New Year, New Routine

ახალი წლის დღეები ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში მოიმატა კითხვამ – რით ვუშველოთ საახალწლო სუფრის ზეგავლენით გაჩენილ გამონაყარს? უნდა აღინიშნოს, რომ სახის კანის მდგომარეობაზე პირბადეც საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს. არსებობს რჩევები, რომელთა დაცვით მაქსიმალურად ავირიდებთ ამ მიზეზების გამო გამონაყარის გაჩენასა თუ არსებულის გამწვავებას. განსაკუთრებით, სახის კანისთვის ამ ისედაც “მძიმე”, პოსტ-ახალი წლის პერიოდში.

ახალი წლის დღეების შემდეგ, სახის კანის და ზოგადად, მთლიანი ორგანიზმის გასაწმენდად აუცილებელია რაციონის მაქსიმალური გამდიდრება ჯანსაღი პროდუქტებით. უნდა შევზღუდოთ ცხიმიანი, შებოლილი საკვები, ტკბილეული, სწრაფი კვება. მეტი ბოსტნეული, ხილი. უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წყალი, საჭირო რაოდენობით და ძილის რეჟიმის დარეგულირება.

პირველი, რასაც თითქმის ყველა დერმატოლოგი გვირჩევს, არის პირბადის ხშირი გამოცვლა. საშუალოდ, 2 საათში ერთხელ. უნდა ვეცადოთ ვატაროთ ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული პირბადე. აუცილებელია კანის სისუფთავის დაცვა-სახის დაბანა დილა/საღამოს, კანის ტიპის შესაბამისი საშუალებით. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ კოსმეტიკური პროდუქტების გამოყენება, რადგან პირბადე ქმნის ერთგვარ მიკროკლიმატს, რის გამოც, ფორები ფართოვდება და კანი დაუცველი ხდება მიკრობების მიმართ.

კვების სტილის შეცვლა, პირბადის ტარების წესების გათვალისწინება, რასაკვირველია, იძლევა შედეგს, რომელსაც მალევე იგრძნობთ. თუმცა, ამ პრობლემასთან საფუძვლიანი და კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ამიტომ, დღეს მინდა მოგიყვეთ ყველასთვის კარგად ცნობილი ფრანგული, პრემიუმ კლასის, ლუქს ბრენდის “კოდალის” Vinopure ხაზის შესახებ, რომელიც სწორედ პრობლემური კანის მოვლისთვისაა განკუთვნილი.

კოდალი გამოყენების წესი

ამ ხაზის პროდუქტების შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომელიც კვლევებისა თუ პირადი გამოცდილების გავალისწინებით, აკნეს მკურნალობის პროცესში ყველაზე ეფექტურია. ესენია – ნატურალური სალიცილის მჟავა, პოლიფენოლი და 6 ეთერზეთის უნიკალური კოქტეილი (ლავანდა, მელისა, მენთოლი,როზმარინი, გერანი (ანუ ბალბა) და ციტრონელის ზეთი) თითოეულ კომპონენტს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

პოლიფენოლი – საუკეთესო ანტიოქსიდანტია, არეგულირებს ცხიმის სინთეზს. ამცირებს შავ წერტილებს.

6 ეთერზეთის კოქტეილს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება.

სალიცილის მჟავა აკნეს სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია – ამცირებს და ავიწროებს ფორებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

ახლა კი, ამ ხაზში შემავალ პროდუქტებზე მოგიყვებით:

დავიწყოთ სახის დაბანით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დერმატოლოგების რჩევით, ეს ერთ-ერთი მთავარი საფეხურია. “კოდალის” Vinopure სერიის სახის დასაბანი გელი რეკომენდებულია კომბინირებული და ცხიმიანი კანის მოსავლელად და აკნეს სამკურნალოდ.

სასიამოვნო არომატის მქონე გელი მსუბუქად წმენდს კანის ზედაპირს, ამცირებს კანზე გამოხატულ ანთებით უბნებს, ანიჭებს კანს ჯანსაღ იერს. არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას.

გელის შემადგენლობაში შედის 95 % ნატურალური კომპონენტები: ვარდის წყალი, მცენარეული წარმოშობის სალიცილის მჟავა, ყუძნის პოლიფენოლი და ეთერზეთები.

არ შეიცავს ალკოჰოლს, საპონს, პარაბენს, კონსერვანტებს. არომატიზატორებს. არის არაკომედოგენური – ანუ არ ახშობს ფორებს.

გამოყენება: დილა/საღამოს ნოტიო კანზე დაიტანეთ გელის მცირე რაოდენობა, მსუბუქი მასირების შემდეგ ჩამოიბანეთ. მოარიდეთ თვალის არეს.

სახის კანის გასუფთავების შემდგომი ეტაპია ტონერის გამოყენება. ტონერი აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს, ათანაბრებს კანის ფერს, უზრუნველყოფს კანის სრულად გასუფთავებას და ამზადებს მას შემდგომი პროდუქტების უკეთ ასათვისებლად. “კოდალის” ეს კონკრეტული ტონერი განკუთვნილია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედება. მასში შემავალი ყურძნის წყალი ამშვიდებს და ატენიანებს კანს.

გამოყენება: დილით და ღამით გასუფთავებულ სახეზე გადაინაწილეთ ბამბის დისკით.

ტონერის შემდეგი საფეხურია შრატი. “კოდალის” Vinopure სერიის ეს შრატი განკუთვნილია უშუალოდ ანთებითი უბნების სამკურნალოდ. საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ზოგად სტრუქტურას. ამცირებს და ავიწროებს ფორებს, შავ წერტილებს. მასში შემავალი ვარდის წყალი უზრუნველყოფს ცხიმის კონტროლსა და კანის ჯანსაღ ფერს. სხვათა შორის, ეს შრატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ბევრი უცხოელი ბიუთი ბლოგერის ვიდეოებში შეძლებთ ნახოთ მისი ბეფორე/აფტერ შედეგი.

გამოყენება: დილით და საღამოს. აკნეს მკურნალობის პროცესში საუკეთესო შედეგს იძლევა ამავე სერიის ტონერის შემდეგ და ფლუიდამდე გამოყენებისას.

და ბოლო საფეხური – “კოდალის” Vinopure სერიის ფლუიდი.

ეს პროდუქტი იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. გამოყენების შემდეგ, კანს ხანგრძლივი დროით ანიჭებს გლუვ ეფექტს.

ფლუიდში არსებული კომპონენტები უშუალოდ მიმართულია ანთებითი უბნების სამკურნალოდ, ცხიმის გამოყოფის დასარეგულირებლად და კანის სტრუქტურის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯომბესებლად.

გამოიყენება: დღისით და ღამე, რუტინის ბოლო საფეხურზე.

ბოლოს კი აქვე გეტვით, იმასაც, რომ “კოდალის” Vinopure სერიის ყველა ამ პროდუქტის შეძენა “პსპ”-ს სააფქთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

ასევე წაიკითხეთ