Twinset Tbilisi – ახალი კოლექცია ჩვენს სითი-ქალაქებში

საგაზაფხულო განწყობას თავის განსაკუთრებულ ხასიათს და ელფერს აძლევს TWINSET-ის ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელსაც საქართველოში ორი ულამაზესი გოგო, თაკო ჩხეიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი, წარმოგვიდგენენ.

ცნობილი იტალიური ბრენდის, Twinset-ის, ფილოსოფია ქალის ყოველდღიურ სილამაზესა და ფერადოვნებაშია. თანამედროვე გოგო დილით სახლიდან გამოსვლისასაც მომხიბვლელია, სამსახურშიც და საღამოს განსაკუთრებულ წვეულებაზეც.

ახალ კოლექციაში განსაკუთრებით მოგვწონს მონოქრომული, თეთრი და შავი, სამოსები. საოცრად ელეგანტური, ქალური და მეორეს მხრივ, თავისუფალი და კომფორტული.

თანამედროვე ბოჰემა-ასე წარადგენს შავი ფერის ულამაზეს კაბებს თავად ბრენდი და ამ კაბაში თაკო ჩხეიძე მართლაც თანამედროვეობის ბოჰემას ჰგავს;

ნაქსოვი სამოსი Twinset-ის ცნობილი აქცენტია და ის ახალ კოლექციაშიც გვხვდება. გაზაფხულის და ზაფხულის გრილ დღეებს უხდება ის ძალიან. ახალ კოლექციაში ბრენდმა კლასიკური ტრენჩის ახალი ვერსია წარმოგვიდგინა, ის კიდევ უფრო ქალური გახდა , მასზე დატანებული ლამაზი ელემენტებით.

ნაქსოვ ხაზს ავსებს ლამაზი, ფერადი, ნაქსოვი ჩანთები – ნებისმიერ იერს რომ დასამახსოვრებელ აქცენტს მისცემს. განსაკუუთრებულ ყუურადღებას იქცევს ტყავის პატარა ზომის ჩანთები – ატარეთ ის მკლავზე გადაკიდებულად ან ხელში, ის შექმნილია თქვენი ყოველდღიურობისა და განსაკუთრებული საღამოებისთვის. 

ეს უნივერსალურობა გამოარჩევს Twinset-ს – სამოსი  და აქსესუარი ნებისმიერ დროს და ადგილს შეიძლება მოარგოთ და სწორედ ამის გამო უყვართ ის მსოფლიოში დიდ და პატარა გოგოებს.

ბრენდის ახალი კოლექციის სახე სიენა მილერია, გოგო, რომელიც ყოველდღიური სილამაზის სიმბოლოა მთელ მსოფლიოში. 

თვინსეტის გოგოსთვის ყოველი დღე განსაკუთრებულია და ის ყოველთვის მშვენიერია. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან  საქართველოში Twinset 2024 -ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარმდგენი ჩვენი გოგოები, თაკო და ჯანეტი;

Twinset-ის ახალი კოლექციის ნახვა  და შეძენა შესაძლებელია” თბილისში, მისამართზე: ი. ჭავჭავაძის გამზირი N 50 და ბათუმში, რუსთაველის გამზირი N 40.

ასევე წაიკითხეთ