Shiseido – Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate

ახალი წლამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, 18 დეკემბერს ისი პარიმ იაპონური ესთეტიკისა და სილამაზის გამომხატველი ბრენდის, Shiseido-ს კანის მოვლის ახალი პროდუქტის Vital Perfection LiftDefine Radiance Night Concentrate პრეზენტაცია გამართა.

იაპონური კულტურით შთაგონებული საღამო მედიის, პრესისა და ინფლუენსერებისთვის რესტორან ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა.  სასიამოვნო მუსიკით  და კოქტეილებით დაწყებული  მიღება, ფოტოსესიით გაგრძელდა. დარბაზში ულამაზესი ნატვრის ხე   ტკბილეულის ყუთებით იყო მორთული. თითეულმა სტუმარმა ჩამოხსნა ერთი ტკბილეულის ქისა და მის ნაცვლად საკუთარი საახალწლო სურვილი ჩამოკიდა.

ახალი ღამის შრატის პრეზენტაცია ისი პარის პიარისა და კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანიმა გახსნა. ბრენდის ისტორიის მოსმენის შემდეგ, სტუმრებს ახალი პროდუქტი ამიერკავკასიაში Shiseido-ს ტრეინინგ მენეჯერმა   მაია მოშიაშვილმა გააცნო.   სახალისო გათამშებაში   გამარჯვებულ ხუთ სტუმარს  განსაკუთრებული საჩუქრები გადაეცათ. პრეზენტაცია კი მნიშვნელოვანი და სენტიმენტალური ვიდეოთი დასრულდა.

ჯადოსნობით და იაპონური სულით გაჯერებულ საღამოზე სტუმრებმა იაპონური კერძები, ნუგბარი და სასმელი დააგემოვნეს. საღამოს მშვენება იყო  გასაოცარი იაპონური ცეკვა, რომელმაც სრულიად წარმოაჩინა ამ ქვეყნის კულტურის სილამაზე.   ტრადიციულად ისიპარიმ ყველა სტუმარი არაჩვეულებრივი საჩუქრებით გაახარა და საღამოც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

Shiseido LiftDefine Radiance Night Concentrate

ახალი შრატი, რომელმაც კიდევ უფრო გაამდიდრა და გააძლიერა Vital Perfection-ის ხაზი და რომელთან ერთადაც ისურვებდა დაძინებას  ყოველი ქალბატონი. Shiseido LiftDefine Radiance მიზანმიმართულად ებრძვის კანის მოდუნებას ღამის პერიოდში და აქვს გრავიტაციის საწინააღმდეგო მოქმედება. Shiseido-ს მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კანს გააჩნია ბუნებრივი ანტიგრავიტაციული სისტემა, ერთგვარი „დინამიური ქამარი“(Dynamic Belt), რომელიც ასაკის მატებასთან ერთად კარგავს სიმკვრივეს და იწვევს კანის მოდუნებას. ეს აღმოჩენა 2020 წელს მსოფლიოს კოსმეტიკის საერთაშორისო კონგრესზე დაჯილდოვდა. Shiseido-ს ლაბორატორიაში შემუშავებული ახალი ტექნოლოგია LiftDynamic 4D მიზანმიმართულად მუშაობს ანტიგრავიტაციული სისტემის გაძლიერებაზე.ახალი შრატი გათვლილია ყველა იმ ქალბატონისათვის, ვინც ეძებს  კანის მოვლის პროდუქტს ლიფტინგისა და გამამკვრივებელი ეფექტით, ვისაც სურს მიიღოს თვალსაჩინო ეფექტი, ელასტიური და გამკვრივებული კანი და უფრო მეტად გაამრავალფეროვნოს თავისი ღამის მოვლის რუტინა. კლინიკურად დადასტურებულია, რომ ახალი შრატი სულ რაღაც 2 კვირაში გამოკვეთს ღაწვებს და ასწორებს ნიკაპის ხაზებს.  მისი მოქმედების გაძლიერება კი სესაძლებელია სპეციალური ღამის გამამკვრივებელი მასაჟით.

ასევე წაიკითხეთ