“პარკ გრილი” – ახალი რესტორანი “თბილისი მარიოტისგან”

დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით – „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის.

თუ გსურთ თვალი გადაავლოთ თბილისის ისტორიას, რომელიც ბოლო 100 წელია დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე – რუსთაველზე – იწერება, იგრძნოთ კომფორტი,  რომელსაც თანამედროვე განათებისა და პასტელური ფერების სინთეზი ქმნის, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ სასტუმრო „თბილისი მარიოტს“, სადაც დაგხვდებათ ის გარემო, რომელშიც, უკვე 100 წელზე მეტია, ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთთან ჰარმონიულად თანაარსებობს.  სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ მომხამრებელს თავის უნიკალურ პროდუქტებთან და სერვისებთან ერთად, სრულიად ახალ სივრცეს – „პარკ გრილ“ რესტორანს სთავაზობს.

პარკ გრილი თავის სივრცეში აერთიანებს პრემიუმ ხარისხის ავსტრალიურ ხორცის ნაირსახეობებს, რომელიც დაძველებულია მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, „დრაი ეიჯერის“ ხორცის დავარგების კაბინეტში, სრულყოფილად მომზადებული, პარკ გრილისთვის დაკომპლექტებულ, საავტორო ჯოსპერის გრილზე. ელეგანტური და შთამაგონებელი გარემო, უცხოური და ადგილობრივი უნიკალური ვაზის ჯიშის ღვინოები და უმაღლესი ხარისხის მომსახურება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც პარკ გრილის სრულყოფილ გარემოში დაგხვდებათ. პარკ გრილის დიზაინი და ავეჯი  ინგლისში წამყვანი ბრენდების მიერ არის შემუშავებული.

პარკ გრილის დახვეწილ გარემოში მარიოტის კვალიფიციური შეფების დახმარებით სტუმრებს საშუალება ექნებათ, უფრო მეტად გაეცნონ მარიოტის უნიკალურობას და თანამედროვე ელემენტების დახმარებით შეიგრძნონ შემორჩენილი ტრადიცია, რასაც წლების განმავლობაში ინარჩუნებდა სასტუმრო. პარკ გრილი სტუმრებს საღამოს ხუთი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე მოემსახურება.

თბილისი მარიოტი ასევე სულ მალე სტუმრებს კიდევ ერთ ახალ ობიექტს – მაჯესტიკ ბარს შესთავაზებს. ეს არის ადგილი, სადაც საგანგებოდ შერჩეული სიგარებისა და განსაკუთრებული სასმელების განუმეორებელი არჩევანი დაგხვდებათ. მაჯესტიკ ბარი იდეალური ადგილია სალონური საუბრებისათვის, პარტნიორებთან დისკუსიებისათვის. ისაუბრეთ უნიკალურ თემებზე და ისიამოვნეთ პრემიუმ ხარისხის სიგარისა და ბრენდის შთამაგონებელი გემოებით. მაჯესტიკ ბარი სტუმრებს დღის 3 საათიდან ღამის 3 საათამდე მოემსახურება.

პარკ გრილი

ასევე წაიკითხეთ