შვილები დედების კვალზე

1993 წელს, Elite Model Management-ის წვეულებაზე ქეით მოსს ლეგენდარული გამჭვირვალე კაბა ეცვა. მოდელმა ამ კაბით ახალი ტენდენცია შექმნა, რომელიც მოდიდან არ გადადის. კეიტის შვილმა, მოდელმა ლილა მოსმა დედას მიბაძა და შავი გამჭვირვალე კაბა მოიხდინა. დედასთან ერთად კადრში დაფიქსირებულ ლილას, კაბა შავ ფეხსაცმელთან და ტყავის ჟაკეტთან ჰქონდა შეხამებული.

90-იანების სტილი მაღალწელიანი ჯინსის გარეშე ვერ იარსებებდა. ის უნივერსალურია და თითქმის ყველაფერს უხდება. სინდი კროუფორდმა ის ყავისფერ ქამართან, შავ ჯემპრთან და ჟილეტთან ერთად ჩაიცვა. მოდელმა თავის ქალიშვილსაც შთააგონა სტილი. შავი სათვალით კაია გერბერმა სტილი უფრო თანამედროვე გახადა. 

ავტორი: ნატალია პაპუაშვილი

ასევე წაიკითხეთ