სულ ახლახანს, World Class -ის ოჯახს ახალი წევრი შეემატა, ზურა ხიზანიშვილი. ადამიანი, რომლისთვისაც სპორტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პროექტის გადასაღებად, დათქმულ დროს, დილით მივდივართ. ზურა უკვე აქაა და როგორც მივხვდით, ჩვენს მისვლამდე ვარჯიშის ნაწილი უკვე მოსწრებული აქვს.
ამ დარბაზში ყოველთვის სხვა ტემპი და განსაკუთრებული განწყობაა. შესვლისას გხვდება კაფე ჯანსაღი კერძებით, სასმელებით… გადიხარ ტრენაჟორების კორიდორს და ხედავ არაჩვეულებრივ ფორმაში მყოფ თითქმის ყველა ასაკის ადამიანს. ზოგი მარტო ვარჯიშობს, ზოგიც, მწვრთნელთან ერთად. დარბაზის ბოლოს ჯგუფური ვარჯიშის ოთახებია, რომელიც, თითქოს, მზის სხივებთან ერთად, სავსეა იქაური ენერგიითა და განწყობით. ყოველთვის, როცა მსოფლიო ბრენდის ქართველ ამბასადორებს ვუსვამთ კითხვას – რა არის World Class-ში გამორჩეული, პასუხია – აქაური გარემო და World Class-ის ოჯახი. რთულია არ დაეთანხმო…
ზურა ხიზანიშვილი, ფეხბურთელი
– ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკიდან გაჩნდა. მთელი ცხოვრება, მინდორზე ვარჯიშის პარალელურად, ვვარჯიშობდი დარბაზშიც. პროფესიული ფეხბურთისთვის თავის დანებების შემდეგ, თითქოს, დარბაზმა მომცა შვება. ძალიან მსიამოვნებს ყოველ დილით რომ უნდა მოვიდე და ვივარჯიშო. რა თქმა უნდა, 20 წლის რომ ვიყავი სხვა დატვირთვა მქონდა. ახლა უკვე, სხვა.
სწორი ვარჯიშითა და სწორი კვებით ასაკს იმდენად ვერ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დიდი ასაკი არც მაქვს. ვარჯიში, ჩემს შემთხვევაში, პირველ რიგში, ხასიათზე მოქმდებს. 2 დღესაც რომ გამოვტოვებ, მგონია რაღაც დავაშავე.
ფეხბურთელის ცხოვრება ხომ იცით როგორია, დღეს ერთ ქვეყანაში ხარ, ხვალ მეორეში. ამიტომ, აქამდე ვერ ვახერხებდი თბილისში მევლო რომელიმე სპორტდარბაზში. ამ ეტაპზე კი, დადგა ეს პერიოდიც. ინიციატივა, რომ World Class-ის ამბასადორი გავმხდარიყავი, წამოვიდა ნინი ხუროძისგან (World Class Georgia-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი). ძალიან გამიხარდა ეს შემოთავაზება და სიამოვნებით დავთანხმდი. სალომე უკვე დიდი ხანია “ვორლდკლასელია”. აქ ვარჯიშობს ჩემი ბევრი მეგობარიც.
როგორია თქვენი სავარჯიშო გეგმა/სისტემა?
– ვარჯიშს ვიწყებ კარდიოვარჯიშებით. სარბენ ბილიკზე, დაახლოებით, 45 წუთი და შემდეგ ვაგრძელებ მწვრთნელთან ერთად ტრენაჟორებზე. ჩემი ინიციატივა იყო სპინინგის ჯგუფის შეკვრა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ვარჯიშია როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. საუკეთესოა წონაში დასაკლებად.
ბოლოს უნდა დაგისვათ კითხვა, რომელსაც World Class-ის ყველა ამბასადორს ვუსვამთ. როგორ ფიქრობთ, მაინც რა გამოარჩევს World Class-ს?
– მგონია, რომ აქ გამორჩეული გარემოა. გხვდება ძალიან ხარისხიანი და მრავალფეროვანი ტრენაჟორები. მე არ მყავს კონკრეტულად ერთი პირადი მწვრთნელი, რადგან ყველა თავისი საქმის პროფესიონალია და ნებისმიერთან მუშაობა სასიამოვნოა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყოველთვის განსაკუთრებული სისუფთავეა და დაცულია ყველა რეკომენდაცია.
ფოტო: ლიზა გაბუნია