ახალი კონცეფცია, რომელიც ყველა ქალბატონს შთააგონებს საკუთარი შინაგანი სამყარო, სილამაზე და სტილი თამამად და ლაღად გამოხატოს.
ჩვენ, ქალებს, ხშირად გვასწავლიან, რომ სილამაზე, სინაზე და სიმშვიდეა ჩვენი მთავარი ხიბლი. რეალურად კი, ჩვენი სილამაზე ბევრად მეტი – სიძლიერე, გამბედაობა, საკუთარი თავის პოვნა და მისი თამამად გამოხატვაა. “ტრესორის” თითოეული სამკაული არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ ისტორიაა – შენი ისტორია. ის, რაც შენ გაბედე, ის, რასაც შენ ეძებ, ის, რაც გაბრწყინებს.


ისევე როგორც დრო, ქალიც არასდროს ჩერდება, მუდმივ მოძრაობაშია – იცვლება, იზრდება, ეძებს და პოულობს. “ტრესორის” ახალი კონცეფცია სწორედ ამ იდეას ეხმიანება: დედამიწა შენ ირგვლივ ტრიალებს, რადგან შენ ამ სამყაროს ცენტრი ხარ.

დეტალები, რომლებიც შენზე ლაპარაკობენ
ყველა ქალი განსხვავებულია. ზოგს მკვეთრი ფორმები უყვარს, ზოგს ნაზი დეტალები. ვიღაცისთვის სამკაული მეტყველი დეტალია, ვიღაცისთვის კი – ჩუმი სიმბოლო. “ტრესორის” განახლებული კონცეფცია ამ მრავალფეროვნებას ეხმიანება. აქ იპოვი იმას, რაც შენს ინდივიდუალურობას გამოხატავს, რაც შენს შინაგან სამყაროსთან ახლოსაა.
„ტრესორის განახლებული კონცეფცია – დედამიწა შენ ირგვლივ ტრიალებს – სრულად ეფუძნება ადამიანის ინდივიდუალიზმზე ხაზგასმას. ჩვენი განახლებული კონცეფცია ყველა ქალბატონს აძლევს შესაძლებლობას საკუთარი პერსონა და სტილი მაქსიმალურად თამამად და ლაღად გამოხატოს. ჩვენი ბრენდი მიისწრაფვის იმისკენ, რომ თითოეულმა ქალმა იგრძნოს თავი ცენტრალურ ფიგურად ამ სამყაროში. „ცენტრში ყოფნა“ ნიშნავს არა მხოლოდ ვიზუალურ გამოხატულებას, არამედ იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გამოხატვას, რომლებიც თითოეული ადამიანის პიროვნებაში არის ჩამალული და მას უნიკალურს ხდის.
„ტრესორის“ მიზანი არა მხოლოდ სამკაულების ბრენდის შექმნა, არამედ სამკაულში გამოხატული განსაკუთრებული შინაარსის გამომჟღავნებაა.”
ნინო მალაყმაძე და მაგდა მთვარელიშვილი, “ტრესორის” დამფუძნებლები
დღეს ბრენდს 7 ფილიალი აქვს – 6 თბილისში და 1 ბათუმში, სადაც შეგიძლია აღმოაჩინო ვერცხლის, უჟანგავი ფოლადის და მარგალიტის უნიკალური კოლექციები.„ტრესორის“ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი მდინარის ბუნებრივ მარგალიტს უკავია. ეს მარგალიტი არასოდეს ჰგავს სხვას ისევე, როგორც ნებისმიერი ქალი. მარგალიტის თითოეულ ქვას თავისი ფორმა, სიხისტე და სინაზე აქვს, რომელიც დროისა და ბუნების ზემოქმედებით იხვეწება. ის გვახსენებს, რომ ქალების სილამაზეც მრავალშრიანია – ხან ნაზია, ხან – ძლიერი, მაგრამ ყოველთვის უნიკალური. “ტრესორის” კოლექციებში მარგალიტი ვერცხლთან და ბიჟუტერიასთან ერთადაა წარმოდგენილი იმისათვის, რომ ყველა ქალმა იპოვოს ის დეტალი და სტილი, რომელიც მის ხასიათს საუკეთესოდ გამოხატავს. “ტრესორის” სამკაულები ხომ ქალების ისტორიას ჰყვებიან.

სილამაზე, რომელსაც დრო ვერ ცვლის
განახლებული ბრენდის ვიდეორგოლში ვხედავთ გოგონებს, რომელთა ენერგია და ცნობისმოყვარეობა სამყაროს იკვლევს. ასევე, მშვენიერ ქალბატონებს, რომელთა თვალებიდან დროის მიერ დატოვებული სილამაზის ისტორიებს ვკითხულობთ. ისინი სხვადასხვა ეპოქის, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და თავგადასავლების მატარებლები არიან და ყველა ერთად, “ტრესორის” სამკაულებით, ყურადღების ცენტრში ექცევა.

ყველა ქალი უნიკალურია. ყველა თავის გზას გადის, ყველა თავის სილამაზეს პოულობს და “ტრესორი” ამ გზაზე ყოველთვის მათთან ერთადაა.

ქალი მარგალიტის გამორჩეული სამკაულით, ოქროს ელემენტებით. მისი ძალა, თავდაჯერებულობა, სიმტკიცე – სილამაზის სინონიმებია.

დახვეწილი სამკაული ჰყვება შენს ბიოგრაფიას, იმახსოვრებს დაუვიწყარ მომენტებს და ქმნის ისტორიას.

ხშირად, ქალის დახვეწილობა და სილამაზე ოქროსფერი და ვერცხლისფერია..

ელეგანტურობა, მუდმივი კლასიკაა..

უნიკალური სამკაული, რომელიც მხოლოდ შენთვის ცოცხლდება
“ახალი კონცეფციის გაცნობის მიზნით ჩაეშვა კამპანია, რომელიც ჰყვება თითოეული ქალბატონის მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის შესახებ. თითოეულ ქალს შეუძლია გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა პროფესიით, სტილით და მათ შორის, სამკაულითაც. ჩვენს კამპანიაში მონაწილე 5 გამორჩეული, სხვადასხვა ასაკის, სტილისა და პროფესიის მქონე ქალბატონის მაგალითზე, ვეცადეთ გადმოგვეცა კონცეფციის ხასიათი. ჩვენთვის მრავალფეროვნება ნიშნავს ყველაფერს – გემოვნების, ასაკის, სტილისა და სურვილების გამოხატვას. ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია ყველანაირი ასაკის, ცხოვრების თუ ჩაცმის სტილის მქონე ქალბატონისთვის.”
ნინო მალაყმაძე და მაგდა მთვარელიშვილი, “ტრესორის” დამფუძნებლები.

8 მარტი – ეს დღე შენ გეძღვნება – შენი ძალისთვის, შენი ხმისთვის, შენი განსაკუთრებულობისთვის.
მარტი ხომ ქალების თვეა.
“რა თქმა უნდა, ქალთა დღესასწაულები სიურპრიზების და სიახლეების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენს მომხმარებლებს, უკლებლივ ყველა ფილიალში, დახვდება განსაკუთრებული შეთავაზებები. ამასთან ერთად, განვაახლეთ კოლექცია, სადაც სადღესასწაულო მოდელების უსასრულო ასორტიმენტია წარმოდგენილი.”
ნინო მალაყმაძე და მაგდა მთვარელიშვილი, „ტრესორის“ დამფუძნებლები.
“ტრესორისთვის”, როგორც ბრენდისთვის, ეს არ არის მხოლოდ ახალი კონცეფცია. ეს არის მოწოდება ქალებისათვის: იყვნენ ძლიერები, თავისუფლები და ისეთები, როგორიც მათ სურთ. ქალის სილამაზე მათ ინდივიდუალიზმში და შინაგან სამყაროშია.

დედამიწა შენ ირგვლივ ტრიალებს – მიეცი საკუთარ თავს უფლება, რომ იგრძნო ეს, “ტრესორთან” ერთად.
„ტრესორი“ ის ადგილია, სადაც ყველა ქალი, მიუხედავად თავისი ტრადიციული თუ თანამედროვე პრეფერენციებისა, იპოვის სამკაულს, რაც თვითგამოხატვაში დაეხმარება. ჩვენ ვაერთიანებთ განსხვავებულ გემოვნებას და იმ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ საკუთარ თავთან და გარემოსთან კონტაქტში ყოფნა.
ტრესორი ამშვენებს ყველა ქალბატონს, ნებისმიერი სტილის მქონეს, ყველანაირ სიტუაციაში.”
ნინო მალაყმაძე და მაგდა მთვარელიშვილი, “ტრესორის” დამფუძნებლები.
უკვე 5 წელია, „ტრესორი“ ქმნის უნიკალურ კოლექციებს, სადაც სილამაზე, ინდივიდუალიზმი და დახვეწილობა თანაბრად ბრწყინავს. ახლა კი, განახლებული კონცეფციითა და ახალი ხედვით, ბრენდი აგრძელებს ამ გზას ქალებისთვის, რომლებიც ირჩევენ საკუთარ უნიკალურობას, თავიანთ სილამაზეს და იმ ძალას, რაც მათ შიგნიდან ანათებს.
ავტორი: ელენე ბარამიძე
ფოტო: Raw Production