0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ვიქენდი ბუნებაში

Weekend Max Mara – ს კლასიკური თრენჩი არის მრავალფუნქციური და საიმედო თანამგზავრი, რომელიც უდარდელად შეგიძლიათ ატაროთ სეზონიდან სეზონამდე. თავისი არაფორმალური იერით, ის იდეალური არჩევანია პარკში გასართობი აქტივობებისთვის, დასვენებისთვის, განტვირთვისა და საუბრებისთვის, როდესაც ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და ბუნებაში ჩაძირვა გინდათ, თუნდაც მხოლოდ მცირე ხნით.

გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, Weekend Max Mara ახალ სიცოცხლეს სძენს კლასიკას, სადაც მემკვიდრეობა და თანამედროვეობა ჰარმონიულადაა  შერწყმული.

კოლექციაში წარმოდგენილია სხვადასხვა სიგრძის თრენჩები –  ულტრა – მოკლედან, მოკლე და მსუბუქი ან, გრძელი და მოფრიალე. თითოეული გამდიდრებულია ისეთი ექსკლუზიური დეტალებით, როგორიცაა კაპიშონები, დაჭიმული წელის ზონრები, განიერი სახელოები და მატყლისა და ბამბის გაბარდინის კომბინაცია. კოლექციას  ლოგოთი შემკული რევერსული თრენჩი ავსებს, რომლის უკანა მხარეს Weekend – ის წარწერაა დატანილი და დეკორატიული ზოლებითაა მორთული.

Weekend Max Mara – ს თრენჩები წყალგაუმტარი თვისებებით გამოირჩევა და იდეალურად აბალანსებს ფორმასა და ფუნქციონალობას, რაც მათ ბუნებაში მოგზაურობისთვის შეუცვლელ არჩევანად აქცევს.

Weekend Max Mara 1983 წელს ვიქენდისთვის განკუთვნილი ყოველდღიური საგარეო ტანსაცმლის გამოშვებით დაიწყო, ამჟამად კი ავთენტური იტალიური “ლაიფსთაილ” ხაზია თავისი უნიკალური იდენტობითა და რელევანტური თვისებებით.

დღესდღეობით  Weekend Max Mara  – ს ტანსაცმლისა და აქსესუარების ფართო კოლექციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აბალანსებს დღევანდელობასა და მარადიულობას. თანამედროვე და დახვეწილი არჩევანი აერთიანებს ფორმალურ და არაფორმალურს, რაც მას თავსებადს ხდის სხვადასხვა გარემოებებისთვის და მისი ყოველდღიური ელეგანტური მოდელები თავისუფალი ქალებისთვის იქმნება, რომელთა ინდივიდუალიზმი მოდის და სეზონების საზღვრებს სცდება. ბრენდის Signaturi Capsule კოლექციები შექმნილი ან შთაგონებული ცნობილი ადამიანების მიერ, კრეატიულია და ყოველ სეზონზე ინტერპრეტაციას უკეთებს ბრენდის სტილს რითიც უნიკალური გარდერობი იქმნება.

Max Mara დაახლოებით 250 მონობრენდულ მაღაზიასა და წამყვან მოლებშია ხელმისაწვდომი.

ასევე წაიკითხეთ