აჩიკო ნიჟარაძე

მომღერალი

ზაფხული მაინც, ყველას სჯობს.

ზაფხული ოჯახურად, ჩვენს საყვარელ, სამტრედიის სოფელ ნინუაკუთხეში გავატარეთ. შემდეგ ზღვაზე, აჭარაში. ეს ზაფხული ძალიან დატვირთული იყო უამრავი კონცერტითა და სხვადასხვა ღონისძიებით. პანდემიის შემდეგ, ძალიან სასიამოვნოა ასეთი დიდი დოზით შეხვედრა მსმენელთან.

რასთან ასოცირდება თქვენთვის ზაფხულის სეზონი – დასვენებასთან თუ გართობასთან?

ადრე, უფრო გართობასთან, ვიდრე დასვენებასთან. ყოველთვის ვირჩევდი ადგილს, სადაც ხალხმრავლობა და აქტიური დასვენება იყო შესაძლებელი. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მეტად მომწონს ოჯახთან ერთად მშვიდ და წყნარ გარემოში დასვენება.

Achiko Nizharadze

მომავალი ზაფხულის გეგმა თუ იცით?

ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, რთულია ასე ადრე გეგმების დაწყობა. თუმცა, ძალიან მინდა მომავალი წლის ზაფხული ოჯახთან ერთად, იტალიაში გავატარო.

ტექსტი: ქეთა მიქელაძე

ასევე წაიკითხეთ