WHITE STUDIO – ახალი გალერეა რუსთაველის 17-ში

რუსთაველის გამზირის 17 ნომერში, WHITE STUDIO-ს ახალი გალერეა გაიხსნა. ამ საოცარ სივრცეში წარმოდგენილია ექსკლუზიური და უნიკალური მხატვრული ნამუშევრები. საგამოფენო სივრცის გარდა, ეს ერთგვარად, საგანმანათლებლო კუთხეც იქნება, სადაც ჩატარდება არტ-თერაპიისა და სხვადასხვა შემეცნებითი კურსი.

ნატო ერისთავი

WHITE STUDIO-ს დამფუძნებელი

ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, WHITE STUDIO-ს საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცემ ამ საოცარ გარემოში დაიდო ბინა. ესაა ადგილი, სადაც 20-იან წლებში თავს იყრიდა ინტელიგენცია, პოეტები, მხატვრები… აქ საოცარი შემოქმედებითი ენერგია ტრიალებდა და ბევრი ღირებული რამ იქმნებოდა. პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ ეს ტრადიცია ღირსეულად გავაგრძელოთ.

საგამოფენო სივრცის გარდა, აქ იქნება საგანმანათლებლო სივრცეც, რომელიც უმასპინძლებს არტ-თერაპიისა და შემეცნებით კურსებს, სიმპოზიუმებს, საერთაშორისო შემოქმედებით პროექტებს.

ჩვენ ვმუშაობთ ქართული ტრადიციების აღდგენასა და თანამედროვედ მიწოდებაზე. ამ სივრცით გვინდა ვაჩვენოთ უძველესი ქართული დარგის ევოლუცია და თიხის უსაზღვრო შესაძლებლობები. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ინტერიერში, ექსტერიეში, არქიტექტურაში. დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილია WHITE STUDIO-ს არაჩვეულებრივი გუნდისა და იმ მხატვრების საავტორო ნამუშევრები, რომლებიც WHITE STUDIO-სთან თანამშრომლობენ.

Studio White

WHITE STUDIO-ს მაღაზიაში, რომელიც პეტრიაშვილის 18 ნომერში მდებარეობს, ძირითადად, სახლის სერიული სასაჩუქრე აქსესუარებია წარმოდგენილი. გალერეაში კი, დამთვალიერებლები ექსკლუზიური, უნიკალური ნაკეთობების შეძენას შეძლებენ.

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ