ფრანგული  კოსმეტიკური ბრენდის,  „ლოქსიტანი“  ბუტიკი მალე „სითი მოლში“ გაიხსნება

ფრანგული კოსმეტიკური ბრენდი „ლოქსიტანი“ 1976 წელს შეიქმნა. პირველი მაღაზიის კარი 𝟏𝟗𝟖𝟏 წელს,  პროვანსში გაიღო.   დღეს,  მსოფლიოს მასშტაბით 𝟗𝟑 ქვეყანაში მისი 𝟑 𝟎𝟎𝟎-ზე მეტი ბუტიკი არსებობს. თანაც, ისეთ პრესტიჟულ ქალაქებში, როგორიცაა: პარიზი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი და ტოკიო. მათ რიცხვს უკვე თბილისიც შეუერთდა.  ი.ჭავჭავაძის გამზ.#𝟒𝟎-ში „ლოქსიტანის“ ყვითელი, კაშკაშა  სივრცე გელით. ფრანგული კოსმეტიკა და სურნელოვანი პარფიუმი,  მაგიური ნივთები, ლამაზი და დახვეწილი გარემო – ეს ის სამყაროა, რომელსაც „ლოქსიტანის“ ულამაზესი  სივრცე გთავაზობთ.

𝐋’𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞, ლოოო-ქსიი-ტანი – ბრენდის ეს  სახელი ნიშნავს „ქალბატონებს ოქსიტანიიდან“.  ოქსიტანია სამხრეთ საფრანგეთის ძველი გეოგრაფიული დასახელებაა, სადაც ხარობს „ლოქსიტანის” პროდუქციის მთავარი ინგრედიენტები: ლავანდა, ნუშის ხე, ვერბენა და უკვდავა. ბრენდის პროდუქცია პირდაპირ პროვანსიდანაა, გამორჩეული შემადგენლობით და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული.  ბუტიკში თქვენ აღმოაჩენთ „ლოქსიტანის“ სხეულისა და სახის მოვლის მრავალფეროვან ასორტიმენტს; ისეთ ცნობილ ხაზებს, როგორიცაა ნუში, ვერბენა, შია, აქვა და უკვდავა. მათი სურნელი და ნაზი, ჰაეროვანი სტრუქტურა ნებისმიერ მომხმარებელს გამორჩეულ ქალად აგრძნობინებს თავს. გასნაკუთრებული სიყვარულით გვინდა  გამოვყოთ 𝐋’𝐎𝐜𝐜𝐢𝐭𝐚𝐧𝐞 𝐈𝐦𝐦𝐨𝐫𝐭𝐞𝐥𝐥𝐞-ს  საამაყო პროდუქცია, რომელიც ღვთაებრივ უკვდავას შეიცავს. 𝑰𝒎𝒎𝒐𝒓𝒕𝒆𝒍𝒍𝒆 ულამაზესი ყვითელი ყვავილია და ქართულად „უკვდავას“ ნიშნავს.  ეს ხაზი  შექმნილია ქალბატონების მარადიული სილამაზისთვის.  ჭავჭავაძის ბუტიკში, ბრენდი წარმოდგენილია სამი განსხვავებული ხაზით: ლოქსიტანის Immortelle Precious —  გთავაზობთ დაბერების პირველი ნიშნებთან ბრძოლის სრულ სერიას. 𝐈𝐦𝐦𝐨𝐫𝐭𝐞𝐥𝐥𝐞 Divinesს ხაზი იცავს კანს გარემოს მავნე  ზემოქმედებისგან, ეფექტურად ამცირებს ნაოჭებს და სახის ნაკლოვანებებს. ხოლო  Immortelle Reset, წარმოდგენილი   გამორჩეული შრატებით და საცხებით, განკუთვნილია ყველა ტიპისა და ასაკის კანისთვის. ხაზის ყველა პროდუქტი სავსეა სასარგებლო ინგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ დაღლილობის ნიშნების შემცირებას, ახდენენ ნაოჭების პრევენციას და ებრძვიან უკვე წარმოქმნილ ნაოჭებს, არბილებენ და ათანაბრებენ კანის ზედაპირს.

ნატურალური ინგრიდიენტები „სილამაზის კუნძულიდან“, კორსიკიდან არის შერჩეული.  პროდუქციის სურნელი და ნაზი, ჰაეროვანი სტრუქტურა ქალბატონებს სილამაზესა და თავდაჯერებულობას მატებს და, რაც მთავარია, ბედნიერებას ანიჭებს. ეს არის მიზეზი, რატომაც ირჩევენ მსოლფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონები სახისა და სხეულის ყოველდღიური მოვლისთვის ფრანგულ ნატურალურ კოსმეტიკას, „ლოქსიტანი“!

უახლოეს მომავალში ფრანგული სუნამოების, სხეულისა და სახის მოვლის საშუალებების მწარმოებელი კომპანია  „ლოქსიტანი“ თბილისში კიდევ ერთ სილამაზის სივრცეს, ამჯერად, „სითი მოლში“ შემოგვთავაზებს, სადაც გველის  ბევრი სიახლე, გამორჩეულად ლამაზი და თბილი  გარემო.

ასევე წაიკითხეთ