Must-have Summer Shoes by Geox – თეონა თავართქილაძე

თეონა თავართქილაძეტელეწამყვანი, Beauty and the box-ის დამფუძნებელი

მოდის ტენდენციები, უკვე დიდი ხანია, საკმაოდ ქაოტური და კომფორტზე ორიენტირებულია. 21-ე საუკუნეში, როდესაც ყველანი დროის დეფიციტს განვიცდით და ცხოვრების რიტმი საგრძნობლად აჩქარებულია, დღის მანძილზე ბევრ სხვადასხვა ადგილზე გვიწევს მისვლა. შესაბამისად, ჩაცმულობის ეტიკეტს ვეღარ ვიცავთ.  ამ დროს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფეხსაცმელს, რომელსაც შეუძლია casual ტანსაცმელი გადააქციოს კლასიკურად, კლასიკური – სპორტულად და პირიქით… ასეთ რეჟიმში უმნიშვნელოვანესია, რომ ფეხსაცმელი იყოს ხარისხიანი და კომფორტული. პირადად ჩემთვის,  სივრცე, სადაც ყოველთვის მხვდება მრავალფეროვანი სტილის, მაღალი ხარისხის, კომფორტული ფეხსაცმლის დიდი არჩევანი, „ჯეოქსია“. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, მანქანაში სულ მაქვს 2-3 წყვილი, სხვადასხვა სტილის ფეხსაცმელი: სპორტული, კლასიკური მაღალ და დაბალ ქუსლზე.  დღის ბოლოს  დაღლილობას რომ ვერ გრძნობ, ეს სწორედ ხარისხიანი ფეხსაცმლის დამსახურებაა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, იტალიური ბრენდის, “ჯეოქსის” ფეხსაცმელი იდეალურია ჩემთვის!

ჯეოქსი თბილისი

ასევე წაიკითხეთ