სალომე, ხიზანა და World Class Georgia

უკვე მეორე წელია, სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი World Class Georgia-ს ბრენდ ამბასადორები არიან. წლებია, ვარჯიში ორივეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა, World Class Georgia-ს ოჯახთან დაკავშირებამ, მათი დამოკიდებულება ვარჯიშის მიმართ სრულიად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ორივეს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, აქ ყოველთვის დიდი დროს ატარებენ. ჩვენც ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ვეწვიეთ.

სალომე ღვინიაშვილი

მოდელი, World Class Georgia-ს ბრენდ ამბასადორი

2 წლის წინ, World Class Georgia-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორისგან, ნინი ხუროძისგან მივიღე შემოთავაზება დამეწყო ვარჯიში და World Class Georgia-ს ბრენდ ამბასადორი გავმხდარიყავი. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან World Class -ის შესახებ ბევრი მსმენია და ეს ბრენდი ყოველთვის ძალიან მომწონდა.

ვარჯიშს ჩემს ცხოვრებაში, წლების განმავლობაში, საკმაოდ დიდი ადგილი ეკავა. თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ World Class-მა აბსოლუტურად თავდაყირა დააყენა ჩემი და ვარჯიშის ურთიერთობა. პირველად სწორედ აქ ვიგრძენი რას ნიშნავს ვარჯიშის სიყვარული და ვარჯიშისგან სიამოვნების მიღება.

ღვინიაშვილი სალომე

დარბაზში თითქმის ყოველდღე დავდივარ. ძირითადად, კვირას ვისვენებ ხოლმე. იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ვარჯიშით ვარ დაკავებული – ინტენსიური, პილატესი, ანტიგრავითი, სთრეჩინგი და სხვა, ვცდილობ კვირის დღეებზე გადავანაწილო.

ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე, რომ მთავარი, რაც World Class Georgia-ს გამოარჩევს, ოჯახური გარემოა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური მწვრთნელები და ის ინფრასტრუქტურა, რაც აქ გვხვდება. სწორედ ეს ყველაფერი ერთად ქმნის გამორჩეულ ადგილს, სახელად – World Class Georgia.

განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ნინი ხუროძე და მწვრთნელები, რომლებიც გვავარჯიშებენ მე და ზურას. ასე შეგვაყვარეს ვარჯიში. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩემი ცხოვრება იყოფა World Class-ამდე და World Class-ის შემდეგ. ვვარჯიშობდი, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ არასდროს მიყვარდა. ახლა კი, საერთოდ სხვა დამოკიდებულება მაქვს და ეს სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა.

ჩემს სოციალურ ქსელებში ყოველთვის ვაზიარებ ვარჯიშის ვიდეოებს. ძალიან მიხარია, როცა მწერენ, რომ ამით მოტივაცია ეძლევათ. მიხარია, რომ ბევრი თინეიჯერისთვის ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად ვაძლევ მოტივაციას. ეს ნამდვილად უკეთესობისკენ ცვლის ადამიანის არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ შინაგან სამყაროსაც. 

ზურა ხიზანიშვილი

ფეხბურთელი, World Class Georgia -ს ბრენდ ამბასადორი

ზურა ხიზანიშვილი

World Class Georgia-ს დიდ ოჯახს პირველად სალომე შემოუერთდა, დაახლოებით ორი წლის წინ. მალევე, მეც შემოვუერთდი. ჩემი პროფესიისა და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვარჯიში ყოველთვის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. სწორედ ვარჯიშის სურვილით მოვედი თავიდან აქ. მაგრამ, World Class Georgia-ს გუნდმა და ოჯახურმა გარემომ, რაც აქ დამხვდა, კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომცა. 

ძირითადად, დილაობით ვვარჯიშობ. კვირაში, მინიმუმ, სამი დღე. ხანდახან, კვირაში ხუთი დღეც. არის ხოლმე დღეები, როცა აქ უბრალოდ მეგობრების სანახავად, სასაუბროდ მოვდივარ. ისეთი განწყობაა, რომ აქ არამხოლოდ ვარჯიში, არამედ, მოსვლა და ურთიერთობებიც გსიამოვნებს.

მეც და სალომესაც გვიყვარს სიახლეები, ახალი აღმოჩენების გაკეთება, შესაბამისად, თითქმის ყველა ვარჯიში ვცადეთ – შედარებით აქტიურიც და იოგა, პილატესიც… World Class-ს ეს უპირატესობაც აქვს, რომ მრავალფეროვანი ვარჯიშების არჩევანია და ეს პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის. 

ხიზანიშვილი ზურა

ვფიქრობ მთავარი, რითაც World Class Georgia გამორჩეულია, არის ძლიერი გუნდი. მათი კვალიფიკაცია, გუნდურობა, ორგანიზებულობა, დამოკიდებულება ერთმანეთისა და მომხმარებლების მიმართ, ქმნის ოჯახური გარემოს და აქ ყოველი მოსვლა განსაკუთრებით სასიამოვნოა.

ავტორი: ანა არაბიძე

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ფოტო: ნათია ასანიძე (LIG Studio)

ასევე წაიკითხეთ