩვენი ქვეყნის,  განათლების სისტემის და, რაც მთავარია, ადამიანების. მართლაც რომ თაობები გაზარდა ამ სკოლამ და წარმატებით განაგრძობს ამ ამბავს დღესაც.

აკადემიური სიმყარე და ინდივიდუალური მიდგომა

თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლება აღარ არის მხოლოდ ფაქტების დაგროვება — ის მომავალი წარმატებისა და პიროვნული ზრდის მთავარი ინსტრუმენტია. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება სკოლა „მერმისის“ 32-წლიანი წარმატებული ისტორია, სადაც მყარი საგანმანათლებლო ტრადიციები მაღალ აკადემიურ ნდობასთან ერთად არსებობს.

სკოლის მთავარი პრიორიტეტია, თითოეულმა მოსწავლემ მიიღოს სიღრმისეული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება. აქ იციან, რომ უმთავრესი არა უბრალოდ პროგრამის ჩაბარებაა, არამედ ადამიანის მომზადება ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის. სასწავლო პროცესი ისეა აგებული, რომ მოსწავლეს უყალიბდება ლოგიკური აზროვნება, ანალიტიკური უნარები და დამოუკიდებლად სწავლის კულტურა.

აღსანიშნავია, რომ თეორიული ცოდნა არასდროს რჩება მხოლოდ ქაღალდზე — მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი კვლევებსა და რეალურ პროექტებში. წელიწადის რა დროსაც არ უნდა შეიხედოთ სკოლის საკლასო ოთახებში, იგრძნობთ, რომ აქ სულ ახალ-ახალ ინიციატივებზე მუშაობენ: იქნება ეს ლიტერატურული წრეები, შემოქმედებითი აქტივობები, არგუმენტირებული მსჯელობის სივრცეები, მოსწავლეთა თვითმმართველობა თუ ციფრული უნარების განმავითარებელი პლატფორმები.

ენები, ემოციური ინტელექტი და თავისუფალი თაობა

ენები და თანამედროვე მსოფლიოსთან ინტეგრირება „მერმისის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. დღევანდელ სამყაროში ენობრივი კომპეტენცია საერთაშორისო სივრცეში დამკვიდრების მთავარი გასაღებია. 


* სკოლაში სიღრმისეულად ისწავლება ინგლისური და ესპანური ენები.
* მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, Native English Teacher-ის დახმარებით აიმაღლონ სასაუბრო უნარები და დაძლიონ ბარიერები.

ამ გარემოს დახმარებით, მოსწავლეები სკოლას ტოვებენ მზაობით, თავისუფლად ჩაერთონ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში და ცხოვრების რიტმშიც.

„მერმისის“ გუნდმა ზუსტად იცის, რომ ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებას ჰოლისტური მიდგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ემოციური ინტელექტის პროგრამას, რომელიც მოსწავლეებს ემოციების გაგებაში, თვითრეგულაციასა და ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება.

სწორედ  ამ ღირებულებების, პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობისა და გუნდური თანამშრომლობის, საფუძველზე  იზრდებიან თავისუფალი ადამიანები. ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან სკოლის მიღმაც წარმატებით  და თავისუფლად ისწავლონ, იცხოვრონ, შექმნან და შეცვალონ.

ასევე წაიკითხეთ