Modern City

15 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „მოდერნ სითი“თბილისსა და  მის შემოგარენში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტის ავტორია. დაახლოებით ერთი წელია, კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიცია ახალგაზრდა და წარმატებულმა –  ბექა თეზელაშვილმა დაიკავა, რომელსაც კომპანიაში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. სწორედ მისი თაოსნობით მოხდა კომპანიის რებრენდიგი, სრულიად შეიცვალა ლოგო და კორპორაციული სტილი. ამჟამად კომპანია ორ პროექტზე მუშაობს – MODERN CITY  ლისი და MODERN CITY დიღომი. სწორედ ახალი პროექტების უკეთ გასაცნობად, კომპანიის სიახლეებსა და მთავარ გეგმებზე სასაუბროდ, ბექასთან ერთად, ჯერ კიდევ მშენებარე  MODERN CITY  ლისს ვესტუმრეთ.

ბექა თეზელაშვილი

სამშენებლო კომპანიამოდერნ სითისგენერალური დირექტორი

ბექა თეზელაშვილი

დაახლოებით 10 წელზე მეტია, ჩვენი კომპანიის იურისტი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ იურისტები აქტიურად არიან ჩართული კომპანიის მართვის თითქმის ყველა პუნქტში, ჩვენი კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება  დამეკავებინა გენერალური დირექტორის პოზიცია. 

„მოდერნ სითი“ მრავალი წელია ოპერირებს ბაზარზე და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია.  ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც ამ პოზიციის დაკავების შემდეგ გუნდთან ერთად განვახორციელე, არის რებრენდინგი. გვსურდა,  რომ კომპანიას და ჩვენს პროექტებს უფრო სტრუქტურირებული სახე მიეღო. რებრენდინგის  ფარგლებში ჩამოყალიბდა ჩვენი კომპანიის ახალი და თანამედროვე ვიზუალური იდენტობა. სრულიად შეიცვალა ლოგო და კორპორაციული სტილი, განახლდა ვებგვერდი და სოციალური ქსელები.

პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ კომპანიის დაფუძნების დღიდან,  უკვე 15 წელია, ძირითადად, ერთი გუნდი ქმნის MODERN CITY -ს. ადამიანები, რომლებსაც ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ და საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი შესრულებული პროექტები განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა. ჩვენი კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი. შესაბამისად, თითოეული დეტალი მორგებულია ადამიანურ ფაქტორზე, სიმშვიდეზე, სიმყუდროვესა და ჯანსაღ გარემოზე. თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი  ღირებულებაა ოჯახი. დამეთანხმებით, ყველა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმ გარემოს, სადაც ოჯახი დიდ დროს ატარებს. ნებისმიერი ადამიანისთვის, საცხოვრებელი სახლის შეძენა დაკავშირებულია ძალიან დიდ პასუხისმგებლობებთან. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც იქნება სიმყუდროვე, მშვიდი გარემო და დაცული იქნება თითოეული მაცხოვრებლის უსაფრთხოება.

beka tezelashvili

დიდი სტიმულია, რომ ჩვენს ახალ პროექტებში  30% ჩვენი ძველი მომხმარებლები არიან. ადამიანები, რომლებსაც ჩვენს სხვადასხვა პროექტში აქვთ ბინები შეძენილი.  თამამად ვიტყვი, რომ ამ სანდოობას განაპირობებს ხარისხი, რომელსაც უკვე 15 წელია კომპანია ქმნის. ამჟამად  ორ მიმდინარე პროექტზე ვმუშაობთ: „მოდერნ სითი“ ლისი და „მოდერნ სითი“ დიღომი.

MODERN CITY – ლისი 

პროექტი გამორჩეულია როგორც ადგილმდებარეობით, ისე საცხოვრებელი კომპლექსის კონცეფციით.  მდებარეობს ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებულ ლოკაციაზე, ლისის ტბიდან რამდენიმე მეტრში, ფერმწერთა ქუჩაზე, სკოლა მილენიუმთან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია რომ MODERN CITY – ლისის  მობინადრეებისთვის 1.5 კმ. რადიუსში ხელმისაწვდომია ყველა ყოველდღიურად საჭირო სამომხმარებლო ობიექტი – სკოლები, უნივერსიტეტები, კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, აფთიაქები და სხვა.

რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობის პროცესს, კომპლექსი შენდება ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის სერტიფიცირებული სამშენებლო მასალებით. 14000 კვ.მ-ის ფართობზე განთავსდება: ოთხი დაბალსართულიანი საცხოვრებელი ბლოკი,  კეთილმოწყობილი და გამწვანებული შიდა ეზო, საბავშვო და გასართობი ინფრასტრუქტურა, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

MODERN CITY – დიღომი

დიღმის პროექტის კონცეფცია სრულიად განსხვავდება ლისის პროექტისგან. თუმცა, მთავარი იდეა აქაც მაცხოვრებლის კომფორტზე მორგებული სივრცის შექმნაა. კომპლექსი ოლიმპიური აუზისა და ამერიკის საელჩოს მიმდებარედ,  10000 კვ.მ-ზე ვითარდება და სამი 13-სართულიანი საცხოვრებელი ბლოკისგან შედგება.  დიდი ყურადღება  ეთმობა რეკრეაციასა და კეთილმოწყობილ ეზოს, სადაც განთავსდება: საბავშვო გასართობი სივრცეები, სპორტული მოედანი, ღია საცურაო აუზი როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები.

ორივე პროექტის მშენებლობის პროცესი ეკოლოგიურად სუფთა და ლიცენზირებული პროდუქციით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის სრული დაცვით მიმდინარეობს და კომპლექსში ცხოვრება 2025 წლის გაზაფხულიდან იქნება შესაძლებელი.

ტექსტი: ანა არაბიძე

ფოტო: ნათია ასანიძე / LIG Studio

ასევე წაიკითხეთ