სამი საუკეთესო ფილმი/სერიალი 3 მარტისთვის

სიტყვა „დედა“ ლექსიკონში ასე მარტივად განიმარტება – მშობელი ქალი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ დედა ამაზე ბევრად მეტია.

დედა – პირველი ადამიანი ვისაც ვხედავთ და ვისი ხმაც გვესმის, პირველი სიტყვა რომელსაც ვამბობთ, ჩვენი პირველი საუკეთესო მეგობარი, მესაიდუმლე, მისაბაძი პიროვნება და პირადი სუპერ გმირია. დედა ადამიანია, რომელიც შვილის გამო ყველაფერს თმობს, რაც არ უნდა ძნელი იყოს, მათ შორის საკუთარ თავსაც.

სწორედ ამიტომ, ამ სიტყვებსაც დედაჩემს ვუძღვნი.

დედა-შვილს შორის არსებული კავშირის მსგავსი არაფერია, ერთადერთი და განუმეორებელია. დედა იმედია, რომელიც დისტანციის თუ პრობლემების მიუხედავად მუდმივად გვერდით გვყავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 3 მარტი და არა მხოლოდ 3 მარტი მათთან ერთად გავატაროთ. ვაგრძნობინოთ ის მადლიერება და სიყვარული, რომელსაც რეალურად ყოველ წამს იმსახურებენ.

მშობლის და შვილის ამ განსაკუთრებული ურთიერთობის დანახვის ბედნიერება არაერთ ფილმსა თუ სერიალშიც გვაქვს. მათი ნახვა კი წამით დავიწყების შემთხვევაში შეგვახსენებს, თუ რას ნიშნავს, გყავდეს ადამიანი რომლის ნაწილიც ხარ და რომელმაც მთელი ცხოვრება მოგიძღვნა.

ერთად გავიხსენოთ საუკეთესო 3 ფილმი/სერიალი, რომლებიც გვახსენებს, თუ რამდენად დიდი კავშირია დედა-შვილს შორის.

1.       The Maid

maid

ალექსს მედის უსასრულო სიყვარული ყველაფერს შეაძლებინებს. ცხოვრების ახლიდან დაწყება, სიღატაკე, უსახლკარობა და თავგანწირვა მისი შვილის, მედის უსაფრთხო მომავლის გამო, სწორედ იმ დედა-შვილობის ზუსტი მაგალითია, რომელზეც ვსაუბრობდით.

მთავარი გმირის – ალექსის ცხოვრება იმ წამიდან შეიცვლება, როდესაც ერთი შეხედვით იდეალური მამა და პარტნიორი – შონი თავის რეალურ ხასიათს გამოავლენს და ალკოჰოლის დამოკიდებულების ქვეშ მოექცევა.

სერიალში ალექსის სიმამაცე და მისი ურთიერთობა მედისთან დედა-შვილობის ნამდვილ სახეს დაგანახებთ, განსაკუთრებით კი იმ ნაწილს, რომელსაც დედები მარტო უმკლავდებიან შვილის მომავლისთვის.

2.       Gilmore Girls

gilmore girls

გილმორების მსგავს დედა-შვილს სხვაგან ვერსად ნახავთ.

ლორელაის და ლორელაის, მეტსახელად რორის, ურთიერთობის აღსაწერად მგონია რომ მხოლოდ სიტყვა დედა-შვილი საკმარისი არ არის. ლორელაი და რორი არც მარტო საუკეთესო მეგობრები ან დები არ არიან. მათ არა მხოლოდ სახელი აქვთ საერთო, ისინი ერთნი არიან.

მათთვის ყველაფერი შესაძლებელია. ერთმანეთის გვერდში დგომით, ყველაფრის გადალახვას შეძლებენ.

რორის ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლა კი ზუსტად დაგვანახებს მათ სახეს:

„…But my ultimate inspiration comes from my best friend, the dazzling woman from whom I received my name and my life’s blood, Lorelai Gilmore. My mother never gave me any idea that I couldn’t do whatever I wanted to do or be whomever I wanted to be. She filled our house with love and fun and books and music, unflagging in her efforts to give me role models from Jane Austen to Eudora Welty to Patti Smith. As she guided me through these incredible eighteen years, I don’t know if she ever realized that the person I most wanted to be was her. Thank you, Mom: you are my guidepost for everything.“

3.   Everything Everywhere all at once

Everything Everywhere all at once

ათობით ჯილდოს მფლობელი ფილმი, რომელიც მრავალ სამყაროსა თუ დროის განზომილებაში გამოგზაურებთ, რეალურად ყველაზე მნიშვნელოვან თემას – დედა- შვილობას ეხება.

ეველინი, ემიგრანტი დედა, შვილისთვის უკეთეს მომავალს ეძებს მაშინ, როდესაც შვილს – ჯოის მხოლოდ ის სურს, რომ დედამ ისეთი მიიღოს, როგორიც არის. მათ ერთი სისხლი აქვთ, თუმცა თაობებს შორის სხვაობა იმხელაა, რომ ისინი საერთო ენას ვერ პოულობენ.

ეველინს სიყვარული შვილისგან განსხვავებულად ესმის, თუმცა მზადაა, რომ ყველა და ყველაფერი, მათ შორის სამყაროც გაწიროს მის დასაცავად.

ავტორი: სალომე ედიშერაშვილი

ასევე წაიკითხეთ