Power Woman მაია ჩხენკელი

2022 წელს, „სითის“  საახალწლო ნომერში ერთ არაჩვეულებრივ ქალბატონზე უნდა მოგიყვეთ. მაია ჩხენკელზე, რომლის ისტორიაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძლიერი ქალებისთვის შეუძლებელი არაფერია. უკვე ცხრა წელია წარმატებით მართავს სილამაზის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიას და სალონს – Pivot point-ს, ჰყავს ოთხი ქალიშვილი და აქვს  ბევრი საინტერესო გატაცება…

მაია ჩხენკელი

დავიწყოთ თქვენი საქმიანობით…

მინდოდა  გამეხსნა სივრცე, სადაც მსურველებს  სტილისტობას, მანიკიურის, პედიკიურისა და ვიზაჟის სპეციალობას საფუძვლიანად შეასწავლიდნენ. Pivot Point ამერიკული ბრენდია. 50-ზე მეტ ქვეყანაში არსებობს და მსოფლიოს მასშტაბით 3000-ზე მეტი სკოლა აქვს გახსნილი.  სწავლების შემდეგ, საერთაშორისო დიპლომს გასცემენ. უნიკალურია ჩვენს აკადემიაში სწავლის მეთოდიც. გვყავს პროფესიონალი პედაგოგები. მიხარია, რომ ჩვენი აკადემიის სტუდენტები წარმატებით მუშაობენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რაც შეეხება სალონს, ვცდილობთ მეგობრულ, სასიამოვნო გარემოში კიდევ უფრო გავალამაზოთ ჩვენი მომხმარებლები. ვამაყობ, რომ გვყავს პროფესიონალი, მზრუნველი და ძალიან ყურადღებიანი გუნდი.

ჩხენკელი მაია

აქტიური ცხოვრების სტილი

ძალიან მიყვარს სპორტი, ექსტრიმი და ზოგადად, აქტიური ცხოვრება. ვთამაშობ კალათბურთს, ჩოგბურთს, დავდივარ ფიტნესის  დარბაზშიც. განსაკუთრებით მიყვარს მოგზაურობა და ახალი მოგონებების შექმნა. ვცდილობ ჩემი შვილებიც შევაჩვიო აქტიურ ცხოვრებას, შრომას და ყოველთვის ახლის სწავლის სურვილს.

Chkhenkeli Maya

დანიელა, გაბრიელა, ბარბარე და სესილი…

ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყით ვამბობ ხოლმე, რომ ოთხი გოგოს   – 18 წლის დანიელას, 8 წლის გაბრიელას, 7 წლის ბარბარესა და 6 წლის სესილის დედა ვარ. საკუთარი და სამსახურის საქმეები,  სანამ გოგონები სკოლაში არიან, მანამდე უნდა მოვასწრო. მერე უკვე, მათ განკარგულებაში ვარ. ვცდილობ  მათთან ერთად მაქსიმალურად მეტი დრო გავატარო.  რაც არ უნდა დამღლელი და რთული იყოს, თავად დამყავს ყველგან – სხვადასხვა წრეზე, ცეკვაზე, მუსიკაზე, სპორტზე… წელს დანიელასთვის მნიშვნელოვანი წელია. სტუდენტობისთვის ვემზადებით. ალბათ  ყველა დამეთანხმება, რომ ყველაზე სასიამოვნოდ მაშინ იღლები, როცა ბავშვების საქმეებით ხარ დაკავებული.

Maya Chkhenkeli
Chkhenkeli Maya

თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი აქვს. ხანდახან კამათობენ კიდეც, მაგრამ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ, სულ ერთმანეთზე ფიქრობენ… ვცილობ  ისე აღვზარდო, გააზრებული ჰქონდეთ, რომ ერთმანეთისთვის მთავარი ადამიანები არიან და მთელი ცხოვრება ერთმანეთს გვერდში უნდა ედგნენ.

ჩხენკელი მაია შვილებთან

ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილები იყვნენ კეთილები, მოსიყვარულეები.  მადლიერები იყვნენ იმის, რაც აქვთ და ჰქონდეთ მათი დახმარების სურვილი, ვისაც ეს სჭირდება.

ფოტო: ლიზა გაბუნია / Blackbird Studio

ასევე წაიკითხეთ