სპორტული კომპლექსი „ვაკის საცურაო აუზი” –  „ინვესტირება ჯანმრთელობაში”

ინვესტირება ჯანმრთელობაში“ – „ვაკის საცურაო აუზისსლოგანია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს სპორტული კომპლექსის მთავარ დანიშნულებასჩვენ ვქმნით სივრცეს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ნებისმიერი ადამიანისთვის ოლიმპიური სტანდარტების, „ვაკის საცურაო აუზი“ ყველაზე სასურველი ადგილია, რადგან ამ სივრცეში გაერთიანებულია – საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთი, დაივინგი, აკვა აერობიკა, მიქს აერობიკა, პილატესი, ბოდი სლიმი,  კრივი, სველი და მშრალი საუნები, ცხელი და ცივი ჯაკუზები, მასაჟის პროცედურები, ღია ტერასა და კაფე, რომლის მენიუ დაკომპლექტებულია დაბალანსებული, ჯანსაღი კერძებით. ახალი სეზონიდან სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აკვა აერობიკისა და პილატესის განახლებული, გახანგძლივებული გრაფიკებით დაბრუნდა, რის გამოც სპორტის ამ სახეობების მოყვარულები ვარჯიშებზე დასწრებას უკვე საღამოს საათებში, სამსახურის შემდეგაც შეძლებენ.

„ვაკის საცურაო აუზი“ თავის დაარსების ისტორიას 1965 წლიდან ითვლის და დღემდე ოლიმპიური სტანდარტებით ლიდერია ქვეყანაში. მისი მთავარი სივრცე : საცურაო აუზი, 50 მეტრი სიგრძისა და 23 მეტრი სიგანისაა,  მაქსიმალური სიღრმე კი 7.2 მეტრს წარმოადგენს. სწორედ ამ  მაჩვენებლის გამო, საქართველოში ეს ერთადერთი აუზია, სადაც პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად, დაივინგს შეისწავლით და საერთაშორისო სერტიფიკატის აღებასაც შეძლებთ. „ვაკის საცურაო აუზი“ ასევე მასპინძლობს საქართველოს ნაკრებს წყალში ხტომაში. ეს ერთადერთი დახურული ტიპის აუზია, სადაც წყალში მხტომელები პროფესიონალურ წვრთნას გადიან მთელი წლის განმავლობაში.

ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ამ სივრცემ არაერთ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. დროთა განმავლობაში აუზი განახლდა, ამ სივრცეს სხვა სერვისები და  აქტივობებიც დაემატა, აღიჭურვა ულტრათანამედროვე ტექნიკით და საბოლოოდ, ოლიმპიური სტანდარტის სპორტულ კომპლექსად ჩამოყალიბდა.

 „ვაკის საცურაო აუზზე“ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყლის სისუფთავეს. განსხვავებით საქართველოში არსებული სხვა აუზებისგან, წყალი აქ „ევრო 7“ სტანდარტის შესაბამისად, ულტრაიისფერი სხივებითა და კვარცის ქვიშით სუფთავდება, ქლორის მინიმალური დამატებით. წყლის გასუფთავების ეს მეთოდი უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას, კანის ჯანმრთელობას და თმის სტრუქტურის შენარჩუნებას.

ზაფხულის სეზონის მიწურულს, სპორტული კომპლექსი გარკვეული პერიოდით იკეტება, რათა ჩატარდეს ტრადიციული სარემონტო და ჰიგიენური სამუშაოები. დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, მიმდინარეობს ყველა სივრცის განახლება და „ევრო 7“ სტანდარტის შესაბამისად, ჰიგიენური დამუშავება. ამ პერიოდში სრულად იცლება საცურაო აუზი, საფუძვლიანად იწმინდება და თავიდან ივსება 3 600 ტონა წყლით, რათა განახლებულ სეზონზე აუზის კლუბის წევრებმა იცურონ ყველაზე უსაფრთხო და სუფთა წყალში.

 „ვაკის საცურაო აუზი“ – ბავშვებისთვის

სპორტული კომპლექსი „ვაკის საცურაო აუზი“ ზრუნავს კომფორტული გარემოს შექმნაზე ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ამიტომ ამ სივრცეში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მცირეწლოვან ბავშვებს. ბავშვებისთვის შემოდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს მათ სხეულისა და ზოგადი იმუნიტეტის გაძლიერება სჭირდებათ, რათა დაცულები იყვნენ მოსალოდნელი ვირუსებისგან.

სპორტულ კომპლექსში ძირითად აუზთან ერთად, საჭყუმპალაოც გაიხსნა და დაიწყო ახალი ჯგუფების რეგისტრაცია. საბავშვო აუზზე ბავშვების მიღება 2 წლის ასაკიდან ხდება. ინსტრუქტორთა შორის მხოლოდ სერტიფიცირებული, მაღალი კვალიფიკაციის მქონე ცურვის ტრენერები არიან, რომლებიც ბავშვებს ცურვას შეასწავლიან ყველაზე სუფთა, ჰიგიენისა და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამის საცურაო აუზზე. ახალი სეზონიდან, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს დაემატა ბავშვთა კრივი, რომელსაც მრავალი ჯილდოს მფლობელი, სერტიფიცირებული კრივის ინსტრუქტორი გაუძღვება. სპორტის ამ სახეობაზე მიღება 8 წლის ასაკიდან უკვე დაიწყო.

გარდა ჩამოთვლილი ცურვის და კრივის შემსწავლელი გაკვეთილებისა, „ვაკის საცურაო აუზი“ მშობლებს ბავშვთა მასაჟსაც სთავაზობს. სერვისების ჩამონათვალშია როგორც ზოგადგამაჯანსაღებელი, ისე – თერაპიული მასაჟი, რომელიც ტარდება ბავშვებისთვის შემდეგი პრობლემებით:  სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი და მენჯ-ბარძაყის დისპლაზია. პროცედურებს ატარებს სერტიფიცირებული, პროფესიონალი თერაპევტ-მასაჟისტებით დაკომპლექტებული გუნდი.

სპორტული კომპლექსი „ვაკის საცურაო აუზი“ ქმნის ყველაზე ჯანსაღ, მშვიდ და უსაფრთხო გარემოს მომავალი თაობისთვის, რათა სპორტის სიყვარული მათ ბავშვობიდანვე ისწავლონ.

„ვაკის საცურაო აუზის“ ფიტნეს დარბაზი

ვაკის საცურაო აუზის ფიტნეს დარბაზი, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც სრულად აღჭურვილია Technogym-ის უმაღლესი კლასის, Artis-ის ხაზის ტრენაჟორებით. ეს არის ინოვაციური, ჭკვიანი მოწყობილობები, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტულ ვარჯიშს.

Artis-ის ხაზი კარდიო და ძალისმიერი ვარჯიშების უმაღლესი საფეხურია. მეტი კომფორტის შესაქმნელად, ვაკის აუზის ფიტნეს დარბაზიც სწორედ ამ ფუნქციების მიხედვითაა დაყოფილი – ერთ სივრცეში ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებას შეძლებთ, მეორე სივრცე კი სრულად კარდიო ვარჯიშებს ეთმობა.

Artis-ის ხაზის ტრენაჟორები დატვირთვას მთელ სხეულზე ანაწილებს და არ ახდენს მის ლოკალიზებას ერთ კონკრეტულ წერტილში, რის გამოც ვარჯიშის დროს დაცული ხართ სპორტული ტრავმების მიღებისგან.

გამოყენების სიმარტივე და უსაფრთხოება – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომლებიც გამოარჩევს  Technogym-ის Artis-ის ხაზის ტრენაჟორებს სხვა დანარჩენისგან. ეს თვისებები საშუალებას იძლევა, რომ ტექნიკა გამოყენებული იქნას ფიზიკური რეაბილიტაციისა და სხვა სამედიცინო მომსახურებებისთვის.

Artis-ის ხაზის მოწყობილობები აღჭურვილია ინოვაციური და ულტრათანამედროვე ფუნქციებითა და დამატებებით, როგორიცაა: Full HD ეკრანები, მობილურის უსადენო დამტენი, Android სისტემური უზრუნველყოფა, YouTube, Netflix, Spotify და სხვა აპლიკაციებთან წვდომა.

Tachnogym-ი მუდმივად ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს, რომლის მიხედვითაც Artis-ის ხაზის უსაფრთხოება, ხარისხი და დიზაინი პრემიუმ სტანდარტის შესაბამისია.

სპორტული კომპლექსი „ვაკის საცურაო აუზი“ ქმნის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ფიტნესის მოყვარული ადამიანებისთვის, რათა საკუთარ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა აქციოს პრიორიტეტად ნებისმიერი ადამიანისთვის.

ასევე წაიკითხეთ