ვაკის საცურაო აუზი

ინვესტირება ჯანმრთელობაში“ – ვაკის საცურაო აუზის სლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებასშექმნას სივრცე ჩვენი  ჯანმრთელობისთვის.

 ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის, ოლიმპიური სტანდარტების ვაკის საცურაო აუზი,  ყველაზე სასურველი ადგილია.  ამ სივრცეში გაერთიანებულია – საცურაო აუზი, ფიტნესის დარბაზი, სველი და მშრალი საუნები, ჯაკუზი,სპა . შეგიძლიათ დაკავდთ ისეთი აქტივობებით, როგორიცაა:  მაგიდის ჩოგბურთი, დაივინგი, აერობიკა, აკვა აერობიკა, პილატესი, Body Slim, SLT, კრივი,  მასაჟი. განტვირთვისთვის, აქვეა ტერასა და კაფე, რომლის მენიუ შედგენილია  დაბალანსებული, ჯანსაღი კვების გათვალისწინებით.

დილის 07:00 -დან – საღამოს 22:00 საათამდე, ეს სივრცე და მისი მაღალკვალიფიციური პერსონალი ზრუნავს ყველა ვიზიტორის უსაფრთხოებაზე, ქმნის მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს მათთვის, ვისთვისაც საკუთარ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა პრიორიტეტია.

ახალ სეზონს  ვაკის აუზი   განახლებული და უფრო კომფორტული სივრცეებით შეხვდა.  თუკი  თავად არ გინახავთ ეს ყველაფერი, ჯერ „სითის“ ფურცლებიდან შეიტყვეთ და მერე, თავად მიხვდებით თუ რატომ უნდა აირჩიოთ თქვენი უკეთესი ჯანმრთელობისთვის, სწორედ ვაკის აუზი. 

სპორტი აუზი

სიახლეები

ვაკის საცურაო აუზი კლუბის წევრებს მუდმივად უსაფრთხო და კომფორტულ პირობებს უქმნის. ივლისის დასასრულს, სპორტული კომპლექსის მნიშვნელოვანი განახლება დაიგეგმა. ერთთვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, „ვაკის საცურაო აუზი“ ახალ სეზონს სრულიად განახლებული და კეთილმოწყობილი შეხვდა.

განახლებები შეეხო სპორტული კომპლექსის ყველა სივრცეს:

·         სრულიად შეიცვალა გასახდელი და საშხაპე ოთახების იერსახე,  ინფრასტრუქტურა.  მოწესრიგების პროცესი უფრო კომფორტული გახდა.

·         შეიცვალა აუზის დეტალები, განახლდა წყლის ფილტრაციის სისტემა და „ევრო 7“ სტანდარტის მქონე ოლიმპიური აუზი კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა ვიზიტორებისთვის.

·         განახლდა ფიტნესის  დარბაზის როგორც ინტერიერი, ისე  სპორტული დანადგარები. სივრცე სრულად აღიჭურვა Technogym-ის ბრენდის უმაღლესი კლასის Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით, რომელიც საქართველოში მხოლოდ ვაკის საცურაო აუზზეა წარმოდგენილი.

დაარსებიდან დღემდე, ვაკის საცურაო აუზი მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის სივრცეს და მომსახურებას  სთავაზობს.

აუზი

ვაკის საცურაო აუზი ოლიმპიური სტანდარტის შესაბამისია. 50 მეტრი სიგრძისა და 22 მეტრი სიგანის აუზი, სიდიდით პირველია საქართველოში. პირველ ადგილს იკავებს მისი მაქსიმალური სიღრმეც, რომელიც 7 მეტრს შეადგენს.

ამ უკანასკნელი მაჩვენებლის გამო, საქართველოში ეს ერთადერთი აუზია, სადაც პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად, დაივინგს შეისწავლით და საერთაშორისო სერტიფიკატის აღებასაც შეძლებთ.

ვაკის საცურაო აუზი, ასევე, მასპინძლობს საქართველოს ნაკრებს წყალში ხტომაში. ეს ერთადერთი დახურული ტიპის აუზია, სადაც წყალში მხტომელები პროფესიონალურ წვრთნას გადიან მთელი წლის განმავლობაში.

ვაკის საცურაო აუზზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის სისუფთავეს. განსხვავებით საქართველოში არსებული სხვა აუზებისგან, წყალი აქ „ევრო 7“ სტანდარტის შესაბამისად, ულტრაიისფერი სხივებით სუფთავდება,  ქლორის მინიმალური შემცველობით. წყლის გასუფთავების ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კანის ჯანმრთელობას და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.

ფიტნესის  დარბაზი

ვაკის საცურაო აუზის ფიტნესის დარბაზი  ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სრულად აღჭურვილია Technogym-ის უმაღლესი კლასის, Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით. ეს არის 2022 წლის ინოვაციური, ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.

Artis-ის ხაზი კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების უმაღლესი საფეხურია. მეტი კომფორტის შესაქმნელად, ვაკის აუზის ფიტნეს დარბაზიც სწორედ ამ ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი – ერთ სივრცეში ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებას შეძლებთ, მეორე სივრცე კი, სრულად ეთმობა კარდიო ვარჯიშებს.

Artis-ის ხაზის ტრენაჟორები დატვირთვას მთელ სხეულზე ანაწილებს და არ ახდენს მის ლოკალიზებას ერთ კონკრეტულ წერტილში, რის გამოც, ვარჯიშის დროს დაცული ხართ სპორტული ტრავმების მიღებისგან.

ეს ტრენაჟორები უზრუნველყოფილია  ულტრათანამედროვე სისტემით, რომელიც აგროვებს თითოეული მომხმარებლის მონაცემს და ქმნის საკუთარ  გამოცდილებაზე დაფუძნებულ პერსონალურ სავარჯიშო პროგრამას, რომელიც უნიკალურია და არ განმეორდება.

გამოყენების სიმარტივე და უსაფრთხოება – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც გამოარჩევს  Technogym-ის Artis-ის ხაზის ტრენაჟორებს სხვა დანარჩენისგან. ეს თვისებები საშუალებას იძლევა, რომ ტექნიკა გამოყენებული იქნას ფიზიკური რეაბილიტაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურებებისთვის.

Artis-ის ხაზის მოწყობილობები აღჭურვილია ისეთი  ინოვაციური და ულტრათანამედროვე ფუნქციებითა და დამატებებით, როგორიცაა: Full HD ეკრანები, მობილურის უსადენო დამტენი, Android-ის  სისტემური უზრუნველყოფა, YouTube, Netflix, Spotify და სხვა აპლიკაციებთან წვდომა.

ეს ტრენაჟორები დიზაინითაც გამორჩეულია. თანამედროვე ფორმები და 2 ფერის კომბინაცია ისეა შეხამებული, რომ ნებისმიერ ჩაცმულობას  მოუხდება.

Tachnogym-ი მუდმივად ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს, რომლის მიხედვითაც Artis-ის ხაზის უსაფრთხოება, ხარისხი და დიზაინი პრემიუმ სტანდარტის შესაბამისია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,Technogym-ის Artis-ის ხაზის ტრენაჟორები საქართველოში მხოლოდ ვაკის საცურაო აუზის ფიტნესის  დარბაზშია წარმოდგენილი.

ასევე წაიკითხეთ