Pullman Tbilisi Axis Towers – Our World is Your Playground

ულმანის ისტორია 1864 წელს იწყება, როდესაც ჯორჯ პულმანმა, მატარებლით მოგზაურობისას,  ახალი კონცეფცია შეიმუშავა  – ძილის შესაძლებლობა მგზავრობის დროს.  1867 წელს კი,  გახსნა პირველი „სასტუმრო ბორბლებზე“, რითაც ახალი  სტილი, კომფორტი, უსაფრთხოება და რაც მთავარია, ფუფუნების შეგრძნება შემოიტანა. ასე დაიწყო „პულმანის“ ისტორია. ამჟამად, მსოფლიოს 40 ქვეყანაში, მისი კონცეფციით შექმნილი 145-ზე მეტი სასტუმრო წარმატებით ფუნქციონირებს.

სულ მალე, ამ ქვეყნების სიას საქართველოც შეუერთდება. ივნისში, ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში, პრემიუმ კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers  გაიხსნება. ოფიციალურ გახსნამდე,  გადავწყვიტეთ სასტუმროს გამორჩეული ატმოსფერო და ხასიათი ამ უმშვენიერესი ფოტოპროექტით გაგაცნოთ. Fashion სტილის გადაღებისთვის, მოდელებმა თამუნა ინგოროყვას სამოსი მოირგეს. ფოტოპროექტი, სლოგანით –  Our World is Your Playground – Pullman Tbilisi Axis Towers -ის რესტორან Dumas-სა და ბარ Weather Report-შია გადაღებული.

Ingorokva Collection Hotel Pullman City

ვინსენტ დიუჟარდენი – სასტუმროს გენერალური მენეჯერი

თქვენი კარიერის არაერთი  საინტერესო წლის მანძილზე   ბევრი წარმატებული სასტუმროს პროექტი გაქვთ განხორციელებული … ვისაუბროთ ამ გამოცდილებაზე. 

სასტუმროს ინდუსტრიასა და Accor Group-ში  მოღვაწეობა 1988 წელს დავიწყე.  ეს არჩევანი არასდროს მინანია, რადგან ყოველი დღე განსხვავებულია. საქმის სიყვარული ჩემი მთავარი დევიზია. ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში ყველაზე რთული და ამაღელვებელი ეტაპი სასტუმროების გახსნაა, რომელსაც უკვე მეოთხედ ვაკეთებ,  ამჯერად თბილისში,  საოცარი Pullman Tbilisi Axis Towers -ით. ეს პროცესი რაღაცით „პაზლს“ ჰგავს, რომელიც, ოფიციალური გახსნის დღემდე, ნაწილ-ნაწილ და დღითიდღე უნდა შეკრა. ბოლოს კი, გრძნობ ემოციას, კმაყოფილებას და ხედავ შენი გუნდის წევრებისა და სტუმრების ღიმილს.

დიუჟარდენი ვინსენტ

ბელგიაში გატარებული 10 წლის შემდეგ, სადაც Accor-ის ერთ-ერთი ბრენდი გავხსენი, 10 წლით დასავლეთ აფრიკაში გადავინაცვლე (ბურკინა ფასო, მალი და სენეგალი),  სადაც  Sofitel-ის ბრენდში ვმუშაობდი. ამის შემდეგ, ევროპაში დაბრუნება გადავწყვიტე.  ბულგარეთში  გავხსენი Novotel Sofia. ამას მოჰყვა Novotel Warsaw Centrum (პოლონეთი), რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერობს ოთახების რაოდენობით (742). შემდეგ – მოსკოვი (რუსეთი) ასევე დიდი სასტუმროთი Novotel/Adagio/Ibis (701 ოთახი). და ბოლოს, სოჭის ლეგენდარული სასტუმრო – Swissotel Kamelia.

ახალი ეტაპი, სახელად საქართველო და Pullman Tbilisi Axis Towers

Covid პანდემიის პირობებში, რამდენჯერმე გადადებული გახსნის შემდეგ, Pullman Tbilisi Axis Towers-ი 2022 წლის ივნისს გააღებს კარს და ჩვენ დიდი სიამაყით წარვადგენთ ვაკეში მდებარე ამ მშვენიერ პროექტს, რომელიც არა მარტო ქართველ, არამედ, საერთაშორისო სტუმრებსაც გააოცებს.

ჩვენი სასტუმრო უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას თავისი ფრანგული რესტორნითა და 37-ე სართულზე მდებარე „სქაი ბარით“, რომელიც სტუმრებს ქალაქის უნიკალურ ხედებს სთავაზობს.

Pullman Tbilisi იდეალურია არა მხოლოდ საქმიანი ვიზიტებისთვის, არამედ განტვირთვისთვისაც. ჩვენთან, როგორც საერთაშორისო სტუმრებს, ისე ადგილობრივ მომხმარებელს შეეძლება უქმე დღეები აუზსა და ფიტნესცენტრში ნაყოფიერად გაატაროს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს კონცეფცია სტუმრებისთვის შთამბეჭდავი გარემოს შექმნაზეა აგებული.

ამგვარი მსხვილი და წარმატებული ფრანგული ბრენდის, Accor-ის ჯგუფში შემავალი სასტუმროს გახსნის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის…

ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ-კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ის შემოსვლა საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნის ტურისტული მიმართულებით განვითარებისა და წინსვლისთვის. საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა უცხოელებისთვის. ტურიზმი კი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი სექტორია. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან უმაღლესი დონის სერვისისა და განსაკუთრებული შთაბეჭდილებების შეთავაზება იქნება სასტუმროს წარმატების წინაპირობა.

Pullman Tbilisi Axis Towers

კოვიდ პანდემიისა და რეგულაციების ფონზე, მთელ მსოფლიოში, ისევე როგორც საქართველოში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტურიზმი, ფაქტობრივად, შეწყდა. თუმცა, უკვე ვხედავთ მოგზაურობის აღდგენის ძალიან დადებით დინამიკას. მოგზაურებს მოენატრათ ახალი ადგილების აღმოჩენა, დადებითი ემოციებისა და საინტერესო თავგადასავლების შეგრძნება. ტურისტებს Pullman-ში საშუალება ექნებათ მიიღონ პრემიუმ კლასის სერვისი და კომფორტი.

ვისაუბროთ უშუალოდ სასტუმროზე, მის კონცეფციაზე

Pullman Hotels & Resorts ამკვიდრებს მოგზაურობისა და ცხოვრების ახალ ტემპს და სტუმრებს ზუსტად იმ გარემოში მასპინძლობს, რომელიც მათ სჭირდებათ მუშაობის, გართობისა და შთაგონებისთვის.

სასტუმრო პულმანი თბილისი

სასტუმრო Pullman-ის ერთ-ერთი მთავარი მიდგომა, ნაყოფიერ მუშაობასთან ერთად, მაქსიმალური დასვენების და გართობის შესაძლებლობის შეთავაზებაა. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ Work hard – Play hard კონცეფციით. კრეატიულობის სტიმულირების მიზნით, შეხვედრების 7 ახალი სტილის ოთახი  არღვევს  დამკვიდრებულ ნორმებს. შეხვედრებისა და კონფერენციების დროს მონაწილეები მუშაობენ  და ამავდროულად, არაორდინალური განტვირთვის საშუალებები აქვთ. თბილისში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოლრუმს, რომელიც 800 კვადრატულ მეტრზეა გადაშლილი და 4 სინქრონული თარგმნის  ჯიხური აქვს, თან ახლავს მისაღები სივრცე ტერასით. ჩვენი გუნდი მზადაა ნებისმიერი ტიპის ღონისძიებას Pullman-ის ყველა სტანდარტის დაცვით უმასპინძლოს.

Pullman Tbilisi Axis Towers x CITY

ხელოვნება Pullman-ში არის თავგადასავალი, რომელშიც ჩვენ ყველანი ვართ ჩართული. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც იქნება არა მხოლოდ დასარჩენი ადგილი, არამედ დადებითი ემოციების წყარო სტუმრებისათვის. სტუმარ-მასპინძლობისა და ხელოვნების სფეროები საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება და მათ ბევრი საერთო წერტილი აქვთ.

სლოგანი Our World is Your Playground-ის გარშემო გაერთიანებული ფოტოპროექტის მიზანი იყო, გახსნამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გვეჩვენებინა სასტუმროს ხასიათი, დეტალები და ატმოსფერო.

თამუნა ინგოროყვას არაჩვეულებრივმა სამოსმა იდეალურად გადმოსცა როგორც რესტორან Dumas-ის, ასევე ბარ Weather Report-ის უნიკალურობა.

Tamuna Ingorokva City

სასტუმროს სხვა სივრცეები კი გავაერთიანეთ კულტურის სფეროს სხვადასხვა ელემენტის შერწყმით.

სასტუმროს ერთ სივრცეში, რომელსაც Artist Playground ჰქვია, წელიწადში რამდენჯერმე გაიმართება Art Nights, სადაც ჩვენს სტუმრებს რამდენიმე საათით რეალობას  მოვწყვეტთ, გადავიყვანთ ფანტაზიის, შთაგონების და კრეატიულობის სამყაროში.

როგორ ფიქრობთ, რა იქნება სასტუმროს  განსაკუთრებულობა, რა გამოარჩევს Pullman Tbilisi Axis Towers-ს?

Pullman Tbilisi Axis Towers არის ინდუსტრიულ-მოდერნისტული დიზაინით შექმნილი, პრემიუმ კლასის სასტუმრო. ღირსშესანიშნავი და შესაშური ცენტრალური ადგილმდებარეობით Axis Towers-ში, სასტუმრო იდეალური ადგილი იქნება თანამედროვე მოგზაურებისთვის.

სასტუმროს 220 ოთახიდან არაჩვეულებრივი პანორამული ხედებია მთელ თბილისზე. გრძელი სამუშაო დღის თუ ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდეგ, სტუმრები შეძლებენ ივახშმონ 36-ე სართულზე მდებარე ფრანგულ რესტორანში Dumas და შემდეგ დააგემოვნონ ექსკლუზიური კოქტეილები 140 მეტრის სიმაღლეზე მდებარე „სქაი ბარში“ Weather Report.

Pullman-ი სტუმრებს  მართლაც გამორჩეულ გარემოს სთავაზობს, სადაც საქმე და სიამოვნება შერწყმულია. სტუმრებს ექნებათ საშუალება განიტვირთონ Axis Towers Wellness ცენტრში, სადაც მათ დახვდებათ 25 მეტრიანი აუზი, 3 ტიპის საუნა, 2 ჯაკუზი, უახლესი სავარჯიშო აღჭურვილობის მქონე დარბაზი და დიდი ტერასა.

სასტუმროს ლობიც კი განსხვავებულია. ეს არ არის ის სტანდატრული მისაღები, რასაც მიჩვეულები ვართ. Junction-ის კონცეფცია მოიცავს როგორც სარეგისტრაციო ადგილს, ასევე  ბარის სივრცეს, გასართობ ოთახსა და ღვინის კუთხეს. აქ სტუმარს შეეძლება როგორც მუშაობა, ასევე გართობა და მეგობრების მიღება.

Hotel Pullman Tbilisi

ლოკაცია: სასტუმრო Pullman

ასევე წაიკითხეთ