ცნობილი ქართველები უკრაინისთვის

რუსკა მაყაშვილი, ილო ბეროშვილი, ლელა წურწუმია და სხვა არაერთი ვარსკვლავი უკრაინელების დასახმარებლად CelebGreetings-ზე გაერთიანდნენ.

CelebGreetings საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ქართველი ვარსკვლავებისგან დაბადების დღის მისალოცი ვიდეო-ბარათი სიმბოლური თანხის სანაცვლოდ მიიღოთ, დაუტოვოთ საყვარელ ადამიანს განსაკუთრებული მოგონება და ამავდროულად გახდეთ ქველმოქმედების ნაწილი. გადახდილი თანხა ნინო ქათამაძის ფონდში ირიცხება, რომელიც ომის პერიოდში საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს ეხმარება.

იდეის ავტორი მამუკა ბეგაშვილი (პეკე) გახლავთ. ის უკრაინას ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ეხმარებოდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, რომელიც საზოგადოებას საშუალებას მისცემდა, გაეხარებინათ საყვარელი ადამიანები და ამავდროულად დახმარებოდნენ დაზარალებულებს.

ამ ეტაპზე, ვებ გვერდზე 80-მდე ქართველ ვარსკვლავს შეხვდებით სხვადასხვა სფეროდან, რომლებიც მზად არიან თავიანთ გულშემატკივრებს გაულამაზონ დღე. CelebGreetings-ის გუნდის წევრის – ნინა სუბლატის თქმით, სამომავლოდ რაც შეიძლება მეტი ცნობადი სახის შემოერთებაა გეგმაში, განსაკუთრებით კი უკრაინიდან.

CelebGreetings  ეხმარება ადამიანებს დაუახლოვდნენ საყვარელ ცნობად სახეებს, ამასთან ერთად კი აერთიანებს საზოგადოებას საერთო კეთილი საქმისთვის, რომელიც გადამდებია.

CelebGreetings – მომავლის ნათელი მხარე.

ასევე წაიკითხეთ