„ლიკანი“ – განახლებული შეფუთვა და არომატები

შუშხუნა მინერალური წყალი „ლიკანი“ არომატით, საზოგადოებას განახლებულ შეფუთვას და არომატებს სთავაზობს. ალუბალი და ბროწეული და ციტრუსი და ჯანჯაფილი – სწორედ ამ არომატების და „ლიკანის“ მინერალების მიქსით განახლდა ბრენდის პორტფელი.

დაიმუხტე „ლიკანის“ ახალი არომატებით – ეს ბრენდის საკომუნიკაციო გზავნილია. „ლიკანი“ ხილის ბუნებრივი არომატით, 0 კალორიით და რაც მთავარია, შაქრის და სხვა დამატკბობლების გარეშე, ჯანსაღი და გემრიელი არჩევანია წყურვილის დასაკმაყოფილებლად.

„ლიკანი“ არომატით ბაზარზე ოთხი წლის წინ გამოჩნდა და „ლიკანის“ მსგავსად, სწრაფად მოიპოვა წარმატება. ბრენდმა კი ერთგულ მომხმარებლებს სიახლე შესთავაზა და მათი თხოვნის გათვალისწინებით, პორტფელი განაახლა. „ლიკანი“ ციტრუსის და ჯანჯაფილის არომატით, სრულიად განსხვავებული პროდუქტია. არსებული სამი არომატიდან კი – ალუბალი და ბროწეული შენარჩუნდა, რომელიც საზოგადოებამ ყველაზე მეტად შეიყვარა. უცვლელი რჩება მისი უპირატესობა – 0 შაქარი და 0 კალორია, რაც შუშხუნა „ლიკანის“ არომატებს, სხვა გაზიანი სასმელებისგან გამოარჩევს.

ირინა კეიდია, კომპანია „IDS  ბორჯომის”  საქართველოს მარკეტინგის დირექტორი

„„ლიკანიროგორც სიახლეების მოყვარული ბრენდი, განაგრძობს განვითარებას. ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ და ყურადღებას ვაქცევთ მომხმარებლის სურვილს და ქცევას. სწორედ მათი გემოვნების გაანალიზებით, მივხვდით, რომ სიახლის დრო დადგა. განვაახლეთ პროდუქტის შეფუთვა და პორტფელში დავამატეთ სრულიად ახალი არომატებირომლებზეცლიკანისგუნდმა იმუშავა. იმედი მაქვს, მომხმარებელი სწრაფად შეამჩნევს განახლებულ ქილებს, დაიმახსოვრებს და შეიყვარებსლიკანისახალ არომატებს.“

ახალი დიზაინი აგრძელებს „ლიკანის“ ძირთადი პროდუქტის შეფუთვის ხაზს. არომატების მიხედვით, ქილებზე გამოყენებულია ხილის ილუსტრაციები ყვითელი და წითელი დეტალებით, რაც მომხმარებლისთვის პროდუქტს უფრო მეტად აღსაქმელს ხდის. „ლიკანი“ ხილის არომატით მხოლოდ ქილაში იწარმოება, განახლებულ  შეფუთვაზე კომპანიის გრაფიკულმა დიზაინერმა იმუშავა.

ანი ჭოღოშვილი, კომპანია „IDS ბორჯომისუფროსი დიზაინერი

ახალი შეფუთვითლიკანიარომატებით, კიდევ უფრო დავაახლოვეთ ძირითად პროდუქტს. ქილებზე გამოკვეთეთ ხილი დალიკანისეტიკეტის უცვლელი ელემენტებიმინერალები და ტალღები. ახალი დიზაინის ძირითადი ფერილიკანისქილის მსგავსად მწვანეა, რომელიც არომატების მიხედვით დამატებული წითელი და ყვითელი ფერებით, ბრენდის და ახალი პროდუქტის ხასიათს გამოხატავს.“

„ლიკანი“ ხილის არომატით, საქართველოს ბაზარზე, პირველად სამი სხვადასხვა არომატით გამოჩნდა. ვაშლი და ტარხუნა, ატამი და ფორთოხლის ყვავილი, ალუბალი და ბროწეული მომხმარებელმა სწრაფად შეიყვარა. ოთხი წლის შემდეგ, ბრენდმა პორტფელი განაახლა და ბაზარზე პოზიციონირებას ორი არომატით – ალუბალი და ბროწეული და ციტრუსი და ჯანჯაფილით განაგრძობს. შუშხუნა „ლიკანი“ ხილის არომატით კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს მიერ, ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში იწარმოება.

ასევე წაიკითხეთ