ნეპოტიზმი ჰოლივუდში: 5 მსახიობი, რომელებმაც დამსახურებულად მიაღწიეს წარმატებას

რას ნიშნავს იყო წარმატებული ნეპოტიზმით?

ეს საკითხი როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოშიც აქტუალურია, რადგან ვინ არ გაუნაწილებს შვილს წარმატებას?

Nepo Baby კი სწორედ რომ ამ ცნობილი მშობლების შვილებს დაერქვათ.

დღესდღეისობით საკმაოდ გავრცელებული აზრია, რომ ნეპოტიზმის ბავშვები მხოლოდ მშობლების სახელის დახმარებით იღებენ მათ წილ წარმატებას, ამის გამო კი მართლაც რომ ნიჭიერი და მშრომელი ადამიანებიც, რომლებსაც მათსავით ცნობილი ოჯახები ჰყავთ, იგივე იარლიყის ქვეშ ექცევიან.

იყო ცნობილი ადამიანების შვილი მარტივი არ არის. მიუხედავად უამრავი მატერიალური თუ არამატერიალური შესაძლებლობისა და კავშირებისა, მათ დიდი მსხვერპლის გაღებაც უწევთ, ბავშვობიდან პირად სივრცის დაკარგვა და მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა.

დიდხანს მოგვიწევს იმაზე დავა, თუ რომელია უკეთესი, იყო ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი, აისრულო ოცნებები, მაგრამ ცხოვრობდე პრივილეგირებულის სტატუსის ქვეშ თუ მიაღწიო წარმატებას დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარანტიის და იარლიყების გარეშე.

სფეროში ცნობილი ოჯახის წევრების ყოლა ნებისმიერს სტიგმის ნაწილად აქცევს. დღეს იმ 5 მსახიობზე ვისაუბრებ, რომლებმაც ცნობილი მშობლების მიუხედავად, წარმატებას თავიანთი ნიჭის გამო მიაღწიეს.

ბენედიქტ კამბერბეტჩი

ბენედიქტ კამბერბეტჩი

ბენედიქტის შესრულებული როლები ყოველთვის გამორჩეულია. „დოქტორი სტრეინჯი“, „შერლოკი“, „ჰოკინგი“ და კიდევ სხვა უამრავი ფილმი თუ სერიალი, მისი სამსახიობო ოსტატობის გარეშე ისეთი იდეალური ვერ იქნებოდა, როგორიც ახლაა. თუმცა იცოდით, რომ სერიალ „შერლოკში“ თავად შერლოკის მშობლების როლს რეალურად ბენედიქტის დედ-მამა ასრულებდნენ?

ეს კი იმიტომ, რომ ტიმოთი კარლტონი და ვანდა ვენტჰამი, საკმაოდ წარმატებული მსახიობები არიან ბრიტანეთში, კამბერბეტჩი კი მათ გზას გაჰყვა, მიუხედავად წინააღმდეგობისა.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ბენედიქტი Nepo Baby-ის ტიტულს ატარებს, თუმცა მის შესრულებულ როლებს თუ გადავხედავთ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მისი წარმატება დაუმსახურებელია.

ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონი

რეიჩელ გრინი ყველამ ვიცით, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ სერიალი „ჩვენი ცხოვრების დღეები“ რეალურადაც არსებობს, სადაც ჯოუი არა, მაგრამ ჯენიფერ ენისტონის მამა, ჯონ ენისტონი ნამდვილად მონაწილეობდა?

ჯენიფერ ენისტონის დედაც ცნობილი მსახიობი – ნენსი დოუა.

რომ არა პრივილეგირებული თუ არაპრივილეგირებული ჯენიფერ ენისტონი, რეიჩელ გრინი ჩვენს გულებში იმ ადგილს ვერ დაიკავებდა, რომელიც ახლა უჭირავს. 

მარგარეტ ქუალი

მარგარეტ ქუალი

მარგარეტ ქუალის დედას, ენდი მაკდაუელს არაერთი ჰოლივუდური ფილმიდან იცნობდით.

მარგარეტის კარიერა 2013 წელს, ფილმ “პალო ალტოდან“ დაიწყო, ამის შემდეგ მის პორტფოლიოს არაერთი შთამბეჭდავი როლი, მაყურებლებს კი ბედნიერების მიზეზი დაგვემატა, რაც შეიძლება მეტჯერ დავტკბეთ მისი პროფესიონალიზმით.

მარგარეტი და ენდი 2021 წელს Netflix-ის სერიალ „მოსამსახურეში“ ერთადაც გამოჩნდენ, დედა-შვილის როლში. ქუალის თქმით, არ არსებობს არავინ, ვისთან ერთადაც უფრო კომფორტულად შეასრულებდა დედა-შვილის როლს, ვიდრე საკუთარ დედასთან.

სერიალში მარგარეტის შესრულებული როლი, მისი ისტორია, ძალისხმევა და შვილის სიყვარული იმდენად იმოქმედებს თქვენზე, რომ ყოველგვარი ეჭვი გაგიქრებათ უსამართლო პრივილეგიაზე.

კეიტ ჰადსონი

ქეით ჰადსონი

რომ-კომების დედოფალი – კეიტ ჰადსონი ყველა თაობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია. მისმა პერსონაჟებმა უამრავი ადამიანის სტანდარტები აამაღლა ურთიერთობებთან მიმართებაში.

მისი უდაო ნიჭის მიუხედავად, იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ დედამისი – გოლდი ჰოუნი, მამამისი – ბილ ჰადსონი და მამინაცვალი -კურტ რასელიც ჰოლივუდის მსახიობები არიან.

კეიტი ფიქრობს, რომ მთავარია ადამიანმა იშრომოს, იმას კი მნიშვნელობა არ აქვს, თუ საიდან მოდის. ჰადსონის შესრულებული როლებიც დაგვარწმუნებს მის სიტყვებში და მიგვახვედრებს, რომ ის ცნობილი მშობლების გარეშეც მიაღწევდა წარმატებას ჰოლივუდში.

დრიუ ბერიმორი

დრიუ ბერიმორი

ჩარლის ანგელოზს ჰოლივუდში თავად ჰყოლია ანგელოზები, თანაც 4 საუკუნის მანძილზე.

დრიუ ბერიმორმა კარიერა 11 თვის ასაკიდან დაიწყო, თუმცა ბავშვობიდან დღემდე მისი შესრულებული როლები ნამდვილად უარყოფს იმ ფაქტს, რომ მხოლოდ წინაპრების წარმატების გამო არის დღეს ყურადღების ცენტრში.

ბერიმორი ინტერვიუებში ამბობს, რომ იაზრებს, თუ რამდენად დიდი პრივილეგიაა გქონდეს კავშირები სფეროში, თუმცა თვლის, რომ საკუთარი თავის დამტკიცებას ნიჭის და მონდომების გარეშე ვერ შეძლებდა, რაც მან უკვე წარმატებით შეძლო.

ავტორი: სალომე ედიშერაშვილი

ასევე წაიკითხეთ