0,00 ₾

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

Must-have Summer Shoes by Geox – მანიკა ასათიანი

მანიკა ასათიანი – ტელეწამყვანი

დღის განმავლობაში ძალიან ბევრი, ერთმანეთისგან განსხვავებული აქტივობა მაქვს ხოლმე დაგეგმილი – გადაღებები, სატელევიზიო გადაცემები, ღონისძიებები, ვარჯიში… შესაბამისად, ხშირად მიწევს სტილის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გამოცვლა. ჩაცმულობაში ჩემთვის მთავარი დეტალი ფეხსაცმელია. იმისათვის  რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო, მთავარია მეცვას შესაბამისი ფეხსაცმელი. ჩემთვის ხარისხი პირდაპირ ასოცირდება კომფორტთან. აქედან გამომდინარე, ხარისხს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

როდესაც საქმე ეხება  ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს, შვილებს, არჩევანს  კიდევ უფრო მეტი გულისყურით ვუდგებით. უკვე წლებია, გიოსთვის ფეხსაცმელს „ჯეოქსში“ ვარჩევ, რადგან ეს ბრენდი ჩემთვის ხარისხთან და სანდოობასთან ასოცირდება.

ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ „ჯეოქსი“ ხარისხის და კომფორტის გარდა,  გარემოზე ზრუნვითაც გამოირჩევა. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად დაიწყო გადამუშავებული მასალით შექმნილი ფეხსაცმელების წარმოება, რომელიც ნაკლებად აზიანებს გარემოს.

ფოტო: LIG Studio

ასევე წაიკითხეთ