L’erbolario-ს პრეზენტაცია

18 მაისს „ისი პარიმ” გარდენია შევარდნაძეში კანის მოვლის ახალი ბრენდის L’erbolario-ს პრეზენტაცია  გამართა. ღონისძიებას პრესისა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ინფლუენსერები და ბლოგერებიც დაესწრნენ.

კანის მოვლის იტალიური ვეგანური ბრენდის წარდგენა გარდენიას შესანიშნავი ბაღიდან დაიწყო. იტალიური მუსიკისა და ღვინის თანხლებით ბრენდის ულამაზეს ბანერთან ფოტოსესიის შემდეგ, სტუმრებმა აირჩიეს გათამაშების ბილეთები და საჩუქრებისთვისაც მოემზადნენ.

სასიამოვნო საღამო ზურა შევარდნაძის არაჩვეულებრივი მასტერკლასით გაგრძელდა,სადაც  სტუმრებმა ყვავილების თაიგულის აწყობის ხელოვნება იხილეს. ბევრი ღიმილისა და სასარგებლო ინფორმაციის შემდეგ ყველამ იტალიური მოტივებით შექმნილ ფურშეტთან გადაინაცვლა.

მალე L’erbolario-ს პრეზენტაციის დროც დადგა, რომელიც „ისი პარის კონტენტის მენეჯერმა ლინა ქალდანმა წარადგინა.

ულამაზეს ბაღში მცენარეებითა და ვეგანური მოტივებით შთაგონებული ბრენდის ისტორიის მოსმენის შემდეგ ყველაზე სასიამოვნო და აზარტული ეტაპის დროც დადგა. გათამაშებით ხუთმა  სტუმარმა არაჩვეულებრივი საჩუქრი მოიგო.

რა თქმა უნდა, „ისი პარიმ“ დანარჩენი სტუმარებიც გაახარა  და თითოეული მათგანი  L’erbolarios ნაკრებით დაასაჩუქრა. 

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

ასევე წაიკითხეთ