“ნიკორას” რეცეპტები – მარტივი წასახემსებელი ნინო ცქიტიშვილისგან

ცნობილი ქართველი მოდელი, ნინო ცქიტიშვილი ახლა უკვე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოს, Look Models Management-ის დამფუძნებელია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ის ყველაფრით გამორჩეულია – გარეგნობით, სტილით… გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა გამიკვირდა როცა აღმოვაჩინე, რომ ასეთივე წარმატებით ირგებს კულინარის ამპლუასაც. “სითის” და “ნიკორას” ერთობლივი პროექტისთვის, “ნიკორას” რძიანი და მინი სოსისებით, ნინომ მისი უმცროსი შვილის საყვარელი, მარტივი და გემრიელი წასახემსებელი მოგვიმზადა. ნინოს ბეთანიაში, აგარაკზე ვესტუმრეთ. იმ დროს მივედით, როცა ეზოში ფუსფუსებდა და ჩვენს გასამასპინძლებლად ხეხილის მოსავალს კრეფდა. პროექტის პირველი კადრიც სწორედ ამ დროს გადავიღეთ.

– ზაფხული ჩემი უსაყვარლესი სეზონია. ძალიან მიყვარს სიცხე და ადვილად ვიტან მაღალ ტემპერატურას. ჩემი ზაფხული, როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან დატვირთულია. საქმიანობიდან გამომდინარე, სრულფასოვანი დასვენება, ფაქტობრივად, არასდროს გამომდის. მხოლოდ უქმეებზე თუ შევძლებ კარგად დასვენებას. წელს დიდი სურვილი მაქვს მივცე ჩემს თავს უფლება 1 კვირა მაინც წავიდე სამოგზაუროდ და დავისვენო.

ბეთანიაში ყოველ ზაფხულს ვიკრიბებით მთელი ოჯახი. ივნისის ბოლოდან ამოვდივართ და სექტემბრამდე აქ ვრჩებით. თუმცა, მაინც ყოველდღე მიწევს სამსახურში სიარული. აქ ყოფნა ძალიან გვიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს არის თბილისთან, ტემპერატურაში სხვაობა თითქმის 10 გრადუსია. საოცარი ჰაერი და სიმშვიდეა. ყველაზე მეტად, აქ ყოფნის დროს გამომდის ჯანსაღად ცხოვრება. ყოველი ჩემი დილა აქ იწყება ყავით, შემდეგ ყვავილების და ჩემი ბაღის მოვლით, ვარჯიშით და ბოლოს აუზით.

მალევე, კალათბურთის თამაშით დაღლილ ანდრიას წახემსება მოუნდა და ნინომ ჩვენი რუბრიკის კერძის მზადებაც დაიწყო. მზადების პროცესში დიასახლისი საკუთარ კულინარიულ ამბებსაც გვიყვება.

– კულინარიას ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარია ადგილი უჭირავს. ზოგადად, მიყვარს კერძების მომზადება და ვთვლი, რომ ძალიან კარგად გამომდის. თუმცა, ადრე უფრო ხალისით, სიამოვნებით და ხშირად ვამზადებდი ვიდრე ახლა. ალბათ, დროის უკმარისობის ბრალია. ვამზადებ ყველანაირ კერძს, გააჩნია რომელი კერძის ხასიათზე ვიქნებით მთელი ოჯახი. უფრო ხორცისგან მომზადებულ კერძებს ვანიჭებთ უპირატესობას. დღეს მარტივი წასახემსებელი უნდა მოვამზადო, რომელიც ანდრიას ძალიან უყვარს. სახელიც კი შეარქვა – “სოსისის გოჭები”.

გემრიელია და უმარტივესი მოსამზადებელი: ვიყენებ “ნიკორას” რძიან ან საბავშვო სოსისს. მიყვარს ეს კომპანია, ვენდობი და უკვე წლებია მის პროდუქტს ვიყენებ. მოსამზადებლად, ცომს ვზელ ერთი დღით ადრე და ვტოვებ მაცივარში. მეორე დღეს ვამუშავებ ღორის ქონით. სასურველია იყოს მუცლის ქონი, რადგან ეს ცომს ხდის ძალიან გემრიელს, ჰაეროვანს და ფხვიერს. ასევე, ღორს მუცლის ქონი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ცხიმია. ცომს ვაბრტყელებთ, ვჭრით ზოლებად, შემდეგ შემოვახვევთ მოხარშულ სოსისებს, რომლის ბოლოებიც დანით უნდა იყოს დასერილი. თავზე კვერცხის და არაჟნის ათქვეფილ მასას წავუსვამთ და შევდებთ 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 15 წუთში კი, “სოსისის გოჭები” უკვე მზადაა.

ფოტო: ანა კოტომაროვა

ასევე წაიკითხეთ