ვაკის საცურაო აუზის  პირველი ჩემპიონატი ცურვაში

19 ნოემბერს ვაკის საცურაო აუზზე პირველად, კლუბის წევრებისთვის  ცურვის შიდა ჩემპიონატი გაიმართა.  სპორტულმა კომპლექსმა ახალ ტრადიციას წელს ჩაუყარა საფუძველი და ტურნირის ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება.   

სპორტული შეჯიბრება კლუბის წევრებს შორის: ცურვის 2 სახეობაში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში,  მოყვარულებსა და პროფესიონალ მოცურავეებს შორის გაიმართა.

ჩემპიონატში 115-მა კლუბის წევრმა მიიღო მონაწილეობა და შეჯიბრის შედეგად, 48 საპრიზო ადგილი გამოვლინდა. გამარჯვებულებს  50-მდე კომპანიისგან 200-ზე მეტი სოლიდური პრიზი ერგო.  ვაკის საცურაო აუზმა თავის მხრივ, სიურპრიზი მოუმზადა ღონისძიებაზე მყოფებს და საკუთარი აბონემენტები გაათამაშა. 5 გამარჯვებული მომენტალურად გახდა ვაკის აუზის კლუბის წევრი  და ამ სტატუსის ყველა ბენეფიტითა და პრივილეგიით ისარგებლებენ.

ვაკის საცურაო აუზზე ცურვის შიდა ჩემპიონატი ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიალით დასრულდა.

ღონისძიებას გულშემატკივრები, ვაკის საცურაო აუზის კლუბის წევრები, ბრენდ ამბასადორები და ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

სპორტული კომპლექსი ახლა უკვე შავ პარასკევს,  22-დან 26 ნოემბრის ჩათვლით 25%-იან ფასდაკლებას აწესებს ნებისმიერ მომსახურებაზე. ფასდაკლება ვრცელდება ვაკის საცურაო აუზის სივრცეში მდებარე კაფე რეფრეშშიც, რომელიც საკუთარ სტუმრებს დათვლილი კალორაჟით შედგენილი ჯანსაღი და დაბალანსებული კერძებით უმასპინძლდება.

სპორტული ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის, ვაკის საცურაო აუზი ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია: ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი, ულტრათანამედროვე ფიტნეს დარბაზი, მასაჟების მრავალფეროვანი პროცედურები, ჯგუფური ვარჯიშების ნაირსახეობა, ფინური და ორთქლის საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, ღია ვერანდა და ჯანსაღი კაფე რეფრეში.

ვაკის საცურაო აუზი ყველა მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უერთდება და საკუთარ სივრცეშიც სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას ემსახურება.

უკვე მრავალი წელია, ვაკის საცურაო აუზის  სივრცეში,  ტრადიციულად, მიმდინარეობს ჩოგბურთის ჩემპიონატი, რომელსაც სპორტული კომპლექსის კლუბის წევრები ყოველი წლის დასაწყისში მოუთმენლად ელიან.

 „ინვესტირება ჯანმრთელობაში“ – ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებას – ჩვენ ვქმნით სივრცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ასევე წაიკითხეთ