Schuchmann – “შუხმან ვაინს ჯორჯია” – წლის შეჯამება

ომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ 2018 წელს ათი წელი უსრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საკმაოდ დიდი ნაბიჯები გაიარა. 2 წლის წინ იგი ჰოლდინგური ტიპის კომპანიად გარდაიქმნა და ღვინის წარმოებისა და კახეთში სასტუმრო ბიზნესის პარალელურად, განავითარა გასტრონომიული, ველნეს და ტურისტული მიმართულება. „შუხმან ვაინს ჯორჯია“ გერმანულ-ქართული ინვესტიციიით შექმნილი ჰოლდინგია, რომლის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება. ქვეყნის ეროვნული პროდუქტი – ღვინო კი გაიტანოს ექსპორტზე და ხელი შეუწყოს ქართული იმიჯის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. კომპანიის დირექტორს, ნუცა აბრამიშვილს Schuchmann Wine Bar & Restaurant-ის იდეალურ გარემოში შევხვდით.

როგორც ნუცამ აღნიშნა, 2017 წელს კომპანია100%-იანი შედეგით ასრულებს:

„ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს ჩვენი გუნდის ჩართულობას და შრომას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს და ისეთ კარგ საქმეს აკეთებს, როგორიცაა ღვინის წარმოება და პოპულარიზაცია. ასევე, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. წლის საინტერესო მოვლენებიდან გამოვყოფდი ყველაზე მნიშვნელოვანს: საერთაშორისო ბაზრებზე აღიარების მოპოვება, სხვადასხვა საექსპორტო ბაზარზე სექტორის წარდგენა. 2017 წლის ბოლოს ჩვენ უკვე ვიღებთ  ISO 22000 სტანდარტის სერთიფიკატს. ეს არის ხარისხის და ნდობის ნიშანი. ჩვენ მუდამ მივყვებით წარმოებისა და მომსახურების სწორ პოლიტიკას. ქართული მეღვინეობის ერთ-ერთი უმთავრეს წარმატებას მივაღწიეთ საფრანგეთში, კერძოდ ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში. აქ წამყვანი ადგილი ჰქონდა დათმობილი საქართველოს სტენდს, სადაც წარმოდგენილი იყო ჩვენი ექსპოზიცია. ეს ჩვენი ღვინის კულტურის სიძველეზე, ქართული მეღვინეობის დაფასებასა და აღიარებაზე მეტყველებს.“

გამომდინარე იქიდან, რომ „შუხმან ვაინს ჯორჯია“ ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, მისი მიზანი იყო ქართული ღვინის ტრადიციის ახლად დამკვიდრება, რომელიც ღვინისა და კერძების მირთმევის კულტურას გულისხმობს. კომპანიამ მოახერხა ის, რომ ქართული კერძები ასწია კულინარიულ მწვერვალებზე და ისინი თანამედროვე გასტრონომიის მოდურ ტენდენციებს დაამთხვია. შესაბამისად, მათ შექმნეს მოლეკულურ-ავანგარდული სამზარეულო ქართულ ბაზარზე. კომპანია ნოვატორია ქართულ გასტრონომიულ ბიზნესში. მათი ახალი პროდუქტია ღვინის ველნეს სპა, სადაც ღვინის წარმოების დეტალები მეორდება, როგორც ინტერიერში, ასევე გამაჯანსაღებელ პროცედურებში. აქ პროცედურები, მხოლოდ ღვინის და ვენახებიდან მოპოვებული ისეთი ბუნებრივი მასალებით ტარდება, როგორიც არის ყურძნის წიპწის ზეთი, წიპწის “სკრაბი” და საფერავის აბაზანები, რომელიც 100%-იანი ღვინის მასალისგან არის დამზადებული. 

რაც შეეხება „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ სამომავლო გეგმებს, კომპანიას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მათი მიზანია, მეტად აქტიურები იყვნენ ღვინის ექსპორტში, დაიპყრონ ახალ-ახალი ბაზრები, რომელიც საქართველოს იმიჯის განვითარების პირდაპირპროპორციულია. 

ნუცა აბრამიშვილი

ნუცა აბრამიშვილი: 2018 წელი იქნება ძალიან კარგი, პერსპექტიული და წარმატების მომტანი წელი. 2018 წელს ყველა კომპანიას და ადამიანს ვუსურვებ კეთილდღეობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას და, რაც ყველაზე მთავარია, იმ დასახული მიზნების მიღწევას, რომელიც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს. შევხვდეთ და დავიწყოთ წელი იმ განწყობით და ხასიათით, რომ ჩვენს სახლებში, ჩვენს მაგიდებზე ყოველთვის იყოს კარგი ქართული ღვინო.

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ