გრილი, ზაფხული და ლიკა ევგენიძის გემრიელი საუზმე

ახალ სახლში, შატბერაშვილზე, ლიკა ოჯახობით არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადმოვიდა. ამ ულამაზეს სახლში, რომელიც მშვენიერ და სურნელოვან მცენარეებშია ჩაფლული, ლიკას, ნიკას, ანა-სოფიასა და ალექსას გარდა, ცხოვრობენ – ძაღლი ლუსი, კატა ფშუტუ და ზაზუნა გუნდა.

იმას, რომ კვებას  და გემრიელი კერძების მომზადებას ოჯახში  განსაკუთრებული ადგილი უკავია, ორ სართულზე განლაგებული ორი სამზარეულოც მოწმობს და ეზოში, გემრიელი ვახშმებისა და საუბრებისთვის საგანგებოდ მოწყობილი სივრცეც. ლიკა კარგი კულინარია. რჩევას პროდუქტზე ისე არ იძლევა, თავად თუ არ არის მისი მოყვარული და მომხმარებელი. „ ნიკორას“ კლასიკური გერმანული რეცეპტურით დამზადებულ პრემიუმ სოსისების  ცნობილ სამეულს  ის კარგად იცნობს.

ლიკა ევგენიძე

– ჩემს შვილებს ძალიან უყვართ ჰოთდოგები, გემრიელი და ნოყიერი. ამიტომ, მათ ხშირად ვუმზადებ „ფრანკფურტერისგან“. ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური  “ნიკორას“ პრემიუმ სოსისებია, კლასიკური გერმანული რეცეპტურით დამზადებული. პირადად მე, ძალიან მიყვარს ყველიანი სოსისი  „ბერნერი“.  როცა კიდევ  უფრო მსუყე რამ გვინდა, „როსტერს“ ვწვავთ – სოსისს პაპრიკით, ყველითა და სოკოთი. ჩემი აზრით, მაცივარში ეს სამეული თუ გაქვს, არც დილის საუზმეა პრობლემა, არც ლანჩი და არც უეცრად მოსული სტუმრები – ამბობს ლიკა და  საუზმის გასაკეთებლად  სივრცეს არჩევს. საბოლოოდ,  არჩევანი ზედა სართულის სამზარეულოზე კეთდება. ლიკას გრაფიკი ძალიან გადატვირთულია. ოთხი  სხვადასხვა მიმართულების გადაცემა, გადაღებები, ბავშვები, ნიკა, მუსიკა, სახლი, ოთხფეხა ბინადარნი შატბერაშვილის სახლისა და …. კარატეც. ლიკა ევგენიძემ სულ ახლახანს მერვე კიო აიღო  ანუ, ნარინჯისფერი ქამარი.

„ნიკორას“ სამეულით მსუყე საუზმის გაკეთება გადაწყდა. წინ საკმაოდ გადატვირთული დღეა.  ღამით ბავშვები ამერიკაში მიემგზავრებიან, სტამბულის გავლით.  საქმე ბევრია და ენერგიაც დიდია საჭირო.

– მოდით, პორტატულ გრილზე მარტივ, მაგრამ გემრიელ საუზმეს გავაკეთებ. ჩემს სამზარეულოში სხვადასხვა ტიპის კერძებია, რთულიც და მარტივიც. „ნიკორას“ სოსისები მიყვარს იმიტომ, რომ  მაქსიმუმ 10 წუთში გემრიელ საუზმეს გავაკეთებთ. ცხელდება გრილი, ბავშვებისთვის შესაწვავად მზადდება „როსტერი“ და „ბერნარი“, ვიდრე სოსისები იბრაწება, ალექსა, ლიკას უმცროსი შვილი, პირველ სართულზე ჩარბის კვერცხის ამოსატანად. ორი სამზარეულო, ერთის მხრივ, ძალიან კარგია, თუმცა, არბენ-ჩარბენებს მაინც ითვალისწინებს.

ნიკორას რეცეპტები ლიკა ევგენიძე

– ლიკა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ის, თუ როგორ გამოიყურება კერძი, ან მისი მიწოდების ფორმა?

– მე მომწონს ლამაზად მოწოდებულიც და ლამაზად დამზადებულიც. ზომიერების ფარგლებში, ცხადია. ეს ჭურჭელი, სადაც ძეხვეული და კვერცხი მოთავსდა, ჩემი გაკეთებულია. ახალ სახლში რომ გადმოვდიოდი, ძალიან მინდოდა ჩემი გაკეთებული ჭურჭელი მქონოდა.  „სტუდიო 1300“-ში დავიწყე კერამიკაზე მუშაობის სწავლა მეგობრებთან ერთად.  ამ სწავლის შედეგი აი, ეს ჭურჭელია – ამბობს ლიკა და ლამაზი მწვანილებით აფორმებს გრილზე მომზადებულ სოსისებსა და შემწვარ კვერცხებს. ჭურჭელი ძალიან ლამაზია, მართლაც. ისევე, როგორც ყველაფერი ამ სახლში – გემოვნებიანი და ძალიან ორგანული აქაურობისთვის.

ხანგრძლივი მგზავრობისთვის  ენერგიის შესანარჩუნებლად,  ბავშვებმა დიდი სიამოვნებით და ხალისით მიირთვეს. „ნიკორას“ სამეულისგან დამზადებული საუზმე,  რაც  იმ დღის საუკეთესო არჩევანი იყო.

ფოტო: ლიზა გაბუნია

ასევე წაიკითხეთ