საუკეთესო საახალწლო საჩუქარი საკუთარ თავს

დეკემბერი და საახლწლო სამზადისის პერიოდი ყველასთვის განსაკუთრებულია. თუმცა, ყველა

სხვადასხვაგვარად ვემზადებით. ზოგი საყიდლების ორომტრიალით, საახალწლო დეკორაციებზე ფიქრით,   ახალი რეცეპტების ძიებაში. ზოგი კი, ახალ წელს საკუთარ თავს საუკეთესო საჩუქარს უკეთებს და ჯანსაღად, სასურველ ფორმაში ხვდება. 

და მართლაც რა შეიძლება აჩუქო საკუთარ თავს ჯანმრთელობაზე ძვირფასი?

ჩვენი სტატიის გმირი ლიკა ქორქიაც სწორედ იმ ადამიანთა რიცხვშია, რომლებიც ახალი წლის წინა პერიოდს მაქსიმალურად გაჯანსაღებისა და ძალების მოკრებისთვის იყენებს. ლიკას არჩევანი “აქსისის ველნეს ცენტრია”. თბილისში ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, სადაც განსაკუთრებული განწყობა შესვლისთანავე გექმნება. 

სავარჯიშო დარბაზი

ველნესში არსებული სპორტული დარბაზი აღჭურვილია “ტექნოჯიმის” უახლესი მოდელის ტრენაჟორებით. ამ სივრცეში საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და ნებისმიერი გემოვნების ადამიანი შეძლებს სასურველი ტიპის სავარჯიშო სივრცის შერჩევას –  კარდიო ზონაში, პილატესისა და იოგას წრეებსა თუ კრივის  სამოყვარულო რინგზე. დარბაზში შესაძლებელია როგორც ჯგუფურ ვარჯიშებში ჩართვა, ასევე, პერსონალური მწვრთნელის აყვანა და ინდივიდუალური პროგრამის შედგენა. მნიშვნელოვანი დეტალია სპორტული დარბაზის ინტერიერიც – ნათელი, ბევრი სიმწვანითა და  პანორამული ხედებით.

მთავარი ხიბლი კი, რაც ამ სპორტულ სივრცეს გამორჩეულს ხდის არის პროფესიონალი მწვრთნელების გუნდი, რომლებიც თითოეულ

სტუმართან ინდივიდუალური მუშაობით აღწევენ სასურველ შედეგს.

 აუზი

ველნეს ცენტრის გამორჩეული სივრცეა 25 მეტრიანი აუზი, საიდანაც საოცარი ხედები იშლება. თამამად ვიტყოდი, ეს ადგილი ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა განტვირთვისა და რელაქსაციისთვის. აუზის ტერიტორიაზე  განთავსებულია 2 ჯაკუზი და რამდენიმე ტიპის საუნა: ორთქლის ოთახი, მცენარეული და ფინური საუნები. ცალკე აღნიშვნის ღირსია აუზთან არსებული ბარი, სადაც მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელია  როგორც საერთო მენიუს, ასევე სპეციალური, ფიტნეს მენიუს შეკვეთა, ჯანსაღი საკვებით,  რომელიც გათვლილია ყველა ტიპის სტუმარზე.

ლიკა ქორქია

ტელეწამყვანი, მოდელი

ბოლო 10-15 წელია რეგულარულად ვვარჯიშობ. თუმცა, მაქვს პერიოდები, როდესაც ჩემს ორგანიზმს დასვენება სჭირდება. დაახლოებით ერთი თვეა რაც ვარჯიშის კურსი განვაახლე. ეს სივრცე ჩემთვის თავიდანვე განსაკუთრებულად საინტერესო იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა ის მიმართულება, რაც ვფიქრობ რომ ჩემს ორგანიზმს სჭირდება. ჩემთვის კომფორტულია ლოკაციაც, რადგან ჩემს სახლთან ახლოსაა. დამეთანხმებით, რომ ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია დატვირთული რეჟიმის დროს.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სივრცე განტვირთვისა და სასიამოვნო ვარჯიშისთვის აუზია. რომელიც, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე, მენტალური ჯანმრთელობისთვის. აუზზე ვიზიტისას, აუცილებლად ვსტუმრობ ხოლმე საუნასაც.

აქტიურად დავიწყე ვარჯიში ფიტნეს ცენტრშიც. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ აქ მხვდებიან საკუთარი საქმის პროფესიონალი ფიტნეს ინსტრუქტორები, რომლებიც ზედმიწევნით გიხსნიან ყველა დეტალს, უდიდეს მოტივაციას გაძლევენ და გიდგენენ ინდივიდუალურად მორგებულ სავარჯიშო პროგრამას.

ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, სწორედ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშის კომბინაცია გაძლევს საუკეთესო შედეგს. ასე, ვარჯიში უფრო მრავალფეროვანია და ნაკლებად ემსგავსება რუტინას. სასურველ შედეგსაც უფრო სწრაფად ვიღებთ. წინასაახალწლო პერიოდში, საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, ძალების მოკრება და გაჯანსაღება ყველას გვჭირდება. ვფიქრობ, სწორედ ეს არის საუკეთესო საახალწლო საჩუქარი, რაც საკუთარ თავს შეგვიძლია ვაჩუქოთ.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და “სითის” მკითხველს, საუკეთესო სურვილებით მივულოცავ დამდეგ ახალ წელს!

ავტორი: ანა არაბიძე

ფოტო: ნათია ასანიძე

მაკიაჟი: თაკო ძელური

ასევე წაიკითხეთ