შეხვედრის ადგილი “რადისონ ბლუ ბათუმი”

თუ ზაფხულში შვებულების გატარება ბათუმში გაქვთ დაგეგმილი, უპირატესობას ზღვის სანაპიროს და ბულვართან სიახლოვეს ანიჭებთ, თუ უსაფრთხოებას, კომფორტს, მშვიდ და მყუდრო გარემოს, სტუმართმოყვარე პერსონალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაშინ გეტყვით, რომ სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმი” სწორედ ის ადგილია, რომელიც ყველა ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

წლებია, სასტუმრო არ ღალატობს ტრადიციას და მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს. ინდივიდუალურად ითვალისწინებს როგორც საქმიან მოგზაურობაში, ასევე შვებულებაში მყოფი დამსვენებლების სურვილებს. ალბათ, სწორედ ეს გარემოება უჩენს სტუმარს იქ დაბრუნების სურვილს.

სასტუმროს მართვის კონცეფციაზე და სიახლეებზე “სითი” “რადისონ ბლუ ბათუმის” გენერალურ მენეჯერს, ილია საგანელიძეს ესაუბრა.

– “სილქ ჰოსფითალითი”, რომლის მმართველობაშიცაა “რადისონების” საერთაშორისო სასტუმროები თბილისში, ბათუმში და წინანდალში, ქართული სტუმართმოყვარეობისა და ევროპული სტანდარტების სინთეზით, საქართველოში სასტუმრო და გასართობი ბიზნესის სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. სასტუმროების, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების წარმატებას მაღალკვალიფიციური კადრები და მრავალწლიანი გამოცდილება განაპირობებს.

“რადისონის” სასტუმროების ფილოსოფია არის ის, რომ ყოველი მომენტი მნიშვნელოვანია – Every Moment Matters. სწორედ ეს მიდგომა ვრცელდება სტუმრების მომსახურების მიმართულებით.

– პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა დადგენილი რეგულაციების დაცვას ენიჭება. როგორ შეხვდა სასტუმრო ტურისტულ სეზონს?

– ყველა ვთანხმდებით, რომ დღევანდელ რეალობაში, უსაფრთხოების საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მომხმარებელი ყოველთვის უნდა გრძნობდეს დაცულობას და სანდოობას, როდესაც ირჩევს ლოკაციას განტვირთვისთვის, საქმიანი შეხვედრებისათვის და დასასვენებლად. “რადისონის” სასტუმროების საერთაშორისო ქსელი თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კომპანია – SGS-თან უსაფრთხოების, ინსპექტირებისა და ტესტირების სფეროში. შედეგად, სასტუმროებში 20 ეტაპიანი უსაფრთხოების პროტოკოლია შემუშავებული, რომელიც ეხება დეზინფექციას, დასუფთავებასა და უსაფრთხოების მიმართულებას.

– რა არის თქვენი მოტივაცია კორპორაციული კლიენტებისთვის, რომ მათ კვლავ თქვენი მომსახურებით ისარგებლონ?

– “რადისონ ბლუ ბათუმში”, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ღონისძიებებისათვის, იდეალური გარემოა. წარმოდგენილია 7 დარბაზი შეხვედრებისათვის, სადაც შესაძლებელია პატარა და საშუალო სიდიდის ჯგუფების ერთდროულად განთავსება (12-დან 350 ადამიანამდე). დარბაზები აღჭურვილია უახლესი LDC პროექორებით, სწრაფი უკაბელო ინტერნეტით და სხვა საჭირო ინვენტარით. ზაფხული აქტიური სეზონია, ამიტომ საქმიანი ბიზნეს შეხვედრებისათვის სასტუმრო მუშაობს სპეციალურ მოქნილ პაკეტებზე და სპეციალურ ტარიფებზე.

– სასტუმროს და ზოგადად, ბათუმის სტუმრებში განსაკუთრებული პოპულარობით თქვენი რესტორნები და ტერასა სარგებლობს.

– ეს ჩვენი გამოცდილი შეფ მზარეულების და მრავალფეროვანი მენიუს დამსახურებაა. “Radisson Blu Batumi“-ში შეგიძლიათ ეწვიოთ მე-19 სართულზე მდებარე რესტორან-ტერასა “ქლაუდს”, სადაც წარმოდგენილია აზიური რესტორამი “უმამი”-ს სამზარეულო. შესანიშნავი ადგილია სტუმრებისათვის, ვისაც სურს ისიამოვნოს ქალაქის ან ზღვის ხედებით და დააგემოვნოს აზიური კერძები. ასევე, წინანდლის მამულის გამორჩეული ღვინო. ყოველ პარასკევს და შაბათს სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკის საღამოებით.

რესტორანი “მედეა” კი, სტუმრებს უნიკალურ, ტრადიციულ ქართულ და საერთაშორისო სამზარეულოს სთავაზობს.ცალკე აღნიშვნას მოითხოვს სასტუმროს სპა ზონა – განტვირთვისთვის, სტრესისა და დაძაბულობის მოხსნისათვის, დამსვენებელს შეუძლია გაანებივროს საკუთარი თავი “ანე სემონინის” სპა-ში. ისარგებლოს სახისა და ტანის პროცედურებით, ღია და დახურული აუზებით, ფინური საუნით, არომატული ორთქლის აბანოთი და ფიტნესცენტრით. სპა-ში ასევე, მოქმედებს გარე აუზი ბავშვებისთვის და ღია ბარი “ოზონი”.

“რადისონ ბლუ ბათუმი” საუკეთესო ადგილია, როგორც განტვირთვისათვის, ასევე გასართობად. მზე, მუსიკა, ფერადი და გემრიელი კოქტეილები, გელოდებით ჩვენს ღია აუზზე და ღია ბარ “ოზონში” მზიანი უქმეების გასატარებლად! ყოველ პარასკევს და შაბათს განიტვირთეთ აუზზე მოწვეული “დიჯეი”-ს მუსიკის თანხლებით.

ავტორი: ნატალია ყიფიანი

ასევე წაიკითხეთ