Weekend Max Mara -ს ახალი კოლექცია PHANTASIE 

წარმოგიდგენთ Phantasie-ს, Weekend Max Mara-ს  ახალ Signature კოლექციას, რომელიც არტურ არბესერთან თანამშრომლობით შეიქმნა.

Weekend Max Mara-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალი Signature კოლექცია, Phantasie, რომელიც ფანტაზიას, კრეატიულობას და ვენას ეძღვნება, მრავალმხრივ ნიჭიერმა დიზაინერმა, არტურ არბესერმა შექმნა.

2024 Weekend Max Mara

Weekend Max Mara -ს ახალი კოლექცია PHANTASIE

ავსტრიის დედაქალაქში დაბადებული და გაზრდილი არბესერი მთლიანად მოცული იყო ქალაქის კულტურით, რეგულარულად ესწრებოდა სპექტაკლებს, ბალეტსა და ოპერას. მას უკვე ბავშვობაში აინტერესებდა თითოეული პერსონაჟი და მათი კოსტიუმები. დღეს მისი შემოქმედებითობა  სხვადასხვა სფეროზე ვრცელდება: მოდაზე, კოსტიუმებზე, ინტერიერსა  და დიზაინზე.

არბესერის შთაგონება ამ კოლექციისთვის ვენა და ბალეტი იყო: ადრეული 1900-იანი წლების სახელოვნებო მოძრაობა Secession თავისი თანმდევი ცვლილებებით და მოძრაობის თავისუფლებით, რაც საცეკვაო სამოსისთვის დამახასიათებელია და თავისუფლების და კომფორტის განცდას ბადებს. სწორედ ეს ეთავსება Weekend Max Mara-ს ღირებულებებს.

“ვენას ძალზედ დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე: გარკვეულწილად   მკაფიო, ზუსტი ხაზები და ერთგვარი დისციპლინა  რაღაც უფრო ნაზით და მსუბუქითაა თითქოს დაბალანსებული”, – ამბობს არბესერი – “იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ Weekend Max Mara-ს Signature პროექტში ეს უნიკალური მემკვიდრეობა ბოლომდე გამოვლენილიყო”.

ელეგანტური და თავდაჯერებული, გლამურული, მაგრამ არაფორმალური, ქალური და მხიარული – ეს ის ქალია, რომელიც არბესერს წარმოუდგენია. მთავარი აქცენტი ფლუიდურ და დეკონსტრუირებულ სილუეტებზე კეთდება. ცოცხალი პრინტები მასში დიდ როლს თამაშობს, განსაკუთრებით ნათელი და თამამი მოტივები, რომლებიც არბესერის ზეთის ნახატებს იმეორებს. კუბოკრული და ზოლიანი პატერნი ვენის მოდერნიზმს უსვამს ხაზს, ხოლო ოთხკუთხა პატერნები, რომლებიც ნაწილობრივ მანქმანებით არის გამდიდრებული, ფეჩვორქის ეფექტს ქმნის.

კაბები და ქვედაბოლოები მოცულობითი, სახალისო და ფრიალაა, მაშინ როდესაც ათლეტური სამოსი იმ მოსვენებულ მდგომარეობას გამოხატავს, რომელიც  რეპეტიციების შემდეგ ჩნდება და ფუფუნების შეგრძნებით არის ამაღლებული. მეორეს მხრივ, სოლიდური ან ზოლიანი ქურთუკები, პერანგები და შარვლები უნიფორმების და სამუშაო ტანსაცმლის სამყაროდანაა, მსგავსად უტილიტარული ტილოს საყელოს მქონე თრენჩისა.

პალიტრა მოიცავს მარადიულ და ნათელ ფერებს: სამეფო ლურჯს, პიტნისფერს, ბადრიჯნისფერს და ბზინვარებას, რომლებიც  გადმოტანილია ისეთ  ახალ მასალებში, როგორებიცაა კოტონ პოპლინი, აბრეშუმი და ჯერსი. აქსესუარები მოიცავს საკულტო ჩანთის, Pasticcino-ს, საღამოს ვერსიებს, ჰაეროვან პლიმსოლებს და ახლებურ “ბაქეთ” სტილის ქუდის ახალ დიზაინს.

Phantasie-ს წინასწარი ჩვენება 20 სექტემბერს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში “Building”-ში შედგება, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება არტისტ შლომო ჰარუშის გამოფენა “ახლა არის მერე და მერე არის ახლა”.

ასე რომ, იჩქარეთ, ფარდა მალე აიწევა და  სტილისა და უნიკალურობის ახალი თავგადასავალი დაიწყება – ვარსკვლავი კი თქვენ იქნებით. 

ასევე წაიკითხეთ