“ნიკორას” რეცეპტები: ვიკა კალანდიას “ცეზარი შაშხით”

ცნობილი მსახიობისა და ყველასთვის საყვარელი ტელესერიალის გამორჩეული გმირის, ვიკა კალანდიას წარმატებისა და პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი, სამსახიობო ხელოვნებასთან ერთად, მისი იმიჯი და სტილია. სიფრიფანა ვიკა თითქოს ყველა გარემოში შეგიძლია წარმოიდგინო, სამზარეულოს გარდა. რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ვიკა საკმაოდ კარგი კულინარია და რეცეპტების გაზიარებაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

ჩვენი რუბრიკის გმირი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს კვების რაციონსა და ცხოვრების სტილს. მიირთმევს ძალზე მცირე ულუფებით და დაკვირვებით. თუმცა, ცხოვრების გადატვირთული რიტმის მიუხედავად, თვლის, რომ სრულფასოვანი კვება აუცილებელია, დღეში ერთხელ მაინც. ჩვენ ვიკას “ნიკორას” რეცეპტების” რუბრიკით მივადექით. ვიკას სრული თავისუფლება მივეცით კერძის შერჩევაში და ინგრედიენტების არჩევაშიც.

ვიკა კალანდია

გაზაფხული დგება, ნანატრი და იმედებით სავსე. ძალიან მინდა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვისაც ჩვეული რიტმი ნელ-ნელა დაბრუნდეს. ბრუნდება კიდეც. ჩემთანაც საინტერესო პროექტები იკვეთება. მათზე მომავალში აუცილებლად მოგიყვებით. იწყება ჩვენი სერიალის გადაღებებიც. რაც იმას ნიშნავს, რომ მეც ჩვეულ და ძალიან დატვირთულ რიტმს ვუბრუნდები. რას მოვიმზადებდი ჩემთვის სწორედ ასეთ დატვირთულ დღეს? არჩევანს, მაინც, სალათზე გავაკეთებდი. მაგალითისთვის, “ცეზარის” სალათზე, რომელიც მართლა ძალიან მიყვარს. შემოგთავაზებთ “ცეზარს” “ნიკორას” შაშხით, რომელიც სალათს უფრო მსუყეს ხდის და განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ის საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და ყველა იმ ინგრედიენტს, რომელსაც თქვენ რეცეპტში წაიკითხავთ, იოლად იპოვით “ნიკორას” სუპერმარკეტების ქსელში. ჩემს სახლთანაც, ცხადია, არის “ნიკორას” მარკეტი. წლების მანძილზე გამოვცადე და ამოჩემებული პროდუქტებიც მაქვს. მათ შორის, ძეხვეული. “ცეზარის” შემთხვევაში, “ნიკორას” შაშხი შევარჩიე. საფანელში ამოვლებული და შემწვარი მართლაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს ამ კერძს. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი გაზაფხულის სალათა მოგეწონებათ და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ.

“ცეზარი” “ნიკორას” შაშხით

ინგრედიენტები :

ცეზარი რეცეპტი

“ნიკორას” შაშხი (ჩალაღაჯი, შეიკა) – 100-100 გრამი

სალათი “აისბერგი” – 300 გრამი

კვერცხი – 3 ცალი

საფანელი

ფქვილი

პარმეზანი/დახეხილი – 50 გრამი

ლიმონის წვენი – 1 სუფრის კოვზი

ლიმონის ცედრა – 0.5 ლიმონი

მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი

არაჟანი 20%-იანი – 1 სუფრის კოვზი

“ვორჩესტერის” სოუსი – 1 სუფრის კოვზი

დახეხილი ნიორი – 0.5 კბილი

პურის კრუტონები – 50 გრამი

ზეითუნის ზეთი – 50 გრამი

ცეზარის ე.წ. “დრესინგს” ვამზადებთ მითითებული ინგრედიენტებით. მცირე კუბებად დაჭრილ პურს მოვასხათ ნივრიანი ზეითუნის ზეთი და გავხუხოთ ტაფაზე, ოქროსფერ ქერქამდე. “ნიკორას” ჩალაღაჯი და შეიკა ამოვავლოთ ფქვილში, ათქვეფილ კვერცხსა და საფანელში. შემდეგ კი შევწვათ “ფრიტიურში”, შესაძლებელია ტაფაზეც. გავაგრილოთ და დავჭრათ სლაისებად. შაშხი შესაძლებელია ჯერ დაჭრათ წვრილ ნაჭრებად და შემდეგ, ფქვილსა და კვერცხში ამოვლებული, შევწვათ. ეს თქვენს სურვილსა და ხასიათზეა. მოვხარშოთ 2 კვერცხი და თითო ოთხ ნაჭრად დავჭრათ. ასევე, დავჭრათ “აისბერგის” ფურცლები და, პურის კრუტონებთან ერთად, მოვათავსოთ ამოსარევ ჯამში. დავუმატოთ 1 სუფრის კოვზი “დრესინგი” და ნაზად ამოვურიოთ. გადავიღოთ სალათის თეფშზე, მოვაყაროთ დახეხილი პარმეზანი. მივუწყოთ “ნიკორას” დაჭრილი შაშხი და კვერცხი.

ცეზარი “ნიკორას” შაშხით მზადაა. ის მსუბუქიცაა, გაჯერებული სალათის ფურცლებით, მაგრამ, ამავდროულად, ნოყიერი და ძალიან გემრიელი!

ტექსტი: ნატალია ყიფიანი

ფოტო: ლიზა გაბუნია

მაკიაჟი: ნინო მარტაშვილი

ასევე წაიკითხეთ