დღეს საქართველო და მისი დედაქალაქი რუკაზე უკვე მკაფიოდ იკვეთება, ტურისტულადაც ვითარდება. შედეგად, უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოდის საცხოვრებლად, სამუშაოდ. ალბათ არ იქნება გასაკვირი თუ გეტყვით, რომ საქართველოში, კულტურული და გასტროტურიზმის გვერდით, წამყვან ადგილს შოპინგი იკავებს. ამ თემაზე მუშაობისას, დავინტერესდი რომელ ადგილებს არჩევს მომხმარებელი საშოპინგოდ და მათ შორის რომელს აქვს დიდი ისტორია. კვლევა-ძიებისას აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე ბრენდად ქცეული მაღაზია „პარიზი“, რომელიც „სითის“ ყურადღების ცენტრშიც არა ერთხელ მომხვდარა, ერთ-ერთია იმ წამყვან და მოთხოვნად მაღაზიებს შორის, რომელსაც მომხმარებელი არა თუ ირჩევს, არამედ რეკომენდაციასაც უწევს, როგორც საუკეთესო ადგილს გემოვნებიანი შოპინგისთვის.
როგორც უკვე გითხარით, „პარიზს“ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ ეს მაღაზია იყო პირველი, რომელმაც მისცა დასაბამი ქალაქის რიტმს მოდის ინდუსტრიაში. სწორედ მან გადადგა პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლამაზ ვიტრინიანი მაღაზიები ჩვენთვის დასავლეთთან, მეტად განვითარებულ ქვეყნებთან ასოცირდებოდა და მიუწვდომელ ხილად გვეჩვენებოდა. მან ასწავლა ადამიანებს კონსულტანტთან გასაუბრება თუ რჩევის მიღება. გარდა იმისა, რომ თავად მაღაზია ძალიან სწორად ვითარდებოდა, ის ზრდიდა და ავითარებდა საკუთარ მომხმარებელსაც, აყალიბებდა გემოვნებას. ერთი მეორეს ეტყოდა და ასე, ნელ-ნელა იზრდებოდა ცნობადობაც. „პარიზი“ იყო პირველი მაღაზია, რომელიც გამოირჩეოდა ნაფიქრი ვიტრინებით. ისე დელიკატურად იყო შერჩეული თითოეული დეტალი, არასდროს რჩებოდა განცდა, რომ იქ რაღაც შემთხვევით მოხვდა. ასეა დღესაც.
მაღაზიების სწორი განლაგება, თვალში მოსახვედრი ვიტრინა და ულამაზესი ინტერიერი – სწორედ ეს იყო იყო იმ ფაქტორთა შორის, რითაც მომხმარებელმა „პარიზი“ სხვა მაღაზიებს შორის გამოარჩია. ორივე ფილიალი ქალაქის ცენტრშია, პროსპექტს გაჰყურებს. თანამედროვე, ულამაზესი ვიტრინების შერწყმა ძველი არქიტექტურის ფასადებთან, ქალაქის ურბანული განვითარების ნაწილია და განსაკუთრებულ ყურადღებასაც იპყრობს.
გადავწყვიტე წარმატების ფორმულაზე მეტი რამ უშუალოდ მაღაზიის დამფუძნებლისგან გამეგო და ლია ჩეკურიშვილს გავესაუბრე:
– თითქმის 22 წელია, რაც მოდის ინდუსტრიაში ხართ. შეინარჩუნო პოზიცია წამყვან და მოთხოვნად მაღაზიათა შორის ამდენი წლის განმავლობაში, არ არის მარტივი. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს ყველაფერი?
„მაღაზიამ ბევრ ქარცეცხლს გაუძლო. ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ჩვენი წარმატება:
• კავშირები მხოლოდ წამყვან ევროპულ ბრენდებთან — ფრანგული, იტალიური, გერმანული, ავსტრიული, კანადური, ამერიკული; BOGNER, MARCCAIN, WINDSOR, WEILL, DOROTHEE SHUMACHER, RIANI, HARMONT &BLAINE, ELISA FANTI, BEATRICE, PIERO MORETTI, BRAX, MICHAEL KORS და სხვა;
• ამ ბრენდების პროდუქცია საქართველოში მხოლოდ „პარიზში“ იყიდება
• აკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხმარებლის გემოვნებას, რადგან არის როგორც ლუქს, ასევე საშუალო დონის ბრენდები;
• მხოლოდ ახალი კოლექციები, რომელიც აუცილებლად ემთხვევა საზღვარგარეთ არსებულს;
• პროფესიონალი კონსულტანტები;
• ყველა მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა;
ეს ერთობლიობა ქმნის წარმატებული ბიზნესის ფორმულას. თავის მხრივ, თითოეულში ბევრი დეტალი ერთიანდება. მაგალითად, კოლექციის შერჩევისას, როგორც იტყვიან, ხელი მომხმარებლის პულსზე გვიდევს. აუცილებლად ვითვალისწინებთ ქართულ ბაზარს, გემოვნებასა და მოთხოვნებს როგორც ფერების, ასევე სტილისა და ზომების კუთხით. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი კოლექციები მოვარგოთ არა ტურისტებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ჩვენი მთავარი გამოწვევაა.
თუმცა, როგორი გასაოცარი კოლექციაც უნდა გქონდეს, თუ არ გყავს პროფესიონალი კონსულტანტი, რომელთან მისვლაც მომხმარებელს უყვარს და ენდობა, რომელსაც შეუძლია სწორი რჩევა მისცეს როგორი სტილის შარვალი ან კაბა მოუხდება მას, მომხმარებელს მომენტალურად კარგავ. გვქონია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ღონისძიებისთვის 15 წუთში გამოგვიწყვია მომხმარებელი და პირდაპირ წვეულებაზე გაგვიშვია.
სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რატომაც სწორედ ჩვენს ბუტიკში მოდის მომხმარებელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია გარემო და ინტერიერი,რომელიც ძალიან მოსწონთ და ყოველთვის აღნიშნავენ, რომ აქ ხვდებათ განსაკუთრებული სითბო და სილამაზე, რასაც არა მხოლოდ ქართველი მომხმარებელი, არამედ ტურისტიც აფიქსირებს და გვიტოვებენ ჩანაწერებს, რაც მეტად სასიამოვნოა.
სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მოდის ჩვენს მაღაზიაში მომხმარებელი. ასევე, მნიშვნელოვანია გარემოც, თუ რამდენად კეთილმოწყობილია ინტერიერი.
უმეტესწილად, მომხმარებლები საფასო პოლიტიკას ამოწმებენ. რაც ღირს საზღვარგარეთ, იგივე უნდა ღირდეს ჩვენთან. დღეს იმდენი ონლაინ პლატფორმა არსებობს, თუ მომხმარებელი ფასში დაინახავს სხვაობას, რა თქმა უნდა, ჩვენთან არ იყიდის. შევძელით და ერთგული მომხმარებელი უკვე ისე მოგვეჩვია, მას ურჩევნია საზღვარგარეთ ვიზიტისას დრო შოპინგზე არ დახარჯოს, რადგან იცის, როდესაც დაბრუნდება, ჩვენს მაღაზიაშიც შეძლებს ზუსტად იმავეს შეძენას. რაც მთავარია, ვიწერთ ისეთ ზომებსაც, რაც ხშირად ევროპაში მიუწვდომელია.
ეს არის რამდენიმე ძირითადი მომენტი, რის გამოც ჩვენს მაღაზიებზე არის მოთხოვნა. ერთი სიტყვით, იმისთვის რომ ბიზნესმა ნორმალურად ფუნქციონირება შეძლოს, ყველაფერი უნდა გათვალო. მათ შორის, ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობაც. წარმატებას ძალიან ბევრი შრომა და ნერვები ქმნის“.
– თქვენს მაღაზიაში წარმოდგენილი სამოსი მხოლოდ ფრანგული არ არის. მაშინ, რატომ „პარიზი“?
„ჰო, ეს საინტერესო ამბავია. Paris Expo Porte de Versailles არის ყველაზე დიდი საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრი პარიზში, სადაც ყოველწლიურად იკრიბებიან მოდის ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილი ძირითადი ბრენდებიც სწორედ აქ, Pret A Porter Paris-ის გამოფენაზე აღმოვაჩინეთ. სწორედ ასე გადავწყვიტეთ პარიზის ეს სივრცე საქართველოში გადმოგვეტანა“.
ავტორი: თამარ გუნთაიშვილი
ფოტო: ნათია ასანიძე/LIG Studio