0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ICI PARIS x Carolina Herrera

18 სექტემბერს ისი პარიმ კაფე ლიტერაში Carolina Herrera-ს ახალი სუნამოს პრეზენტაცია გამართა.

დახურული ვახშამი პრესისა და მედიისთვის გაიმართა, რომელსაც ინფლუენსერები და ბლოგერებიც ესწრებოდნენ. სუნამოს პრეზენტაცია თანამედროვე ქალებით იყო შთაგონებული, მათი ყოველდღიური ცხოვრებით, სიძლიერით, თვითგამოხატვით და მრავალფეროვანი ცხოვრების სტილით.

სტუმრების მიღება კაფე ლიტერას გასაოცარ ეზოში ვარდისფერი პროზეკოს თანხლებით დაიწყო. ტერასაზე Carolina Herrera-ს ულამაზესი ფოტო ზონა იყო განთავსებული,  სადაც ფოტოების გადაღების შემდეგ სტუმრებმა ისი პარის პატარა აქტივობაშიც მიიღეს მონაწილეობა: ერთი სიტყვით დაწერეს, თუ როგორია ქალი?

მიღების შემდეგ გასაოცარი სუნამოს პრეზენტაციის დროც დადგა და სტუმრებმა მწერალთა სახლის ერთ-ერთ ოთახში გადაინაცვლეს. პრეზენტაცია ისი პარის ბრენდების განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ლინა ქალდანმა წარმოადგინა. ძირითადი აქცენტი ქალების ერთობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაზე გაკეთდა, რადგან Carolina Herrera Good Girl Blush Elixir, სწორედ ქალების სიძლიერის და თანადგომის სიმბოლოა.

სუნამოს თავბრუდამხვევი არომატი მთელ ოთახში დატრიალდა და სტუმრებიც მისით მოიცვა. სურნელის გაცნობის შემდეგ პრეზენტაცია ქალების მნიშვნელობაზე, შეხედულებებზე და მათ დამოუკიდებლობაზე საუბრით  გაგრძელდა და მკაფიოდ აღინიშნა, რომ განურჩევლად ყველა ქალი იმსახურებს თავისუფლებას, ბედნიერებას და რეალიზებას.

მალე გასაოცარი სურნელით შთაგონებული ვახშმის დროც დადგა და სტუმრებმა შეფ თეკუნა გაჩეჩილაძის კერძების დასაგემოვნებლად გადაინაცვლეს. თითოეული კერძი სუნამოს კონცეფციას შეესაბამებოდა და მის ხასიათს გამოხატავდა.  დესერტის წარდგენისას სტუმრებს თავად შეფიც ეწვია და უგემრიელესი ვახშმის იდეაზე ესაუბრა.  ვახშამის დასასრულს პრეზენტატორმა, ყველა ის სიტყვა გააცნო სტუმრებს, რომლებიც მათ  დაწერეს და ამგვარად ერთმანეთს გაუზიარეს თუ როგორია ქალი.საღამოს დასასრულს კი, კიდევ უფრო გემრიელი დესერტის დრო დადგა და ისი პარიმ სტუმრები Carolina Herrera-ს ამ ახალი არომატით დაასაჩუქრა.  შთამბეჭდავი საღამო  ემოციების გაზიარებით და საერთო ფოტოს გადაღებით დასრულდა.

ასევე წაიკითხეთ