We Are In The Same Boat

ავდაპირველად, ვგეგმავდით ჩვენი ყდა სწორედ ასეთი ყოფილიყო – შავ-თეთრი ფოტოთი, რომელიც მარინას თქმით, ყველაზე კარგად გამოხატავს მის ახლანდელ მდგომარეობას. თუმცა, ბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ “სითის” აპრილის ყდა, მაინც ოპტიმისტური, ფერადი და იმედის მომცემი ყოფილიყო.

მარინა კარპი, ფოტოხელოვანი

მარინა კარპი ფოტოგრაფი უკრაინა

ომი დაიწყო…

დილით რომ გავიღვიძე, გიგის პირველი სიტყვა იყო – დაიწყო…

– რა დაიწყო?

– ომი…

ამის შემდეგ, მახსოვს მხოლოდ ჩემი ყვირილი და ხმა, რომლის მსგავსიც არასდროს გამომიცია. დავურეკე დედას, რომელიც, ჩემს ძმასა და მამასთან ერთად, კიევში იყო. იმ მომენტში, ისინი ჩემზე მშვიდად იყვნენ, თუმცა, დედას თვალებში შიში მაინც შევამჩნიე. ერთადერთი, რასაც ვთხოვდი, იყო ჩაელაგებინათ საჭირო ნივთები და ჩემს მეგობრებთან ერთად, დასავლეთისკენ წასულიყვნენ. დედა მეუბნება ხოლმე, რომ წასვლას არ გეგმავდნენ, თუმცა, როდესაც ჩემი მდგომარეობა დაინახეს, გადაწყვიტეს. ახლა დედა და ჩემი ძმა დასავლეთ უკრაინაში არიან, რუმინეთის საზღვართან ახლოს. ქვეყნიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან ჩემი ძმა 20 წლისაა, დედა კი მას ვერასდროს დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით უსაფრთხო ადგილას არიან, რეალობამ აჩვენა, რომ დღეს უკრაინაში არცერთი ადგილია უსაფრთხო.

სახლი

არ მაქვს იმედი, რომ ჩემი სახლი ისეთივე დამხვდება, როგორიც ჩემმა ოჯახის წევრებმა დატოვეს. ნგრევას თუ გადაურჩა, სავარაუდოდ, თუკი რამე ღირებულს იპოვიან, ყველაფერს მოიპარავენ.

უკრაინა

კიევი

ბოლო ათი წლის განმავლობაში, კიევი ძალიან განვითარდა. გაჩნდა ბევრი ახალი სივრცე. ძველი შენობებიც კი გადაკეთდა და იქ კაფე-რესტორნები, ჰაბები, საგამოფენო სივრცეები გაიხსნა. თითოეული ადამიანისთვის, ძალიან რთულია საკუთარი ხელით შექმნილის მიტოვება. საქმე, რომელსაც აკეთებდნენ, მათთვის შვილივითაა. ჩემი მეგობრების უმეტესობა ასეა. ამჟამად, მამაც კიევთან ახლოს იმყოფება. ჩემთან საუბრის მიუხედავად, მას თავისი პოზიცია აქვს. არ აპირებს სხვაგან წასვლას. ეს ადამიანები იცავენ საკუთარ სახლებს და საკუთარი ხელით შექმნილ საქმეს. პოლონეთში გადადიან მხოლოდ ქალები და ბავშვები, შვილების უსაფრთხოებისთვის. წარმოდგენაც კი მიჭირს, თუ როგორი რთულია მათთვის ამ გადაწყვეტილების მიღება და იმის შეგრძნება, რომ შეიძლება უკვე ქვრივი ხარ.

უკრაინელი ხალხი

არაფერია თავისუფლებაზე ძვირფასი. ეს შეგრძნება ჩვენს გენებშია. ისტორიულად ასეა, ამაზე წერდნენ დიდი უკრაინელი მწერლებიც. უკრაინაში თავისუფლების სული იგრძნობა აბსოლუტურად ყველაფერში. უკრაინელები ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ხალხია, წარმატებას სწორედ იმით მიაღწიეს, რომ თავისუფლები არიან, აკეთებენ საქმეს ისე, როგორც მათ მიაჩნიათ სწორად.

მარინა კარპი ფოტოგრაფი უკრაინა

GEORGIA HELPS UKRAINE

წარმოუდგენელია სიტყვებით გადმოსცე ის ტკივილი, რომელსაც ახლა ვგრძნობ. აღარ დამრჩა ცრემლები, ემოციები… შეიძლება, ახლა უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, უკეთ მეგრძნო თავი. საფრთხეში ვიქნებოდი, მაგრამ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად. ჩემი გული და სული ახლა იქაა. ვცდილობ, აქედან მცირედი წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის დახმარებაში. შევქმენი Telegram არხი Georgia helps Ukraine, სადაც ვაზიარებთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის სასარგებლოა. ჩემმა მეგობრებმა გააკეთეს სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჰუმანიტარული დახმარების მიტანა. მოდიოდა წარმოუდგენლად ბევრი ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად რთული პერიოდია, ყველა ცდილობდა მცირედით მაინც დახმარებოდა უკრაინელ ხალხს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი კომპანიების ჩართულობა და მათი გვერდში დგომა. ბევრი რამ გაკეთდა და კეთდება ყოველდღიურად. მთავარია, რა იქნება მომავალში… ამ უმძიმესი დღეების განმავლობაში ვიგრძენი, რომ თითოეული ქართველისთვის უკრაინის ომი პირადი ომიცაა.

კიევი

ახლახან, გავაკეთეთ საქველმოქმედო ფოტოპროექტი We are in the same boat, რომელიც უკვე ასეულობით ადამიანის შავ-თეთრ პორტრეტს აერთიანებს. ფოტოპროექტის მიზანი იყო ხელოვნების ენით გამოგვეხატა მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, მათთვის გვეჩვენებინა ქართველი ხალხის თანადგომა და თვალები, თვალები, რომლებსაც ყველაზე ბევრის თქმა შეუძლიათ.

ასევე წაიკითხეთ