აქსესუარების გლობალური ბრენდი „პარფუა“, ქართულ ბაზარზე ახალი კონცეფციის მაღაზიით დაბრუნდა. სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ მისული მომხმარებელი მაღაზიას ცენტრალურ ატრიუმში აღმოაჩენს.
მინიმალისტური ინტერიერი იდეალურად წარმოაჩენს აქსესუარებისა და ჩანთების ულამაზეს კოლექციას და ხაზს უსვამს ბრენდის ტანსაცმლის მიმართულების მრავალფეროვნებას.
მაღაზიაში წარმოდგენილია 2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია, რომელიც, როგორც ყოველთვის, პასუხობს მოდის უახლეს ტენდენციებს.
აქ მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს ჩანთები, მრავალფეროვანი ქსოვილითა და პრინტით, ბიჟუტერია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინდივიდუალური სტილის წარმოსაჩენად, სათვალეები, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სხვა წვრილი აქსესუარები.
Parfois ქალის აქსესუარების გლობალური ბრენდია, რომელიც პორტუგალიაში, 1994 წელს დაარსდა. დღეს, ბრენდი 70-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მხოლოდ 2022 წელს, 75-ზე მეტი ახალი მაღაზიის გახსნა აქვს დაგეგმილი მსოფლიოს მასშტაბით.
ბრენდს საქართველოში Retail Group Georgia წარმოადგენს, რომელის პორტფელშიც, გარდა Parfois-ისისა, ისეთი ბრენდებია, როგორებიცაა – ZARA, MASSIMO DUTTI, OYSHO…
ფოტო: ანა კოსტომაროვა