სტუმრად კაპიტანთან

წელს, თბილისურმა შემოდგომამ განსაკუთრებით გაგვანებივრა მზიანი, თბილი  ამინდებით. ალბათ დამეთანხმებით, ასეთ პერიოდშიყველაზე მეტად, შაბათკვირას ქალაქგარეთ განტვირთვა და მეგობრული შეკრებები უხდება. ამ პროექტზე მუშაობისას, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, მერაბ შარიქაძეს სწორედ იმ დროს ვესტუმრეთ, როცა მეგობრული შეკრებისთვის ემზადებოდაჩვენს ფოტოობიექტივში არ მოხვდა საღამოს გაგრძელებამიზეზი მარტივიაპროექტის დაგეგმვისას  მერაბს დავპირდი, რომ მივიდოდით სტუმრად, სტუმრებამდე. დატვირთული სპორტული სეზონის შემდეგვისაუბრებდით მისი ცხოვრების შედარებით მშვიდ და თავისუფალ ეტაპზე. ფოტოსესიასა და ინტერვიუს ჩაწერას სტუმრების  მოსვლამდე მოვასწრებდით და მისთვის ასეთ მნიშვნელოვან, დასვენების  დროს არ წავართმევდით. როგორც კაპიტანი გვიყვება, მართალია ცოტახნით, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში განტვირთვისა და ძალების მოკრების პერიოდია. ასეთ დროს კი, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახსა და მეგობრებთან ერთად დროის გატარებაა. ჩვენი რუბრიკის წარმდგენინიკორაკი, მსგავს შეკრებებს განსაკუთრებით უხდება.

მერაბ შარიქაძე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი

მერაბ შარიქაძე

ჩემი ცხოვრება, ალბათ ისევე როგორც ნებისმიერი  სპორტსმენის, ყოველთვის სავსეა გამოწვევებით. ზოგადად, სპორტსმენის ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ სულ გამარჯვებული ვერ იქნები. მაშინ კი, როცა დამარცხებული ხარ, დგები ცხოვრებასა და კარიერაში მთავარი გამოწვევების წინაშე. ახლა ჩემს ცხოვრებაში ზუსტად ასეთი პერიოდია, ბევრი საინტერესო გამოწვევით. სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრებისთვის ყველაფერი ისე კარგად არ წავიდა, როგორც გვინდოდა. თუმცა, ზუსტად ასეთ დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ მოიქცევი. სულ მალე განახლდება ჩვენი თამაშები. ვიწყებთ ახალი შემართებით ვარჯიშს, მომზადებასა და  ჩვენი „იარების“ მოშუშებას.

მანამდე კი, შეიძლება ითქვას,შედარებით თავისუფალი,  დასვენების პერიოდი მაქვს. ასეთ დროს, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გარკვეულწილად, საჭიროც კია მეგობრებსა და ოჯახთან ერთად დიდი დროის გატარება. ერთგვარი რესტარტისთვის, რომ მერე, როდესაც დავუბრუნდები საქმეს, უფრო ეფექტურად და ხარისხიანად შევასრულო.

თავისუფალ დროს ჩემი პირველი, ყველაზე სანატრელი გართობა და აქტივობა საქართველოს მთიანი ადგილების მონახულება და მეგობრებთან ერთად ველურ პირობებში, მთებში ლაშქრობაა.  ჩემი რეჟიმისა და ასეთი ტურების მასშტაბებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი გასვლების დაგეგმვას ვერ ვახერხებ. თბილისში შეკრებები კი, რასაკვირველია, უფრო ხშირად გვაქვს. ვფიქრობ,  ყველაზე კარგი განტვირთვა სამეგობროსთან და ოჯახთან ერთად დროის გატარებაა.

Nikora Merab Sharikadze

დღევანდელ სამზადისს, ფაქტობრივად, თქვენი გუნდიც დაესწრო. მართალია კულინარია ჩემი ძლიერი მხარე არაა, თუმცა მსგავს დაფებს, ასეთი შეკრებების დროს, ხშირად ვაწყობთ ხოლმე. მიზეზი კი მარტივია –   სწრაფად, დიდი ძალისხმევის გარეშე კეთდება, მრავალფეროვანია, მისართმევადაც კომფორტულია და თან, აბსოლუტურად ყველა სეზონს უხდება. ამჯერადაც, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევებში, “ნიკორას” პროდუქცია გამოვიყენე. ზოგადად, უკვე წლებია, ამ ბრენდის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულია. ჩემზე უფროს თაობას ალბათ უკეთ ემახსოვრება „ნიკორას“ პირველი გამოჩენა ქართულ ბაზარზე. დასაფასებელია,  რომ ამდენი  წლის განმავლობაში ბრენდი არ კარგავს ხარისხს და მუდმივად ვითარდება.  როგორც  აღვნიშნე, პირადად ჩემთვის, უკვე  წლების განმავლობაში  „ნიკორა“ არაერთი მეგობრული შეკრების ნაწილია.  მსგავსი დღეები კი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გულწრფელად მგონია,  რომ ბედნიერებაა, როდესაც ირგვლივ გყავს ადამიანები, ვისთან ერთადაც შეგიძლია დრო სასიამოვნოდ გაატარო და ტკბილი მოგონებები დააგროვო.

Sharikadze Merab

ავტორი: ანა არაბიძე

ფოტო: ნათია ასანიძე / LIG Studio

ლოკაცია: Terrace Garden House

ასევე წაიკითხეთ