Skechers Georgia – კომფორტი და ხარისხი თქვენთვის

დროის აჩქარების კერძოდ, ცხოვრების სწრაფი რიტმის, მრავალფეროვანი გამოწვევების აქტივობების და დღის მანძილზე ყველა ჩანიშნული საქმის მოსწრებასთან ერთად, განტვირთვა ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამიტომ, ხშირად გვიწევს განვსაზღვროთ რა არის უფრო მნიშვნელოვანი – კომფორტი და ხარისხი თუ სტილი. დილემის თავიდან ასაცილებლად, სამივე კომპონენტის დაკმაყოფილება და მომხმარებლის გულის მოგება არაერთი ბრენდისთვის პრობლემატური თემაა.

ამ გამოწვევას განსაკუთრებული წარმატებით ართმევს თავს ამერიკული ბრენდი Skechers. მისი ძირითადი ატრიბუტები სწორედ კომფორტი, ხარისხი, ხელმისაწვდომობა, ინოვაცია და სტილია. Skechers – არის ფეხსაცმელი და სამოსი აქტიური, ენერგიული სპორტული ცხოვრების მოყვარული და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ხარისხთან და კომფორტთან ერთად, სტილიც არ არის მეორეხარისხოვანი.

Skechers-ის საქართველოს წარმომადგენლობა Skechers Georgia 2019 წლიდან არსებობს, რომლის პირველი ფილიალი სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთშია”. ბრენდმა სულ ახლახან, 25 მაისს, სავაჭრო ცენტრ “სითი მოლში” გრანდიოზული ღონისძიებით მეორე ფილიალი გახსნა. ამ დღეს, ვინც “სითი მოლში” იყო, აუცილებლად შეამჩნევდა მომხმარებლის სიმრავლეს “სკეჩერსის” ახალ სივრცეში. გარდა ფასდაკლებების, გათამაშებების და უამრავი სიურპრიზისა, იქ მისულ ადამიანებს სასიამოვნო მუსიკა, სადღესასწაულო გაფორმება, უგემრილესი ტორტი და სასმელები დახვდათ. 

ახალი ფილიალის გახსნის დღიდან, სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით შეიმჩნევა ინფლუენსერების აქტივობა Skechers-ის სპორტული ფეხსაცმელების, ტანისამოსის თუ აქსესუარების გამოყენებით. 

ჩვენ დავინტერესდით თუ რატომ ირჩევენ ისინი ამ ბრენდს. ამოვირჩიეთ “სკეჩერსის” ორი აქტიური მომხმარებელი: დიზაინერი – ანუკა ქებურია და ინფლუენსერი – ქეთა მიქელაძე, შევხვდით გავესაუბრეთ და ულამაზესი ფოტოსესიაც გადავიღეთ “მზიურის” პარკში. 

დიზაინერი, ანუკა ქებურია 

Skechers

ერთ-ერთი, იმ ადამიანთაგან, ვისთვისაც დატვირთული დღე და კომფორტული ტანისამოსის ტარება ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია, დიზაინერი ანუკა ქებურიაა. „ყველა ჩემი დღე რადიკალურად განსხვავებულია. არ მაქვს სტანდარტული განრიგი, მიწევს მისვლა სახელოსნოში, ინდივიდუალურ ხაზზე სამუშაოდ, რაც განსხვავებული სპეციფიკაა. ხან, მიწევს წასვლა ფაბრიკაში და კოლექციაზე მუშაობა, ეს კიდევ განსხვავებული საქმეა. ხშირია სამუშაო შეხვედრებზე სიარული და რაც მთავარია, ვცდილობ შვილებისთვის გამოვნახო დრო. მათთან ურთიერთობა არის პრიორიტეტული ამიტომ, ყოველი დღე მაქვს გადარბენა, რომ ეს ყველაფერი მოვასწრო. შესაბამისად, ცხოვრების ამ რიტმიდან გამომდინარე, უპირატესობას სპორტულ სამოსს ვანიჭებ. ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარია სამოსი და განსაკუთრებით ფეხასაცმელი იყოს ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისგან დამზადებული და მაქსიმალურად კომფორტული.“ – ამბობს ანუკა ქებურია და განმარტავს, რომ სწორედ ამიტომ არის “სკეჩერსის” მომხმარებელი: „”სკეჩერსს” აქვს ძალიან მსუბუქი და კომფორტული ფეხსაცმელი. სამოსიც არის გრილი, კოტონისგან დამზადებული. ძალიან მომწონს დიზაინი, კომფორტთან ერთად, მნიშვნელოვანია სტილი. დღეს მოდის ტენდენციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სპორტული სტილის ფეხსაცმელი შევუხამოთ კლასიკურ პიჯაკს. არც ისაა აუცილებელი, რომ გვეცვას მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი აბრეშუმის კაბაზე. Skechers არის ბრენდი, რომლის საშუალებითაც გაცვია მოდურად და კომფორტულად. რაც არ უნდა მოგწონდეს ვიზუალი, თუ კომფორტულად არ გრძნობ თავს, ეს მოქმედებს განწყობაზე და შეიძლება არაჩვეულებრივი საღამო ჩაგიშალოს ერთმა არაკომფორტულმა ფეხსაცმელმა. ასე რომ, შკეცჰერს გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ დილიდან ჩავიცვათ, გადავაბათ საღამო, ხოლო თავი ვიგრძნოთ ლამაზად და კომფორტულად.“

Anuka Keburia

Skechers ყოველთვის მოდური და ინოვაციურია. მისი განსაკუთრებულობა ფეხსაცმლის დამზადების ტექნოლოგიის მუდმივ სრულყოფასა და დახვეწაში მდგომარეობს. შკეცჰერს-ის ფეხსაცმელები გამოირჩევა კომფორტული და ტერფის ფორმაზე მორგებული ლანჩით, რაც სიარულისა თუ სპორტული აქტივობისას, თავს მსუბუქად გაგრძნობინებთ და არ დაიღლებით. ბრენდი განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდებისთვის. ამავდროულად, მორგებულია ყველა ასაკის მომხმარებლის მოთხოვნილებებზე.

ქეთა მიქელაძე, ინფლუენსერი 

Skechers Georgia

ქეთა მიქელაძე ინფლუენსერია. ჰყავს მეუღლე და სამი წლის შვილი, ირაკლი, რომელთანაც დროის ძირითად ნაწილს ატარებს. როგორც ქეთა ამბობს, არა მხოლოდ მისი, არამედ ზოგადად, ოჯახის ცხოვრების სტილიც აქტიური და სპორტულია. ამიტომ, ყველანი Skechers-ის მომხმარებლები არიან.

„ჩემი ყოველდღიურობა უფრო სპორტულია. ძირითად დროს ჩემს სამი წლის შვილთან ვატარებ. ამიტომ, ვცდილობ რომ მეცვას ძალიან კომფორტულად. მასთან ერთად ზოგჯერ ველოსიპედზე ვარ, ზოგჯერ – სასრიალოზე. ზოგადად, ბავშვობიდან სპორტულ სამოსს ვატარებ, ასე უფრო მოხერხებულად ვგრძნობ თავს. მაშინაც კი, როცა ქორწილი ან დღესასწაულია, ვცდილობ მეცვას კომფორტულად. სპორტული თუ კლასიკური სტილი?! ეს დილემა მქონდა ხოლმე ხშირად, თუმცა Skechers ძალიან დამეხმარა, რადგან ყოველდღიურობისთვის მაქსიმალურად მორგებულია. გამორჩეულია იმითაც, რომ კომფორტულია. რომ გაცვია მსუბუქად ხარ, არ იღლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ფეხსაცმლის ხაზში, ასევე სამოსშიც ძალიან მრავალფეროვანი მოდელები აქვთ, განსხვავებული ფერით და დიზაინით. ამიტომ, აქ „აწყობილი სტილით“ ნებისმიერ სიტუაციაში კომფორტულად და ლამაზად იქნება ადამიანი.“

სკეჩერსი

Skechers-ის მთელი მომხიბვლელობა მის კომფორტში და ხარისხშია. მომხმარებლებს ის ინდივიდუალურად შექმნილი მოდელების დიდ არჩევანს სთავაზობს. მოიცავს ფეხსაცმლის მოდელების სხვადასხვა კატეგორიას, გამოყენების თვალსაზრისით. წარმოდგენილია როგორც ყოველდღიური, ისე სპორტული აქტივობისთვის განკუთვნილი მოდელები. ასევე, პროფესიონალური სარბენი მოდელები, დარბაზში სავარჯიშოდ გათვლილი, გოლფისთვის, ე.წ. წორკ მოდელები და მრავალი სხვა. კომფორტული, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფეხსაცმელებისა და ტანისამოსის მოყვარულებს აქ ასევე დახვდებათ Skechers-ისა და GOODYEAR-ის კოლაბორაციით შექმნილი სპორტული და ორთოპედიული ფეხსაცმელების ფართო არჩევანი, როგორც ყოველდღიური, ასევე სპორტული აქტივობისთვის. Skechers Georgia ასევე გთავაზობთ სპორტული ტანსაცმლის მრავალფეროვან არჩევანს მაგალითად, წყალგაუმტარი მოდელები ჰაიკინგისთვის, კალათბურთის ფორმა, საწვიმარები და ყოველდღიური სამოსი. 

“სკეჩერსის” ბრენდს ჰყავს გუნდი, რომელიც მუშაობს იმაზე, თუ როგორ მოარგოს ყველა ტიპის ტერფს სპორტული ფეხსაცმელი და ამისათვის მუდმივად ატარებენ კვლევებს ორთოპედიული მიმართულებით. 

450 ლაბორანტი მუშაობს თითოეული მოდელის დახვეწასა და შექმნაზე.

Keta Mikeladze

როგორც Skechers Georgia-ს ბრენდ-მენეჯერი, მარიამ ბეჟაშვილი გვიყვება, Skechers Georgia-მ საქართველოში გამოჩენიდან დღემდე $2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. სამომავლო გეგმები საქართველოში ხანგრძლივ პერსპექტივაზეა გათვლილი. მინიმუმ ექვსი ფილიალით უნდათ რომ იყვნენ წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით. შემდეგი ფილიალის ადგილმდებარეობა ბათუმში იქნება. გარდა იმისა, რომ შკეცჰერს მომხმარებელს კომფორტულ, ხარისხიან და ხელმისაწვდომ პროდუქტს სთავაზობს, ჰყავთ პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც სამ თვეში ერთხელ გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში ტრენინგს გადის, როგორც დუბაიში, ასევე საქართველოში. 

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ სკეჩერსის” ორივე ფილიალში თქვენ გელით საზაფხულო კოლექციის განსაკუთრებით კომფორული და ახალი დიზაინით შექმნილი განახლებული მოდელები ხემისაწვდომ ფასებში. 

პროექტის ავტორი: თეა ხოფერია

ტექსტი: ანი კაკურია

სტილი: ქეთა მიქელაძე

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ლოკაცია: “მზიურის” ჩოგბურთის კორტები, “მზიურის” პარკი

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ