2025 წლის ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ანჯელინა ჯოლიმ მისი განსაკუთრებული სტილითა და პოზირებით კვლავ მსოფლიო გამოცემები დაიპყრო.
ფილმის Couture პრემიერაზე ვარსკვლავმა სტანდარტული საღამოს კაბის ნაცვლად, Gabriela Hearst-ის დღეს ასე აქტუალური ღვინისფერი ლაბადა, ჩაიცვა, სამკაულად Cartier აირჩია.

მისმა საკულტო პოზამ კი, ცხადია, ყველას 2012 წლის ოსკარები გაგვახსენა, პირველად ანჯელინას ასეთი დგომა სწორედ მაშინ Atelier Versace კაბაში ვნახეთ. მას მერე უამრავმა ვარსკვლავმა გაიმეორა ეს ულამაზესი და თამამი პოზა.

გავიდა 13 წელი და თითქოს არაფერი შეცვლილა. ის კვლავ მშვენიერი და შეუდარებელია, და, ცხადია, მისი ფეხიც.