L’Erbolario

ისტორია

L’Erbolario, 1978 წელს ქალაქ ლოდიში, ენთუზიაზმით სავსე წყვილის მიერ დაარსდა. ფრანკო ბერგამასკი და დანიელა ვილა, ჰერბალისტები გახლდნენ და სწორედ მცენარეების სიყვარულით შექმნეს კანის მოვლის ვეგანური ბრენდი.

მცენარეების პატარა სახელოსნოში დაწყებული ბრენდი L’erbolario, წლების მანძილზე ნელ-ნელა გაიზარდა და დღესდღეობით იტალიის ფიტო-კოსმეტიკის ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს, ისე, რომ არასდროს დაუკარგავს თავდაპირველი იდეა, ყოფილიყო – „100%- ით იტალიური“

45 წელია L’erbolario, გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომ პირობებში ამზადებს ვეგანურ პროდუქტებს, მათი ბაღებისა და ლაბორატორიების დათვალიერება შესაძლებელია ქალაქ ლოდიში.

ამ ეტაპზე ბრენდის პორტფოლიოში 600-მდე სახის, ტანის და თმის მოვლის პროდუქტებია თავმოყრილი.

L’Erbolario ბრენდი

ბრენდის ფილოსოფია

რატომ L’Erbolario?

•L’erbolario-ს პროდუქტები ძირითადად ორგანული მცენარეული ინგრედიენტებით მზადდება. L’erbolario-ს ექსტრაქტების კვლევისა და წარმოების ლაბორატორიაში, დაახლოებით 300-მდე მცენარეული  ექსტრაქტი მზადდება, რაც მათ პროდუქციას უნიკალურობას და ექსკლუზიურობას ანიჭებს.

•აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. მუდმივად დებს ინვესტიციას სოციალური პასუხისმგებლობით დატვირთულ პროექტებში. წლების განმავლობაში მხარს უჭერდა იტალიურ წითელ ჯვარს;  2017 წელს ცენტრალურ იტალიაში მიწისძვრის შემდეგ და 2020 წლის პანდემიის      დროს – სურსათის ბანკს; ასევე FAI – Fondo per l’Ambiente Italiano (იტალიის ფონდი გარემოს დაცვისთვის)- იტალიის ისტორიული, მხატვრული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ღირებულების აღიარებისთვის.

•არ ხდება ცხოველებზე ტესტირება. ბრენდი თავიდანვე იბრძოდა Lega Anti Vivisezione-თან(LAV) , რათა აეკრძალათ ცხოველებზე   კოსმეტიკური პროდუქტების   ტესტირება. 2006   წლიდან იცავენ   „ცხოველთა ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის სტანდარტს“: ყველა პროდუქტი დაცულია LAV-ით. 

•იყენებს ბიოდეგრადირებად შეფუთვას.   იყენებს განახლებადი წყაროებიდან მიღებულ მასალებს, როგორიცაა GREEN PE და შაქრის ლერწმისგან მიღებული GREEN PET; მეორადი მოხმარების პლასტმასი, რეციკლირებული წყლის ბოთლები(R- PET) და OWP (Ocean Waste Plastic®), რის წყალობითაც ბრენდი ოკეანეებიდან და მდინარეებიდან პლასტმასის ამოღებაში იღებს მონაწილეობას. 

•არ იყენებს პლასტიკატებს. L’erbolario-ს საკუთარ პროდუქტებში არასდროს გამოუყენებია მიკრო-პლასტიკატები, მათი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ჯანმრთელობა იყო, ამიტომაც მხოლოდ მცენარეულ მასალებს იყენებენ, L’erbolario იტალიაში იყო პირველი ბრენდი, რომელმაც 2020 წელს მიკრო-პლასტიკატის კოსმეტიკასა და მოვლაში გამოყენების აკრძალვის პეტიციას ხელი მოაწერა.

•ზრუნავს გარემოს უსაფრთხოებაზე. 2002 წლიდან აირჩია გარემოს მენეჯმენტის სისტემით აღჭურვა(სერთიფიკატი UNI EN ISO 14001), რომელიც გარემოს დაცვის და ენერგიის დაზოგვის ვალდებულებას იძლევა. ამიტომაც იყენებენ მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიას.  ამ არჩევანის  საშუალებით, ყოველწლიურად თავიდან იცილებენ 500 000 კგ-ზე მეტი CO2-ის გამოყოფას, რაც 3500 ხის ექვივალენტის ტოლია!

ბრენდი L’Erbolario

•აქვს ორგანული მეურნეობა. 2005 წლიდან მიიღო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სერტიფიცირება   ეთიკური  გარემოსდაცვითი სერტიფიკაციის ინსტიტუტთან Istituto per la Certificazione Etica Ambientale(ICEA) ერთად. იყენებს მხოლოდ ბუნებრივ სასუქებსა და სამკურნალო საშუალებებს. აკრძალული აქვთ ყოველგვარი პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სინთეზური სასუქების მოხმარება.

• ახასიათებსს მაღალი ხარისხის უსაფრთხოება და ეფექტურობა. L’erbolario-ს ყველა კოსმეტიკური პროდუქტის ტოლერანტობა და ეფექტურობა დამტკიცებულია მკაცრი კლინიკური ტესტებით, რომლებსაც პავიას უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინისა და სამედიცინო თერაპიის დეპარტამენტი ზედამხედველობს . ძირითადად დაკვირვება, 7 მძიმე მეტალის (ნიკელი, ქრომი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, დარიშხანი, ანტიმონი) შემცველობაზე ხორციელდება, რათა ალერგიის რისკი მინიმუმამდე დაიყვანონ და დაიცვან ყველაზე მგრძნობიარე კანიც კი. 

•აქვს სწრაფი მიწოდების ჯაჭვი. ბრენდის ფიტო-კოსმეტიკა, იტალიის ქალაქ ლოდიში არსებული ბუნებრივი პარკის Adda Sud-ის მცენარეებით იწარმოება, შესაბამისად არის 100% MADE IN ITALY

L’Erbolario ლონდონი

ასევე წაიკითხეთ