Unfound Door Gastro Bar 

Hidden gem in Tbilisi

თბილისში, ალბათ, ყველას გვაქვს ერთი ადგილი მაინც, სადაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ განწყობაზე გვიყვარს მისვლა. არც ისე დიდი ხნის წინ, ჩემთვის ასეთი ადგილების სიას Unfound Door Gastro Bar დაემატა. 

მოგზაურობა კარის შეღებიდანვე იწყება. გამორჩეული ინტერიერი, მეგობრული გარემო, გემოვნებიანი მუსიკა, უგემრიელესი სასმელი და კერძები – სწორედ ეს კომპონენტები ხდის აქაურობას განსაკუთრებულს. აქ თითოეული დეტალით ხვდები, რომ ამ სივრცის შექმნაში დიდი შრომა და სიყვარულია ჩადებული. დანარჩენზე კი, ამ არაჩვეულებრივი სივრცის დამფუძნებელი, მიკა მირზიაშვილი უკეთ მოგვიყვება. 

Gastro Bar

ვიდრე უშუალოდ გასტრობარის შესახებ ვისაუბრებთ, მოკლედ მოვყვეთ მთავარი ინფორმაცია სასტუმროს შესახებ…

პროექტი Unfound Door ქალაქის შუაგულში, ისტორიულ შენობაშია განთავსებული და თავისი არქიტექტურითა და ინტერიერით თავადაც ბევრს ყვება ქალაქის შესახებ.

თბილისური სადარბაზოების ისტორია ქალაქის კულტურის განუყოფელი ნაწილია და შეიძლება ყველაზე უკეთ გადმოგვცემს XIX-XX საუკუნის თბილისის საზოგადოების ევროპული ცხოვრების წესს.

Unfound Door -ის კონცეფცია ვიზიტორს სთავაზობს აღმოუჩენელის აღმოჩენას და მე-19 საუკუნის თბილისის გარემოში შებიჯებას, კომფორტის თანამედროვე ელემენტებთან ერთად. კარი, რომლის შეღებაც სხვა კარების მიღმა არსებულ გამოცდილებებს არ ჰგავს. Unfound Door, როგორც აღმოუჩენელი კარის კონცეფცია, სადაც ადამიანს განსაკუთრებული, უცხო გამოცდილება დახვდება. მეტაფორების გარეშეც, სასტუმროს ყველა ოთახი სამყაროს შექმნის სხვადასხვა დღეს გამოხატავს, რაც მთლიან ატმოსფეროს ქმნის.

ჩალათაშვილი Unfound Door Gastro Bar

ვისაუბროთ გასტრობარის შესახებ. როგორ შეიქმნა სივრცე, სადაც მართლაც განსაკუთრებული გარემოა.

ჩვენი ხედვაა, ისტორიული ღირებულების, პირადი მიდგომების, მისწრაფებების და იდეების გაერთიანებით შევქმნათ გამოცდილება, რომელიც არ იქნება ზედაპირული და ჩვენი სტუმრებისთვის საინტერესო, შემეცნებითი, ნოსტალგიური, მაგრამ სასიამოვნო განწყობის წინაპირობა გახდება.

შენობის პირველ სართულზე, სადაც ამჟამად Unfound Door Gastro Bar-ის სივრცე დაგხვდებათ, XIX საუკუნეში იმართებოდა სალონური თავყრილობა/შეკრება.

გვსურდა შეგვექმნა სივრცე, რომელთან ყოველი შეხება ვიზიტორებისთვის იქნებოდა ახალი გამოცდილება, დადებითი ემოციებით დამუხტვის საშუალება და ამის ერთმანეთთან გაზიარების შესაძლებლობა. 

Unfound Door Gastro Bar-ის სივრცე აერთიანებს სამყაროს შექმნის შვიდი დღის კონცეფციას.

ჩლათაშვილი ლუიზა

გარემოსთან ერთად, რასაკვირველია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კერძებსა და კოქტეილებს, რომელსაც გასტრობარში ამზადებენ…

არსებული სივრციდან და ატმოსფეროდან გამომდინარე, ვცდილობთ გამორჩეული საავტორო კერძები და სასმელები შევქმნათ, რომლებიც თანხვედრაში იქნება გარემოსათან. კონცეფციას წარმოადგენს კრეატივზე, ორიგინალურობაზე, ჯანსაღ პროდუქტსა და ხარისხიან სასმელებზე დაფუძნებული კერძები და კოქტეილები. მიზანი არის ახალი გამოცდილების შეძენა გასტრო მიმართულებითაც.

ლუიზა ჩალათაშვილი

გუნდი, რომელიც ქმნის ამ არაჩვეულებრივ სივრცეს…

ჩვენი გუნდი აქაურობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ეს არის ამ ადგილის მთავარი საიდუმლო. Unfound Door Gastro Bar-ში ყველაფერს ქმნიან ადამიანები და ქმნიან ადამიანებისთვის. ჩვენს სტაფთან ურთიერთობა სტუმრის გამოცდილების ნაწილია. ასევეა გადაწყვეტილებების მიღების პროცესიც – იქნება ეს სამზარეულო თუ სივრცის დიზაინი, ყოველი მიმართულებით იდეაზე პროფესიონალები მუშაობენ. შემდგომ, ამ იდეას ერთობლივად განვიხილავთ. საბოლოო გადაწყვეტილებამდე, იდეებს ვუზიარებთ ჩვენს ხშირ სტუმრებსა და თანამოაზრეებსაც. ჩვენი ბარის განვითარება მართლაც ჩვენი დიდი გუნდის, ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების ერთობლივი მუშაობის და ფიქრის პროცესია.

საღამოები/ღონისძიებები, რომლებიც გასტრობარში იმართება...

Unfound Door Gastro Bar

საწყის ეტაპზე, შეიქმნა ექსპერიმენტული ღონისძიებების სერია, სადაც ელექტრონული მუსიკის თანხლებით იმართებოდა კოსტიუმირებული წვეულებები სამყაროს შექმნის 7 დღის თემატიკაზე, რაზეც დიდი გუნდი ერთიანად მუშაობდა, დაწყებული კოსტიუმების დიზაინის შექმნით, დამთავრებული დეკორაციებითა და ინსტალაციებით. სამომავლოდ, Unfound Door-ში ბევრი საინტერესო საღამო იგეგმება.

დაბოლოს, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე…

იმის გათვალისწინებით, რომ გასტრობარი ჩვენი მრავალი სტუმრისთვის უკვე საყვარელი ადგილია, გვსურს, რომ მხოლოდ ერთ ლოკაციაზე არ დავრჩეთ. ასე რომ, იმედი გვაქვს, მალე ქალაქის სხვა წერტილშიც იხილავთ ახალ გასტრობარს, ისევ გამორჩეული ატმოსფეროსა და სამზარეულოს ნაზავით.

ავტორი: ანა არაბიძე

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

ასევე წაიკითხეთ