რეალობად ქცეული ოცნება

ისტორია, რომელიც უნდა მოგიყვეთ, ვფიქრობ, განსაკუთრებულია. ცოტათი ფილმის სიუჟეტსაც კი ჰგავს. სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებულ სტუდენტებს ერთმანეთი უყვარდებათ, ერთად სახავენ დიდ მიზნებს. წლების შემდეგ კი, ყველა ჩანაფიქრი რეალობად იქცევა. დღეს ამ წყვილს და მათ წარმატებულ საქმიანობას უკვე ბევრი იცნობს. სახელი – “გალაქტიონ მახვილაძის კლინიკა”, ბევრისთვის ხარისხსა და ინოვაციასთან ასოცირდება.

თამუნა ორჯონიკიძე

“გალაქტიონ მახვილაძის კლინიკის” კლინიკური ხელმძღვანელი

სამედიცინო სფეროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი სკოლაში სწავლის ბოლო წლებში გამიჩნდა. სკოლის დამთავრებისას უკვე მკაფიოდ მქონდა გადაწყვეტილი, რომ სტომატოლოგია იყო ის დარგი, რომელიც გამორჩეულად მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ქვეყანაში საკმაოდ რთული დრო იყო, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მაინც კარგად მახსენდება. აქ გავიცანი ჩემი მეუღლეც, გალაქტიონ მახვილაძე. უნივერსიტეტის ბოლო კურსზე გადავწყვიტეთ დაოჯახება. ჩვენი პროფესიული განვითარებაც ერთად დაიწყო და დღემდე ასე გრძელდება. უკვე 25 წელია ერთად ვართ.

თამუნა ორჯონიკიძე

სამედიცინო სფერო და განსაკუთრებით, სტომატოლოგიური მიმართულება იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მუდმივად გიწევს გაეცნო სიახლეებს, უნდა იფიქრო განვითარებაზე. ამიტომ, ორივე სულ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო კონფერენციაში, კონგრესში, სემინარსა და ვებინარში მივიღოთ მონაწილეობა. ერთ-ერთი მსგავსი ვიზიტით, 2010 წელს გავემგზავრეთ იტალიაში, სადაც გავიარეთ სასწავლო პროგრამა სტომატოლოგიაში დიოდური ლაზერის გამოყენების შესახებ. სწავლებას იტალიელი ექიმის კლინიკაში გავდიოდით. იმდენად მოგვეწონა ამ კლინიკის კონცეფცია, რომ გაგვიჩნდა სურვილი ჩვენ თავად გაგვეხსნა კლინიკა.

რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე. პირველ რიგში, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა შენი გუნდისა და თითოეული პაციენტის მიმართ. მოსამზადებელი პერიოდი წარმატებით გავიარეთ და 2014 წელს, ს. ცინცაძის 73 ნომერში გაიხსნა “გალაქტიონ მახვილაძის კლინიკა”. წელს 7 წლის იუბილე ვიზეიმეთ. დავიწყეთ სამმა და დღეს უკვე ჩვენს გუნდში ოცი ადამიანია. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკას გამოარჩევს ექიმების მაღალკვალიფიციურობა და მუშაობის გუნდური სტილი.

თამუნა ორჯონიკიძე ექიმი

ჩვენი კლინიკა პაციენტებს დღეისათვის სტომატოლოგიაში არსებულ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მთელ სპექტრს სთავაზობს. კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფიიდან დაწყებული, კბილების მიკროსკოპის ქვეშ მკურნალობით დამთავრებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გნათოლოგიური მკურნალობა, რისთვისაც კლინიკაში კეთდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ფუნქციური ანალიზი და დიაგნოსტიკა კვლევის უნიკალური, “ზებრის” მეთოდით. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის პრობლემის სრულყოფილი დიაგნოსტიკისა და კვალიფიციურად მოგვარებისათვის.

დღესდღეობით, ციფრული სტომატოლოგია ძალიან აქტუალურია. იმისთვის, რომ საერთაშორისო ინოვაციებს არ ჩამორჩე, კლინიკისთვის მნიშვნელოვანია ტექნიკური ბაზაც. ამ მიმართულებითაც ბევრს ვმუშაობთ. ვცდილობთ დავნერგოთ მკურნალობის ყველა ინოვაციური და ეფექტური მეთოდი. არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტთან კომუნიკაცია. აუცილებელია, რომ პაციენტმა მკურნალობის ყველა ეტაპზე, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღოს. კლინიკაში ისეთი გარემო უნდა დახვდეს, რომ მშვიდად იგრძნოს თავი, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი სტრესთან ასოცირდება. სწორედ ამ კომუნიკაციისა და პროფესიონალიზმის წყალობით დგება სასურველი შედეგი.

ორჯონიკიძე ექიმი

პანდემიის პირობებში ახალ რეგულაციებთან შეგუება ჩვენთვის დიდი სირთულე არ ყოფილა, რადგან ამ რეალობამდეც უსაფრთხოების პრაქტიკულად იგივე საშუალებებს ვიყენებდით. თუმცა ჩვენც, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროს წარმომადგენლებს, ახალ რეალობაში სრულიად სხვა რეჟიმით გვიწევს მუშაობა. ჩვენი ყველა თანამშრომელი ვაქცინირებულია. განსაკუთრებული ყურადღებით ვიცავთ ყველა რეგულაციას და ვუფრთხილდებით ჩვენი თანამშრომლებისა და პაციენტების ჯანმრთელობას. ჩვენი გუნდისთვის მთავარი სწორედ ესაა – პაციენტების ნდობა და ჯანმრთელობა.

ფოტო: ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინი საღრიშილი

გადაღების ადგილი: Folk Boutique Hotel

ასევე წაიკითხეთ