პრინცესა დაიანას ტრანსცენდენტული მოდა

უელსის პრინცესა, ლედი დაიანა არა მხოლოდ ქველმოქმედებითა და კეთილი ბუნებით არამედ, ელეგანტური სტილითაცაა ცნობილი. მისი ინდივიდუალიზმი და თავისუფლება უამრავი ცნობილი ვარსკვლავის შთაგონების წყარო გახდა.

დაიანა პრინცესა

თეთრი სვიტერი, Oversized პიჯაკი, მაღალწელიანი ჯინსი და კოვბოის ჩექმები იდეალური ქუჩის სტილია. ამ ყველაფერს კი, ლურჯი კეპი აგვირგვინებს. ლედი დაიანას სტილით შთაგონებულმა კენდალ ჯენერმა, Oversized ჰუდთან ერთად, თეთრი ჩექმები მოიხდინა. მოდელმა დაიანას სტილი ახლებური ტენდენციით წარადგინა.

კენდალ ჯენერი

ლედი დაიანა ხშირად თანამშრომლობდა დიზაინერ კეტრინ უოკერთან. 1989 წელს, ლონდონის კოლიზეუმში, „გედების ტბის“ პრემიერაზე, ეუელსის პრინცესას სწორედ კეტრინის სამოსი ეცვა. ტანზე მომდგარ მაღალწელიან კაბაში, რომელიც თეთრ და ვარდისფერ ფერებში იყო გადაწყვეტილი, დაიანა არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. 

პრინცესა დაიანა

ლედი დაიანას ტენდენცია – “ბაიკერ” შორტები

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება ლედი დაიანასგან მუდამ მოკრძალებულ იერს მოელოდა, ის კომფორტულად ჩაცმას მაინც არ უშინდებოდა. შუა 90-იანებში, პრინცესა სპორტულ ტანსაცმელს უწევდა პოპულარიზაციას. London’s Chelsea Harbour Club-ში ვარჯიშის შემდეგ, პაპარაცები მას ხშირად აფიქსირებდნენ სპორტულ ტანისამოსში. სტილს ელეგანტურობა რომ არ დაჰკარგვოდა, დაიანა მას შავ სათვალეებსა და Tote ჩანთას უხამებდა. სულ მალე, მისი სპორტული ტანსაცმელი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტენდენცია გახდა, რომელსაც პოპულარობა არ დაუკარგავს. 

დღესაც დაინახავთ ლედი დაიანას სპორტული სტილით შემოსილ უამრავ ცნობილ ვარსკვლავს. მათ შორის, ემილი რატაკოვსკის. მოდელმა ქუჩაში ძაღლთან ერთად სეირნობისას, “ბაიკერ” შორტები ზოლიან სვიტერთან ერთად მოიხდინა. აქსესუარებიდან ემილიმ გველის ტყავის ჩანთა, შავი სათვალე და კომფორტული ბოტასები არჩია.

ცნობილ მსახიობს, კრისტენ სტიუარტს “ბაიკერ“ შორტები შანელის შავ მოსაცმელთან ერთად აცვია, რომელიც 2022 წლის კოლექციიდანაა. სტილი ელეგანტურობისა და ყოველდღიური სამოსის იდეალური ჰარმონიაა. მსახიობმა Nike’s low retro Dunks კლასიკური სამოსის ნაწილებს შეუხამა. 

თუ თქვენ გრძელი და დამღლელი დღე გელით და გსურთ მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, აიღეთ მაგალითი კრისტენისა და ლედი დაიანასგან და ჩაიცვით “ბაიკერ” შორტები.

ავტორი: ნატალია პაპუაშვილი

ასევე წაიკითხეთ