ნიშ პარფიუმერიის სახლი –  Vilhelm Parfumerie  საქართველოში შემოდის

თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“, 19 მაისს პრემიუმ პარფიუმერიის მომხამერებლებისთვის ცნობილი ამერიკულ-ფრანგული სუნამოს სახლის  Vilhelm Parfumerie  – ის გალა წარდგენა იმართება.

საქართველო იქნება მსოფლიოში 37- ე ქვეყანა, სადაც ნიშ პარფიუმერიის სუნამოს სახლის პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი. 20 მაისიდან Vilhelm Parfumerie – ის სამყაროს გასაცნობად, შესაძლებელია ესტუმროთ სასტუმრო „სტამბის” დოუმ საკონფერენციო სივრცეს მე-4 სართულზე, სადაც დაგხვდებათ თანამედროვე ხელოვნების გამოფენის სტილის ბრენდის სივრცე. Vilhelm Parfumerie სუნამოს შეძენა კი, უკვე შესაძლებელია ონლაინ მაღაზიის საშუალებით: Vilhelm.store

Vilhelm Parfumerie თანამედროვე ბრენდია, რომელიც ბევრისთვის საქართველოში უკვე კარგად ცნობილი და გამორჩეულია თავისი არომატებით. 2015 წელს ნიუ იურკში იან ვილჰემ ალგრენის (Jan Vilhelm Ahlgren) მიერ დაარსებული ნიშ პარფიუმერიის სუნამოები, იქმნება პარიზში, საფრანგეთში ისეთი ცნობილი ფრანგი პარფიუმერების მიერ როგორიცაა Jérôme Épinette, Bertrand Duchaufour & Marc-Antoine Corticchiato. სუნამოების წარმოებაც ხდება საფრანგეთში.

Vilhelm Parfumerie არის სუნამოების ბიბლიოთეკა. მისი სიძლიერე მდგომარეობს უნიკალურობაში, რადგან თითოეული სუნამოს შექმნისას გამოიყენება უნიკალური, ყველაზე ძვირფასი ინგრედიენტები, იშვიათი შერწყმები და გემოები. ყოველი სურნელი არის კულმინაცია, ფართო, კრეატიული და კოლაბორაციული პროცესის. ვინტაჟისა და სიახლის შერწყმა, რომელიც იწვევს აღიარებას და არის გამორჩეული. Vilhelm Parfumerie არის ოდა წარსულზე, გამოხატული თანამედროვე არომატების ენით და შემოქმედებითი მიდგომით.

Vilhelm Parfumerie უფრო მეტია ვიდრე სუნამო, ეს არის თანამედროვე ხელოვნება პარფიუმის ბოთლში.

ასევე წაიკითხეთ