კომპანია „სმარტფარმის“ 10 წლის იუბილე

ფარმაცევტული კომპანია “სმარტფარმი” საქართველოს ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. იგი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და საბითუმო დისტრიბუტორია, რომელიც 1000-მდე აფთიაქს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით ამარაგებს. დაარსების დღიდან დღემდე, კომპანიის მთავარი ამოცანა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობაა. მათი ასორტიმენტი ყოველთვის თანაფარდობაშია საქართველოს მოსახლეობის გადამხდელუნარიანობასთან. ამავდროულად, ხარისხის ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს და შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან.  

Thea Mgaloblishvili

დღეს, კომპანია „სმარტფარმი“ 10 წარმატებულ წელს ითვლის. აღსანიშნავია, რომ 10 კვადრატული მეტრის სასაწყობე სათავსოში დაწყებული საქმე, დღეს უკვე, 1000 კვადრატული მეტრის, GDP-სა და ISO 9001-ის სტანდარტის შესაბამის სასაწყობე სივრცეს ფლობს. 10 წლის წინ, სულ რაღაც 10 ადამიანით დაკომპლექტებული ბიზნეს-ორგანიზაცია, დღეს მაღალი სულისკვეთებისა და საერთო მიზანზე ორიენტირებული 100-მდე თანამშრომლისგან შემდგარ ძლიერ გუნდს წარმოადგენს. ხაგზასმით უნდა აღინიშნოს, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მხარდაჭერაა და სწორედ ამ ღირებულების გაზიარების მიზნით, ისინი ეხმარებიან მარტოხელა დედებსა და სპეციფიკური საჭიროებების მქონე ადამიანებს დასაქმებაში. 

მგალობლიშვილი თეა

ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმის“  ძლიერი მხარე  მათი საერთაშორისო პარტნიორებია, რომლებთანაც მრავალწლიანი სტაბილური და ძლიერი პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ.  დღესდღეობით, „სმარტფარმი“ საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მოწინავე კომპანიების ოფიციალური, ექსკლუზიური წარმომადგენელი გახლავთ საქართველოში.

Salome Vashalomidze

„სმარტფარმას“ უკვე ენდობა ათასობით ექიმი და აფთიაქი საქართველოში, რადგან ხარისხი და ხელმისაწვდომობა, რომელიც ჯანდაცვის ნებისმიერი სპეციალისტის პრიორიტეტია, მათ მიერ იმპორტირებული მედიკამენტების შემთხვევაში, უპირობოდ გარანტირებულია. 

ფარმაცევტულმა კომპანია „სმარტფარმამ“ ღირსშესანიშნავი თარიღი – 10 წარმატებული წლის იუბილე სწორედ სამედიცინო საზოგადოების გარემოცვაში აღნიშნა ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას, რესტორან „ფუნიკულიორში“. საღამოს განსაკუთრებული ქართული ხიბლი შესძინა „თეატრალურმა კვარტეტმა“, რომელმაც ქართველი კომპოზიტორების ყველასთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა. კომპანიამ სტუმრები არაჩვეულებრივი საჩუქრებით დაასაჩუქრა და ნამდვილ დღესასწაულად აქცია ეს ღირსშესანიშნავი დღე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რასაც ადასტურებს მათი ახალი პროექტი – SmartClub, რომელიც მათ დაეხმარება გაიუმჯობესონ ყოველდღიური ცხოვრება და უკეთესი გახადონ საკუთარი და მოსახლეობის ყოველდღიურობა. SmartClub-ის  ფარგლებში, მათ საჩუქრად გადაეცათ ლოიალობის ბარათი SmartCard, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას ყოველდღიური საჭიროების მომსახურებებსა და ნივთებზე.

„გაუმჯობესება უკეთესი გაგრძელებისთვის“ – ეს იყო „სმარტფარმის“ 10 წლიანი წარმატების მთავარი ფორმულა, რომლითაც დაიწყო ბიზნესი 2012 წელს და წარმატებით გრძელდება დღემდე. აქ მუდმივად მიმდინარეობს ახალ პროექტებზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც კომპანია მოსახლეობას შესთავაზებს მათ საჭიროებებზე ზუსტად მორგებულ პროდუქციას, მაღალ ხარისხის და რაც მთავარია, ყველაფერ ამას ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

გამბედაობა, გონიერი გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობა, მხარდაჭერა – ის მთავარი ღირებულებებია, რომელზეც დგას „სმარტფარმის“ 10 წლიანი ისტორია.

ასევე წაიკითხეთ