Carolina Herrera განაგრძობს თანამედროვე ქალის არომატში გარდასახვას, ამჯერად, მომხიბვლელი და ჯადოსნური სუნამოს Very Good Girl-ის საშუალებით. ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, თანამედროვე ქალი ბევრად უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე. დახვეწილი და ძლიერი, ინტელექტუალური და ლამაზი, თავდაჯერებული და სენსიტიური. სწორედ ასეთია Carolina Herrera-ს თვალით დანახული და არომატში გარდასახული თანამედროვე ქალიც.
Very Good Girl ამაყად შეუერთდა Good Girl-ის სურნელოვან ოჯახს, თუმცა ის სრულიად ახალი ოლფაქტორული თავგადასავალია, რომელიც სავსეა სიურპრიზებით. თუ მის ყველა წინამორბედ არომატში მთავარ ადგილს ჟასმინი და ტონკას მარცვალი იკავებდა, ახლა ისინი ვარდის გასაოცარმა სურნელმა ჩაანაცვლა.
Very Good Girl-ის ძალიან კარგი, ყვავილოვან-ხილოვანი არომატის ოლფაქტორული კომპოზიცია ასე გამოიყურება:
საწყისი ნოტა: წითელი მოცხარი და ეგზოტიკური ლიჩი
გულის ნოტა: ვარდი და ლილია
საბაზო ნოტა: ბურბონის ვანილი და ვეტივერი.
ვარდი და ვეტივერი – კონტრასტული იდილია. სურნელოვანი მოგზაურობა ველური კენკრითა და ეგზოტიკური ლიჩით იწყება. არომატის გულში იხსნება პარფიუმერიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი, მომაჯადოებელი ვარდი. პარფიუმერმა ლუიზ ტერნერმა, Very Good Girl-ის სამყაროში სწორედ ეს უნიკალური, მაცდური და იდუმალებით მოცული ჟღერადობა შემოგვთავაზა: კრემოვანი და პუდროვანი ნიუანსებით წარმოჩენილი ვარდი, როგორც რომანტიზმისა და სითბოს გამოხატულება. განსაკუთრებულ და მდიდრულ კომპოზიციას დასასრულს ვეტივერისა და თბილი ვანილის აკორდი უერთდება. ამ ყოველივეს შედეგად, წარმოიშვა ყვავილოვანი არომატი, რომელიც ნატურალური ინგრედიენტებით ხაზს უსვამს ბუნებრივ სილამაზეს და კრეატიულობას.
Very Good Girl-ის არამარტო სურნელი, არამედ კონცეფცია და დიზაინიც განსაკუთრებულია და არავის ტოვებს გულგრილს.
Carolina Herrera-ს შთაგონება იყვნენ და არიან ქალბატონები, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი პიროვნების გამოხატვის და ამავდროულად, არიან ქალურები, ელეგანტურები და ძლიერები. ამასთანავე, ის თვლის, რომ ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. მის მიერ შექმნილი Good Girl – ის არომატების კოლექცია სწორედ იმ ქალბატონისთვისაა განკუთვნილი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი, დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში და არასოდეს ნებდება.
Very Good Girl-ის სლოგანია IT’S SOO GOOD TO BE BAD “ძალიან კარგია იყო ცუდი.”
Very Good Girl-ის წითელი ფერის ფლაკონი ზუსტად ჩაროლინა Carolina Herrera-ს მოდის სახლისთვის დამახასიათებელი “ცეცხლოვანი წითელია”. დიზაინერის ნებისმიერ კოლექციაში, იქნება ეს სამოსი, აქსესუარები თუ კოსმეტიკა, მუდამ გვხვდება შთამბეჭდავი წითელი – ვნების კლასიკური სიმბოლო.
როგორც Good Girl-ის სხვა არომატების, ასევე Very Good Girl-ის სახეც მსოფლიოში ძალიან ცნობილი მოდელი, კარლი კლოსია. Carolina Herrera-მ სწორედ მას მიანდო ქალების ხასიათის, სიძლიერის და მრავალფეროვნების წარმოჩენა.
Carolina Herrera ამბობდა: “მოდა ევოლუციაა და არა რევოლუცია.” ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ახალი არომატის ხასიათს და მნიშვნელობას. პარფიუმერი Very Good Girl-ის არომატს ახასიათებს როგორც სუნთქვის შემკვრელი და მხიარული, რომელიც ძლიერი ქალის მრავალმხრივ ცხოვრებას გამოხატავს. უშიშარი და გრაციოზული სურნელის და დიზაინის კომბინაცია კი ის იარაღია, რომელიც ყველა ქალბატონის ჩანთაში უნდა იყოს.